ქართული გვარების წარმომავლობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართული გვარების წარმომავლობა |
ბოლქვაძე |
Jun 15 2007, 01:54 PM
პოსტი
#1
|
ა ლ ე ქ ს ა ნ დ რ ე ჯგუფი: Members პოსტები: 639 რეგისტრ.: 11-March 07 მდებარ.: თბილისი -|- ხილიანი წევრი № 1,340 |
მე რადგან გახლავართ ბოლქვაძე აგიხსნით ვინ იყვნენ ბოლქვაძეები და საიდან მოდიან ისინი.
ბოლქვაძენი ,,ბოლქვაძე-ისეთი ძმებია, ბოლს ქვაზე ადენენო", იტყოდნენ ოდესღაც , სისხლით ნათესავ ადამიანებზე, რომელნიც ძველი ქართული ტრადიციიდან გამომდინარე "დიდ ოჯახად" ცხოვრობდნენ. შემდეგ კი დროთა განმავლობაში, ბოლსქვაზე - ბოლქვაძედ გადაუგვარდათ მათ შტამომავლობას. როგორც კვლევა გვიჩვენებს ბოლქვაძეთა რიცხვმრავალი გვარი , ოდითგანვე ძირითადად კომპაქტურად დასახლებული ყოფილა აჭარა-გურიაში (ბოლქვაძეთა საგვარეულოს წარმოშობისა და განვითარების ისტორიის კვლევა გრძელდება, რომელიც გამოიცემა წიგნად, სავარაუდოთ 2008 ჭ.) წეპირსიტყვიერი გადმოცემით, ბოლქვაძეთა გვარის წარმომადგენლები უკვე XII-XIII საუკუნეებში მოიხსენებიან. ქართულ ისტორიულ წერილობით წყაროებში ბოლქვაძენი XVII საუკუნიდან ჩანან როგორც აზნაურნი. 1601-1627 წლების გურიის მთავრის შეწირულობის წიგნით ჩეხედანას ტაძრის სამსახური მოუდიოდათ აზნაურ ბოლქვაძეთ. 1761 წლის მამია გურიელის წყალობით წიგნიდან გადასახადებისაგან განთავისუფლებულან ჩეხედელნი აზნაური ბოლქვაძენი ვითარცა საჯვარისამო კაცნი და ქრისტეს საფლავის ყმანი. აზნაურებად ჩანან ბოლქვაძენი როგორც გურიის სხვადასხვა მხარეში ასევე იმერეთშიც. იმ ავბედობის ჟამს, როდესაც აჭარა საქართველოსგან მოწყვეტილი თურქეთის სახელმწიფოში აღმოჩნდა, აქ ბოლქვაძეთა გვარი როგორც თავად-აზნაურთა წოდების წარმომადგენელნი აღებად და ბეგებად (ანზაურებად და თავადებად) იწოდებიან და მაღალი საზოგადოებრივი მდგომარეობით სარგებლობენ. აჭარაში, თურქების ბატონობის დროს (XVII-XIXსაუკ.) Aწარის მკვიდრ ძირძველ ქართულ გვართა შორის არის ბოლქვაძეთა გვარი, რომელთაც გვარი არ გამოუცვლია და მათ თავისი ღვაწლი მიუძღვით ქართულ ეროვნულ-კულტურული ტრადიციის შენარჩუნებასა და განვითარებაში. საქართველოს რუსეთის იმპერიაში მოქცევის შედეგად რუსთა ბატონობის რეჟიმის დამკვიდრების წინააღმდეგ ბოლქვაძენი საქართველოს ეროვნულ-განმანთავისუფლებელ ბრძოლაში აქტიურად ებმეიან და სხვადასხვა დროს აფეთქებული აჯანყებების ერთ-ერთ ხელმძღვანელებად ითვლებიან. 1819-1820 წლების აჯანყებაში იოთამ ბოლქვაძემ პირადად მოკლა გურიის მღელვარების დასაწყნარებლად დამსჯელი რაზმით ჩამოსული იმერეთის მმართველი პოლკოვნიკი პრუზირევსკი. 1841 წელს გურიის სხვადასხვა მხარეში დაწყებულ ხალხთა მღელვარებას აზნაური აბესა ბოლქვაძე ჩაუდგა სათავეში, ორგანიზებულად ერთალად შეკრა აჯანყებულები და სასტიკად დაამარცხა რუსთა ჯარო პოლკოვნიკ ბრუსილოვისა... საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, მისი გაუაზრებელი პოლიტიკისა და მკაცრი რეჟიმის წინააღმდეგ აჭარის მთის მკვიდრთა შეიარაღებულ აჯანყებას 1929 წელს ალისულთან ბოლქვაძე მეთაურობდა. ღმერთისა და საქართველოსათვ ის, ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის აზნაურნი ბოლქვაძენი ქუდზე კაცად გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო საშქარში, მთავარ გურიელთა დროშის ქვეშ. 1850 წლის 6 დეკემბერს რუსეთის იმპერატორის მიერ დამტკიცებულ იმერეთისა და გურიის თავადთა და აზნაურთა სიაში ბოლქვაძეთა გვარს თავისი ადგილი უჭირავს, როგორც გურიაში ასევე იმერეთშიც. ამჟამად ბოლქვაძენი ცხოვრობენ: გურიაში, აჭარაში, იმერეთსი. სამცხე-ჯავახეთსი, ქვემო და შიდა ქართლში, კახეთში (ქიზიყი,შირაქი) ოდიშში... განსაკუთრებით კომპაქტურადაა დასახლებული: თბილისის, ვანის, სამტრედიის, მარტვილის, ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის, ხულოსა და ადიგენის მხარეებში. აგრეთვე თურქეთის რესპუბლიკაში. საქართველოს ბოლქვაძეთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსანის საერთო რიცხვი 1991 წლის არასრული მონაცემებით 11 000 -ს აჭარბებს. ქ. ბათუმში 2006 წლის 8 იანვარს დაარსდა ბოლქვაძეთა საგვარეულო კავშირი, რომელიც აერთიანებს გვარის წარმომადგენლებს განურჩევლად მოქალაქეობისა და აღმსარებლობისა... ღმერთმა ამრავლოს და ადიდოს გვარი ბოლქვაძეთა და ყოველი გვარი საქართველოსი ნიაზ ბოლქვაძე ბოლქვაძეების საგვარეულოს გერბი -------------------- რაც არ იწვის არ ანათებს!
|
მაგდალინა |
Jun 19 2007, 10:58 AM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 924 რეგისტრ.: 15-September 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 194 |
მე სოლოღაშვილი ვარ, აი ჩემი გვარის ისტორია:
"ესენი არიან ძველადვე ახალციხელნი კალმახის ადგილის ერისთავის გვარისანი. ამათი წინა-პარი ვინმე გათათრდა და უწოდეს სულაღად, ხოლო ამის შთამამავლობისანი, რომელითაც მიიღეს მამადიანობა, მოვიდნენ საქართველოსა შინა მეფობასა ბაგრატისასა წელსა 1375-სა და მეფემან მიიღო თავადობისა ხარისხითა და უბოძა გვარადცა სოლოღას შვილობა და აირან მუნიდგან მცხოვრებნი სომხითსა, რომელნიმე გარდმოვიდნენ რუსეთს და დაშთნენ, ხოლო სხვანი ამათნი დაშთნენ ქართლსავე შინა და აწ არიან: 1) იესეს შვილები, 2) ზაზას შვილები და სხვანი ძმანნი ამათნი, ხოლო სხვანი სოლოღას შვილები, რომელნიცა არიან თათრად, ჰსცხოვრებენ ახალციხის ნაწილსა შინა ჩირდილის კერძო ადგილსა." -------------------- დიდ არს უფალი!!!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:49 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი