და გვენატრება სიტყვაც ქართული..., რა ენა წახდეს... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
და გვენატრება სიტყვაც ქართული..., რა ენა წახდეს... |
ქეთუ |
Jun 15 2007, 07:12 PM
პოსტი
#1
|
ცრემლისფერი... ჯგუფი: Members პოსტები: 2,898 რეგისტრ.: 16-December 06 მდებარ.: USA წევრი № 698 |
ამ თემის გახსნა რამოდენიმე მიზეზის გამო გადავწყვიტე .
ვფიქრობ საინტერესოცაა... მე მაქვს ამის პრობლემა და მაინტერესებს სხვისი აზრიც, უმეტესწილად იმ ადამიანების ვინც გარკვეული პერიოდი საქართველოდანაა წასული. ალბათ დამეთანხმებით გარემო უდიდეს გავლენას ახდენს ადამიანზე, როდესაც სრულიად უცხო გარემოში ხვდები ალბათ არის რაღაც ნიუანსები რაც გარკვეულ გალენას ახდენს ჩვენზე,განსაკუთრებით ყოველდღიურობა და ჩვევები, თუნდაც საუბარი, ქართულად საუბარი. მაინტერესებს რამდენად სრულყოფილად ინარჩუნებთ ქართული საუბრის მანერას, პირადი გამოცდილებიდან ეს არც ისე ადვილი აღმოჩნდა, -------------------- "ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი... მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი, სული მაინც მუხლმოყრილია..." "Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!" |
mariam1 |
Jun 17 2007, 08:12 PM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 8 რეგისტრ.: 24-March 07 წევრი № 1,480 |
Qeti
რათქმა უნდა უცხოეთში მყოფი ქართველიბისათვის მართლაც ძნელია ქართული ენის შენარჩუნება ! 4 შვილის დედა ვარ და ყველანაირად ვინარჩუნებ ქართულს , ასევე ყველა ღონეს ვხმარობ გამართული ქარულით ისაუბრონ ჩემმა შვილებმაც .(გამონაკლისის გარდა რაც ქეთის თქმისა არ იყოს გარდაუვალია ), ჩვენ კომპიუტერიზაციის ხანაში საზღვარგარეთ მყოფი ქართველები , აუცილებლად უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს მშობლიურ ენას ,თუ არა ჩვენ სხვა ვინ გაუფრთხილდება ?! მას მერე რაც საუკუნეების წინ გადაასახლეს ქართველები ფერეიდანში და ისინი ინარჩუნებენ თავგამოდებით მშობლიურ ენას , ასევე ქართველი თურქები , ჩემის აზრით ჩვენ ამ თანამედროვე დროში ვალდებულები ვართ ქართული შევინარჩუნოთ . თავად შენ ქეთი კარგადაგაქვს საქმე და სანერვიულოც არამგონია რაიმე გქონდეს , გარემო მართლა ახდენს გავლენას მაგრამ ჩვენ არ უნდა დავნებდეთ , რადგანაც ქართველები ცოტანი ვართ . საფრანგეთში , სადაც ჩვენ ვცხოვრობთ ბელგიიდან გადმოვიდა ქართველი ოჯახი მათი ბიჭი ქარულად კარგად საუბრობდა ეს იყო 3–4 წლის წინ , დღეს ქართულად არ საუბრობსო, არც თითონ და არც მისი უმცროსი ძმა . ძალიან დამწყდა გული ეს რომ გავიგე (ისინი ამ ქალაქიდან გადავიდნენ და ამიტომაც არ ვიცოდი). თუმცა , ეგ მათი ბრალი არ არის . ეს მშობლების დანაშაულია ჩემის აზრით ! |
მანანა |
Jun 19 2007, 12:40 AM
პოსტი
#3
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 54 რეგისტრ.: 16-November 06 წევრი № 483 |
Qeti საფრანგეთში , სადაც ჩვენ ვცხოვრობთ ბელგიიდან გადმოვიდა ქართველი ოჯახი მათი ბიჭი ქარულად კარგად საუბრობდა ეს იყო 3–4 წლის წინ , დღეს ქართულად არ საუბრობსო, არც თითონ და არც მისი უმცროსი ძმა . ძალიან დამწყდა გული ეს რომ გავიგე (ისინი ამ ქალაქიდან გადავიდნენ და ამიტომაც არ ვიცოდი). თუმცა , ეგ მათი ბრალი არ არის . ეს მშობლების დანაშაულია ჩემის აზრით ! სამწუხაროდ ხშირია ასეთი შემთხვევები, მეც შემხვედრია საზღვარგარეთ ქართული ოჯახები, სადაც ბავშვები (დედმამიშვილები) ერთმანეთს უცხო ენაზე ელაპარაკებიან, იმიტომ რომ შეჩვეულები არიან ამ ენაზე გარესამყაროსთან ურთიერთობას, ბაღში, სკოლაში, ამხანაგებთან. სახლშიც იგივე გრძელდება, მშობლებს კი არავითარი რეაქცია არ აქვთ ამაზე. კი არ უშლიან, პირიქით, თვითონაც ხელს უწყობენ. თავს კი იმით იმართლებენ, რომ ბავშვებს ასე უფრო უადვილდებათ საუბარი. ლაპარაკი მაქვს საქართველოში დაბადებულ და გაზრდილ ბავშვებზე! წარმოიდგინეთ რამდენად გაუჭირდება ქართულის სწავლა უცხოეთში დაბადებულ ბავშვს. მშობლებს დიდი ძალისხმევა მართებთ, ადრე თუ გვიან ხომ მაინც ყველა დაბრუნდება ნანატრ სამშობლოში. P. S. "რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს, წაეცხოს ჩირქი ტაძარსა წმინდას" (გრიგოლ ორბელიანი) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:24 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი