![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
იოანა |
![]()
პოსტი
#1
|
![]() აკურთხევს სული ჩემი უფალსა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,554 რეგისტრ.: 23-July 06 წევრი № 5 ![]() |
წმინდა მამები არა მარტო თავიანთი გამონათქვამებით, არამედ თავიანთი ცხოვრების წესით, თავიანთი საქციელით (ზოგჯერ უცნაურით
![]() ![]() პირველი, ვისი ცხოვრებიდანაც მინდა ორი შემთხვევა დავწერო, არის ნექტარიოს პენტაპოლელი (სხვათაშორის რომელიღაც ფორუმელი, ნამდვილად არ მახსოვს რომელი, მოგვიწოდებდა მისი ცხოვრება წაგვეკითხა, ეს ფრიად სასიამოვნოა ![]() პატარა ანასტასი თურმე ქაღალდის "სამღვდელო შესამოსელს შეიმოსავდა" და მეგობრებთან ერთად წირვას აყენებდა ![]() კონსტანტინოპოლში მყოფმა სიღარიბისაგან შეჭირვებულმა ანასტასმა შემდეგი წერილი "მისწერა" უფალს: "ქრისტე ჩემო, არც ფეხსაცმელი მაქვს, არც წინსაფარი, გთხოვ გამომიგზავნო, ხომ იცი როგორ მიყვარხარ". კონვერტზე შემდეგი მისამართი ეწერა: "უფალ იესო ქრისტეს ზეცაში"... ![]() ![]() -------------------- თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------ იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი... ------------------------------------------------------ აზროვნება სულის თვისებაა. |
![]() ![]() |
თამარი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 706 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 166 ![]() |
ღირსი ანუბი აღმსარებელი მეოთხე საუკუნეში აწამეს ჭეშმარიტი ღვთის აღსარებისათვის, მაგრამ ცოცხალი დარჩა და უდაბნოში გავიდა. აქ ის ექვს ბერთან ერთად მოღვაწეობდა. მათ შორის იყო მისი ღვიძლი ძმაც - პიმენი დიდი.
ერთხელ ავაზაკებმა სავანე დაარბიეს და ბერებმა მიტოვებულ საკერპოს შეაფარეს თავი, თან ერთკვირიანი მდუმარების აღთქმა დადეს. მთელი კვირის განმავლობაში ღირსი ანუბი ყოველ დილით წარმართულ ქანდაკებას სახეში ესროდა ქვას, საღამოობით კი ეუბნებოდა:"ვცოდე, შემინდე!" კვირის თავზე ძმებმა აბბა ანუბის ჰკითხეს, რას ნიშნავდა მისი მოქმედება. მოძღვარმა უპასუხა, "ქანდაკება არც ბრაზდებოდა, როცა ქვას ვესროდი, და არც ამაყდებოდა, როცა პატიებას ვთხოვდი. ასე უნდა იცხოვროთ თქვენც". -------------------- ყოველი სული აქებდით უფალსა! |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 06:54 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი