რა არის ჯოჯოხეთი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რა არის ჯოჯოხეთი |
ილია |
May 2 2007, 10:45 PM
პოსტი
#381
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 903 რეგისტრ.: 29-March 07 წევრი № 1,525 |
ჯოჯოხეთს შესახებ დავწეროთ. მე მაქ უამრავი შეკითხვა, ვის რაგვაინტერესებს ვიმსჯელოთ,
ჯოჯოხეთში მყოფ სულების ლოცვას შეისმენს უფალი? ჯოჯოხეთის შექმნის მიზანი რაარის? ანუ არცერთი სული არ ქრება თუ როგორ ვთქვა? მარადიულად არსებობს ყველა სული? -------------------- უფალო, მასწავლე, როგორ მიყვარდე, მცირე ხნით მაინც მიბოძე ეს სიყვარული
|
KAIROS |
Jun 17 2007, 11:30 AM
პოსტი
#382
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
აბრამიის წიაღის არსებობა, ანუ ისეთი ადგილის არსებობა ჯოჯოხეთში სადაც ტანჯვა არ არის, თავისი არსით არ არის ქრისტიანული და ამას არ უნდა კამათი, ეკლესია ცალმხრივად ასწავლის იმას რომ ჯოჯოხეთში ყველგან არის ტანჯვა, ზოგან დიდი ზოგან ნაკლები, მაინც არის, და ასევეა სამოთხეში ყველგან არის ნეტარება და საპირისპიროს მტკიცება შენგან გამკვირვებია სიკვდილა!
ყველამ კარგად იცის ვინ ააგორა ეს ნეოაბრაამის წიაღის სწავლება, ახალმა ულტრა კონსერვატორებმა, რადგან ადგილი უნდა უნახონ ჩვილებს, ოღონდ არა სასუფეველში და დანარჩენი ყველგან; სინამდვილეში კი ეს მათი მოფიქრება არაა, ეს არის ე.წ. ლიმბოს შესახებ კათოლიკური სწავლება, სადაც სწორედ ჩვილებს ათავსებდნენ, ანუ ეს სწავლება არის ძველ კათოლიკური დოგმატი, რომელიც სულ ახლახანს ოფიციალურად გააუქმა ვატიკანმა... ასე რომ როდესაც საუბრობთ თეოლოგიაზე, ნუ ყვებით ზღაპრებს და წერეთ მამებით! იხარეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
Sotiris |
Jun 18 2007, 05:30 PM
პოსტი
#383
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
ამ პოლემიკაში ჩართვა სულ არ მეპიტნავება, ამიტომ მარტო ამ ერთ რამეზე გავაკეთებ კომენტარს.
ყველამ კარგად იცის ვინ ააგორა ეს ნეოაბრაამის წიაღის სწავლება, ახალმა ულტრა კონსერვატორებმა, რადგან ადგილი უნდა უნახონ ჩვილებს, ოღონდ არა სასუფეველში და დანარჩენი ყველგან; სინამდვილეში კი ეს მათი მოფიქრება არაა, ეს არის ე.წ. ლიმბოს შესახებ კათოლიკური სწავლება, სადაც სწორედ ჩვილებს ათავსებდნენ, ანუ ეს სწავლება არის ძველ კათოლიკური დოგმატი, რომელიც სულ ახლახანს ოფიციალურად გააუქმა ვატიკანმა... იცის კაიროსმა ისტორია და რა ქნას (© კანუდოსელი) სინამდვილეში რა მოხდა ახლა: უნათლავი ჩვილების სიკვდილის შემდგომი ბედი ბედი განიხილა კათოლიკურმა საერთაშორისო საღმრთისმეტყველო კომისიამ, რომლის დასკვნით დოკუმენტსაც შეგიძლიათ ვატიკანის ოფიციალურ გვერდზე გაეცნოთ. დოკუმენტს სახელად ქვია "ცხონების იმედი ჩვილთათვის, რომლებიც ნათლისღების გარეშე აღესრულენ". ჩემი მიზანი არაა განვიხილო დოკუმენტის შემდგენელთა არგუმენტაცია, არამედ უბრალოდ კაიროსის არაზუსტი და დამაბნეველი მტკიცების შედარება ორიგინალთან. აქ კი რა სურათი გვაქვს? დოკუმენტის ავტორები თავიდანვე ამტკიცებენ, რომ ლიმბოს შესახებ სწავლება მაგისტერიუმს არასოდეს განუხილავს, მიუხედავად იმისა, რომ იგი ძალზედ ფართოდ იყო გავრცელებული. იქვე ხაზს უსვამენ, რომ ლიმბოს თეორია რჩება "შესაძლო საღმრთისმეტყველო ჰიპოთეზად". აი ეს ნაწყვეტი: This theory, elaborated by theologians beginning in the Middle Ages, never entered into the dogmatic definitions of the Magisterium, even if that same Magisterium did at times mention the theory in its ordinary teaching up until the Second Vatican Council. It remains therefore a possible theological hypothesis. ეს თეორია, რომელიც განვითარებული იყო შუა საუკუნეებიდან მოყოლებული ღმრთისმეტყველების მიერ, არასოდეს შესულა მაგისტერიუმის დოგმატურ განსაზღვრებებში, მიუხედავად იმისა, რომ იგივე მაგისტერიუმი ზოგჯერ ახსენებდა მას თავის ორდინარულ სწავლებაში თვით ვატიკანის მეორე კრების დრომდე. ამიტომ იგი რჩება შესაძლო საღმრთისმეტყველო ჰიპოთეზად. ე.ი. კაიროსის მტკიცების საპირისპიროდ დოკუმენტის შემდგენლები ამტკიცებენ, რომ ლიმბოს შესახებ სწავლება არ არსებობს მაგისტერიუმის დოგმატური განსაზღვრების სახით. ეს ერთი. ახლა მეორე: აი რას ვკითხულობთ 41-ე პარაგრაფში, the theory of Limbo... remains a possible theological opinion... ლიმბოს თეორია... რჩება შესაძლო საღმრთისმეტყველო აზრად... კაიროსის მტკიცების თანახმად ვატიკანს თურმე გაუუქმებია ლიმბოს შესახებ დოგმატი (დოგმატიო?). როგორ გააუქმა, თუ შესაძლო საღმრთისმეტყველო აზრად რჩება? გარდა ამისა, 102-ე პარაგრაფში ნათქვამია: Our conclusion is that the many factors that we have considered above give serious theological and liturgical grounds for hope that unbaptized infants who die will be saved and enjoy the beatific vision. We emphasize that these are reasons for prayerful hope rather than grounds for sure knowledge. ჩვენი დასკვნაა, რომ მრავალი ფაქტორი, რაც ჩვენ ზემოთ განვიხილეთ, იძლევა სერიოზულ საღმრთისმეტყველო და ლიტურგიკულ საფუძველს იმედისთვის, რომ უნათლავად გარდაცვილი ჩვილები ცხონდებიან და განიცდიან ნეტარ ხილვას. ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ ესენი არიან მიზეზები ლოცვისმიერი იმედისთვის და არა საფუძველი უტყუარი ცოდნისთვის. ამდენად დოკუმენტის შემდგენები კიდევ ერთხელ ამტკიცებენ, რომ არ ამბობენ, რომ უნათლავი ჩვილები უეჭველად ცხონდებიან. ახლა იმის შესახებ, რა სტატუსი აქვს ამ დოკუმენტს: დოკუმენტი პაპმა კი დაამტკიცა, მაგრამ მაგისტერიუმს ჯერ არ დაუმტკიცებია, ამას ბევრი დრო ჭირდება. თან რა დოგმატია ეს, რომ ლიმბო შესაძლოა არსებობს მაინც? და უნათლავი ჩვილები რომ უეჭველად არ ცხონდებიან? მგონი კაიროსს არ უნდა აწყობდეს არც ერთი დებულება და არც მეორე. ციტატა ასე რომ როდესაც საუბრობთ თეოლოგიაზე, ნუ ყვებით ზღაპრებს და წერეთ მამებით! როდესაც კათოლიკეებზე საუბრობთ, ნუ აყვებით ზღაპრებს და წერეთ ოფიციალური დოკუმენტებით! -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 04:28 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი