მგალობლის შესამოსელი, ქართულ ტრადიციაში |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მგალობლის შესამოსელი, ქართულ ტრადიციაში |
Sotiris |
Jun 14 2007, 09:33 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
მაინტერესებს, არსებობს თუ არა გამოკვლევები მგალობლის შესამოსლის შესახებ ქართულ ტრადიციაში (ვთქვათ მინიატურების ან ფრესკების საფუძველზე). როდიდან შემოვიდა ჩვენში ფერად-ფერადი სტიქარების ტარების ტრადიცია? ატარებდნენ თუ არა მე-19 ს. მგალობლები განსაკუთრებულ შესამოსელს (ფოტოებზე არ ჩანს)?
-------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
ვეშაპო |
Jun 18 2007, 12:14 AM
პოსტი
#2
|
ბიზონებზე მონადირე ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 |
N. R.
ციტატა თუ ზემოაღნიშნული მსჯელობა ახლოსა სიმართლესთან, სავარაუდოდ სურათზე გამოსახული სამოსის მსგავსი უნდა სცმოდათ მანამდეც კი,ალბათ ადრეც ჩოხა ეცვათ. თვითონ ამ, ქილებიანი ჩოხის, საჭიროება როგორც თოფის გამოგონებამ მოიტანა. XV საუკუნეში გამოიგონეს ზარბაზანი. პირველი მუშკეტები გამოიგონეს XVI საუკუნეში. იმავე საუკუნის შუა წლებში გამოიგონეს პისტოლეტები და თოფები რომლებიც ლულიდან იტენებოდა. კავკასიაში როგორც ვიცი თოფი შემოვიდა ერთი საუკუნის შემდეგ, ანუ XVII საუკუნის მეორე ნახევარში. შემოიტანეს ოსმალებმა. აი მერე უკვე არსებული ჩოხის გარდაქმნა ქილებიან ჩოხად როდის მოხდა, ეგ უკვე დაზუსტებული არაა. როგორც მე ვიცი, ადრე ეს ქილები თოფის წამლის შესანახ ჭურჭელს წარმოადგენდა. ბარში რქას ხმარობდნენ მაგისათვის და წელზე ეკიდათ. ქილების უპირატესობა რქასთან შედარებით იმაში იყო, რომ მასში გამოზომილი წამალი ეყარა ერთი ტყვიის გასასროლად და თოფის გახეთქვის რისკს დიდად ამცირებდა, თან სწრაფად ხდებოდა გატენვა. შემდეგ უკვე, როდესაც წამალს ლულაში აღარ ყრიდნენ და ვაზნები შემოიღეს, ქილებიც ვაზნებით შეიცვალა. ხოლო, მე-19-ე საუკუნეში თოფებზე დაიწყეს მაღაზიების დამაგრება, რომელიც რამოდენიმე ტყვიას იტევდა და ქილები გადაიქცა ჩოხის დეკორაციად. -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
Sotiris |
Jun 18 2007, 01:58 AM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
N. R. კი,ალბათ ადრეც ჩოხა ეცვათ. უფრო სწორად ალბათ ჩოხა ერქვა ისევ, მაგრამ როგორი იყო, ამას კვლევა ჭირდება. მეთვრამეტე საუკუნის ქართულ არისტოკრატიას რომ შეხედო, ჩოხას არ ჰგავს მათი შესამოსელი (აქ შეიძლება ირანული გავლენა იყო). ესაა ვახტანგ მეექვსე: ესაა ერეკლე მეორე: ესაა გარსევან ჭავჭავაძე: სამაგიეროდ ჩოხაშია სოლომონ მეფე, მაგრამ ეს გრძელი ჩოხა არ არის და სახელოებიც სხვანაირია (ეს სურათი რეპროდუქციას ჰგავს, ორიგინალი არ უნდა იყოს): იმედია ჯამბაკური არ გვიწყენს ამ სურათების დადებისთვის. -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 02:55 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი