ქართული ეკლესიები და სამრევლოები, საზღვარგარეთის მართლმადიდებელი საქართველო |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართული ეკლესიები და სამრევლოები, საზღვარგარეთის მართლმადიდებელი საქართველო |
KAIROS |
Jun 16 2007, 01:30 PM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
რაც დრო გადის უფრო გენატრება, უფრო გაკლია და უფრო გტკივა შენი პატარა, შორი და გატანჯული სამშობლო...
ერთადერთი ვინც შეძლებს ემიგრანტების ნამდვილ და სულიერ გაერთიანებას უნდა იყოს და იქნება ეკლესია, ამიტომ ვისაუბროთ ამაზე, რა ხდება ქართულ ეკლესიებში დასავლეთ ევროპის ეპარქიის ფარგლების შიგნით, საინტერესოა რამდენი ემიგრანტია ფორუმზე? მაშ ასე, დავდოთ ინფორმაციები ქართულ მრევლზე სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შესახებ რაც ვიცით, მისამართები, ვებ.საიტები, გაზეთები, მოკლედ რასაც იპოვით ემიგრაციაზე: ჩემს მცირე გამოცდილებიდან გეტყვით,რომ დასავლეთ ევროპის ეპარქიაში (რუსეთის სიტუაცია იცით და აქ არ დავწერ, აქ მხოლოდ დასავლეთ ევროპაზე ვისაუბრებ) ყინული დაძრულია: სკანდინავიაში- ცოტა ქართველია, მაგრამ საკმაოდ გაერთიანებულებია და მალე ალბათ სათვისტომოს დაარსებენ, ძალიან კარგი სიტუაციაა კოპენჰაგენში და სტოკჰოლმშიც, ოსლოს არ ვიცნობ.... ინგლისში- აქ საკმაოდ ბევრი ქართველია და აქვთ სამრევლოც "ლონდონის წმიდა გიორგის სახელობის ქართული სამრევლო " და ყავთ მოძღვარიც. ესეც ცნობილ ჟურნალ "თანამემამულეს" ვებ-გვერდია, თავისი გერბიც აქვთ და ჩემი აზრით პირველია ემიგრანტულ გამოცემებში გავრცელების მხრივ მაინც http://www.tanamemamule.eu/ გერმანია- ყველას კარგად მოეხსენება მიუნჰენის შესანიშნავი სამრევლო ( ვებ საიტსაც დავდებ მალე), ძალიან კარგი სიტუაციაა იქ და უამრავი მეგობარი მყავს იქ ბერლინში ქართველები რუსულ ტაძარში დადიან... საფრანგეთი-როგორც ვიცი ამათაც ყავთ ქართველი მოძღვარი, პარიზში თავად შევხვდი მრევლის ნაწილს, ახლა ლიონიც აქტიურობს და დიდი იმედია რომ იქაც მოხერხდება რამე. ბელგია- აქაც ყავთ ქართველი მოძღვარი ( სამწუხაროდ პირადად არ ვყოფილვარ) იტალია- ჩრდილო იტალიის ქართველობა ძირითადში მილანში იკრიბება, ცენტრალური იტალიის ქართველობა კი ან პერუჯის, ან ფლორენციის ან თავად მარადიული ქალაქის რუსულ ეკლესიებშია, რომში ხანდახან პარაკლისებიც კი ტარდება ქართველი მოძღვრის მიერ, ბარშიც არის ქართველი მოძღვარი, სადაც უამრავი ქართველი იკრიბება. ესპანეთი-ქართველი მოძღვარი ბარსელონაშია, მადრიდშიც ჩადის, იქაურ სიტუაციას კარგად არ ვიცნობ. ავსტრია- აქაც ყავთ ქართველო მოძღვარი, ვგონებ დეკანოზი ლაზარეა, მიუნჰენიდან გადასული. ჩეხეთი- აქაც არიან ქართველები და არის სათვისტომოც, თუმცა როგორც თავადაც ვნახე, ჯერ სამრევლოს დაარსება და მოძღვრის მიწვევა ადრეა, იმედია მალე ესეც მოხერხდება საბერძნეთი- ათენში არის ქართველი მოძღვარი, ქართველები აქაც რუსულ ეკლესიაში იკრიებებიან, ასევე ხდება თესალონიკშიც. ირლანდია- ეს ერთერთი ჩემთვის ყველაზე მშობლიური მრევლია, ძალიან საყვარელი ხალხი და არაჩვეულბრივი სიტუაცია, ყავთ 15 წევრიანი ქართული გუნდი, დღეს ქართული ტაძარიც ფუნციონირებს და მოძღვარიც ყავთ, ეს დუბლინში, თუმცა გავიგო რომ მოძღვარი ჩადის ქორქშიც და გოლვეიშიც. აშშ - ამ. შეერთებულ შტატები დიდია, და დღეს მხოლოდ ნიუ-იორკზე და ვაშინგტონზე ვისაუბროთ, როგორც ერთერთ ყველაზე კარგ ჩამოყალიბებულ ქართულ მრევლზე, ეს კი ვაშინგტონის წმიდა ნიკოლოზის მართლმადიდებლური საკათედრო ტაძრის ვებ.საიტია http://www.mrevli.org/ მივხედოთ ამ საქმეს! იხარეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
KAIROS |
Jun 18 2007, 11:59 AM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ნუ აოფთიქებთ!
გამოიყენეთ PM, წაშალე ერთი მოდერ შენს გახარებას, მამა დოსითეოზი ჩავწერე! ციტატა სკანდინავიაში- ცოტა ქართველია, მაგრამ საკმაოდ გაერთიანებულებია და მალე ალბათ სათვისტომოს დაარსებენ, ძალიან კარგი სიტუაციაა კოპენჰაგენში და სტოკჰოლმშიც, ოსლოს არ ვიცნობ.... ინგლისში- აქ საკმაოდ ბევრი ქართველია და აქვთ სამრევლოც "ლონდონის წმიდა გიორგის სახელობის ქართული სამრევლო " და ყავთ მოძღვარიც. ესეც ცნობილ ჟურნალ "თანამემამულეს" ვებ-გვერდია, თავისი გერბიც აქვთ და ჩემი აზრით პირველია ემიგრანტულ გამოცემებში გავრცელების მხრივ მაინც http://www.tanamemamule.eu/ გერმანია- ყველას კარგად მოეხსენება მიუნჰენის შესანიშნავი სამრევლო ( ვებ საიტსაც დავდებ მალე), ძალიან კარგი სიტუაციაა იქ და უამრავი მეგობარი მყავს იქ ბერლინში ქართველები რუსულ ტაძარში დადიან... გერმანიაში, მიუნხენის წმ. ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის საიტია: http://www.eklesia.de/ გერმანია - წმინდა ანთიმოზ ივერიელის სამრევლო. წინამძღვარი მღვდელმონაზონი აბიბოსი (ქურციძე). ტარდება თვეში ერთხელ დიუსელდორფში ბერძნულ ან სერბულ მართლმადიდებლურ ტაძარში და ბილეფელდში, მგონი იქაც სერბულში. ინტერნეტსაიტიც გვაქვს http://www.mrewli.de/ გერმანიის ქალაქ შტუტგარტში არის ქართული სამრევლო, მღვდელი ჩამოდის მიუნხენიდან თვეში ერთხელ. ვებ-გვერდი არ გვაქვს. ინფორმაცია დევს კაიროსის მიერ მოწოდებულ მისამართზე. მოძღვარი მამა თამაზია(ლომიძე). ბელგია- ანთვერპენში, წმინდა ნინოს სახელობის სამრევლო. წინამძღვარი მღვდელმონაზონი აბიბოსი (ქურციძე) . ნამყოფი ვარ და პატარა ლამაზად მოწყობილი ეკლესიაა, ჯერ კიდევ ვითარდება. ბრიუსელის წმინდა თამარ მეფის სახელობის სამრევლო. წინამძღვარი მღვდელი მიქაელ ბურდული, შეცვალა მამა დოსითემ ( ბოგვერაძე) სამი ქვეყნის - გერმანიის, ბელგიისა და ჰოლანდიის საზღვარზე (აახენთან ახლოს) ნაყიდია მიწა ქართული ეკლესიისათვის და იგეგმება ტაძრის აშენება. საფრანგეთი-როგორც ვიცი ამათაც ყავთ ქართველი მოძღვარი, პარიზში თავად შევხვდი მრევლის ნაწილს, ახლა ლიონიც აქტიურობს და დიდი იმედია რომ იქაც მოხერხდება რამე. ბელგია- აქაც ყავთ ქართველი მოძღვარი ( სამწუხაროდ პირადად არ ვყოფილვარ) იტალია- ჩრდილო იტალიის ქართველობა ძირითადში მილანში იკრიბება, ცენტრალური იტალიის ქართველობა კი ან პერუჯის, ან ფლორენციის ან თავად მარადიული ქალაქის რუსულ ეკლესიებშია, რომში ხანდახან პარაკლისებიც კი ტარდება ქართველი მოძღვრის მიერ, ბარშიც არის ქართველი მოძღვარი, სადაც უამრავი ქართველი იკრიბება. ესპანეთი-ქართველი მოძღვარი ბარსელონაშია, მადრიდშიც ჩადის, იქაურ სიტუაციას კარგად არ ვიცნობ. ავსტრია- აქაც ყავთ ქართველო მოძღვარი, ვგონებ დეკანოზი ლაზარეა, მიუნჰენიდან გადასული. ჩეხეთი- აქაც არიან ქართველები და არის სათვისტომოც, თუმცა როგორც თავადაც ვნახე, ჯერ სამრევლოს დაარსება და მოძღვრის მიწვევა ადრეა, იმედია მალე ესეც მოხერხდება საბერძნეთი- ათენში არის ქართველი მოძღვარი, ქართველები აქაც რუსულ ეკლესიაში იკრიებებიან, ასევე ხდება თესალონიკშიც. ირლანდია- ეს ერთერთი ჩემთვის ყველაზე მშობლიური მრევლია, ძალიან საყვარელი ხალხი და არაჩვეულბრივი სიტუაცია, ყავთ 15 წევრიანი ქართული გუნდი, დღეს ქართული ტაძარიც ფუნციონირებს და მოძღვარიც ყავთ, ეს დუბლინში, თუმცა გავიგო რომ მოძღვარი ჩადის ქორქშიც და გოლვეიშიც. აშშ - ამ. შეერთებულ შტატები დიდია, და დღეს მხოლოდ ნიუ-იორკზე და ვაშინგტონზე ვისაუბროთ, როგორც ერთერთ ყველაზე კარგ ჩამოყალიბებულ ქართულ მრევლზე, ეს კი ვაშინგტონის წმიდა ნიკოლოზის მართლმადიდებლური საკათედრო ტაძრის ვებ.საიტია http://www.mrevli.org/ -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 08:44 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი