მგალობლის შესამოსელი, ქართულ ტრადიციაში |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მგალობლის შესამოსელი, ქართულ ტრადიციაში |
Sotiris |
Jun 14 2007, 09:33 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
მაინტერესებს, არსებობს თუ არა გამოკვლევები მგალობლის შესამოსლის შესახებ ქართულ ტრადიციაში (ვთქვათ მინიატურების ან ფრესკების საფუძველზე). როდიდან შემოვიდა ჩვენში ფერად-ფერადი სტიქარების ტარების ტრადიცია? ატარებდნენ თუ არა მე-19 ს. მგალობლები განსაკუთრებულ შესამოსელს (ფოტოებზე არ ჩანს)?
-------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
ვეშაპო |
Jun 18 2007, 12:14 AM
პოსტი
#2
|
ბიზონებზე მონადირე ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 |
N. R.
ციტატა თუ ზემოაღნიშნული მსჯელობა ახლოსა სიმართლესთან, სავარაუდოდ სურათზე გამოსახული სამოსის მსგავსი უნდა სცმოდათ მანამდეც კი,ალბათ ადრეც ჩოხა ეცვათ. თვითონ ამ, ქილებიანი ჩოხის, საჭიროება როგორც თოფის გამოგონებამ მოიტანა. XV საუკუნეში გამოიგონეს ზარბაზანი. პირველი მუშკეტები გამოიგონეს XVI საუკუნეში. იმავე საუკუნის შუა წლებში გამოიგონეს პისტოლეტები და თოფები რომლებიც ლულიდან იტენებოდა. კავკასიაში როგორც ვიცი თოფი შემოვიდა ერთი საუკუნის შემდეგ, ანუ XVII საუკუნის მეორე ნახევარში. შემოიტანეს ოსმალებმა. აი მერე უკვე არსებული ჩოხის გარდაქმნა ქილებიან ჩოხად როდის მოხდა, ეგ უკვე დაზუსტებული არაა. როგორც მე ვიცი, ადრე ეს ქილები თოფის წამლის შესანახ ჭურჭელს წარმოადგენდა. ბარში რქას ხმარობდნენ მაგისათვის და წელზე ეკიდათ. ქილების უპირატესობა რქასთან შედარებით იმაში იყო, რომ მასში გამოზომილი წამალი ეყარა ერთი ტყვიის გასასროლად და თოფის გახეთქვის რისკს დიდად ამცირებდა, თან სწრაფად ხდებოდა გატენვა. შემდეგ უკვე, როდესაც წამალს ლულაში აღარ ყრიდნენ და ვაზნები შემოიღეს, ქილებიც ვაზნებით შეიცვალა. ხოლო, მე-19-ე საუკუნეში თოფებზე დაიწყეს მაღაზიების დამაგრება, რომელიც რამოდენიმე ტყვიას იტევდა და ქილები გადაიქცა ჩოხის დეკორაციად. -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
ჯამბაკური |
Jun 19 2007, 12:54 PM
პოსტი
#3
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 299 რეგისტრ.: 14-September 06 წევრი № 189 |
N. R. კი,ალბათ ადრეც ჩოხა ეცვათ. თვითონ ამ, ქილებიანი ჩოხის, საჭიროება როგორც თოფის გამოგონებამ მოიტანა. XV საუკუნეში გამოიგონეს ზარბაზანი. პირველი მუშკეტები გამოიგონეს XVI საუკუნეში. იმავე საუკუნის შუა წლებში გამოიგონეს პისტოლეტები და თოფები რომლებიც ლულიდან იტენებოდა. კავკასიაში როგორც ვიცი თოფი შემოვიდა ერთი საუკუნის შემდეგ, ანუ XVII საუკუნის მეორე ნახევარში. შემოიტანეს ოსმალებმა. აი მერე უკვე არსებული ჩოხის გარდაქმნა ქილებიან ჩოხად როდის მოხდა, ეგ უკვე დაზუსტებული არაა. როგორც მე ვიცი, ადრე ეს ქილები თოფის წამლის შესანახ ჭურჭელს წარმოადგენდა. ბარში რქას ხმარობდნენ მაგისათვის და წელზე ეკიდათ. ქილების უპირატესობა რქასთან შედარებით იმაში იყო, რომ მასში გამოზომილი წამალი ეყარა ერთი ტყვიის გასასროლად და თოფის გახეთქვის რისკს დიდად ამცირებდა, თან სწრაფად ხდებოდა გატენვა. შემდეგ უკვე, როდესაც წამალს ლულაში აღარ ყრიდნენ და ვაზნები შემოიღეს, ქილებიც ვაზნებით შეიცვალა. ხოლო, მე-19-ე საუკუნეში თოფებზე დაიწყეს მაღაზიების დამაგრება, რომელიც რამოდენიმე ტყვიას იტევდა და ქილები გადაიქცა ჩოხის დეკორაციად. თოფისწალის გამოგონებამდეც იხო საქილეების მსგავსი ჩოხაზე ოღონდ ბევრად დიდი და გრძელი. ქილების ნაცვლედ მასში რიგზე ჩალაგებული რკინისა და ხის მკვრივი ჯოხები გულმკერდის არის დასაცავად. ალბათ თოფისწამლის შემოტანამ მისცა საქილეებს ასეთი ფორმა მაგრამ ეს მაინც დეტალია ჩოხის სტრუქტურა მისი თარგი არის მისი სიძველის დასტური. რომ იცოდეთ აუცილებლად ჯვრის ფორმით იჭრება ნაჭერი. მე როგორც გამიგია დიაკვნების ჩოხის საქილეებში საბრძოლო ქილები არ ეწყოთ. ზოგიერთი ამბობს რომ ფსალმუნიდან რჩეული ადგილების გრაგნილზე დაწერილი, ან ათი მცნებაო, ზოგი ამბობს გიშერის თავიანი ხის ჯოხები. ეს საკითხი კარგად არის გამოსაკვლევი. რამოდენიმე ფოტოზე არიან დიაკვნები საქილეების გარეშე ჩოხა აცვიათ. რაც შეეხება იმ აზრს რომ კილები თოფისწალის შესანახი იყო. მე როგორც ვიცი ქილებში ძირითადად ტყვიის გამოზომილი რაოდენობა იყო დაფასოებული, თოფისწამალის სატარებელი კი ბარშიც და მთაშიც რქა იყო. ძირითადად ქამარზე მაგრდებოდა .გულზე თოფისწამლის ტარება რამდენად უსაფრთხო იქნებოდა? -------------------- გალობის ერთი მოყვარულთაგანი
|
ლეონტი |
Jun 19 2007, 02:53 PM
პოსტი
#4
|
ილოცე!!! ჯგუფი: Members პოსტები: 1,990 რეგისტრ.: 7-November 06 მდებარ.: ოთახი წევრი № 416 |
ჩოხის სტრუქტურა მისი თარგი არის მისი სიძველის დასტური. რომ იცოდეთ აუცილებლად ჯვრის ფორმით იჭრება ნაჭერი. ა , მივდივართ ნელ ნელა ჭეშმარიტებასთან. ეგ ფორმა ჯამბაკური რო ამბობს უძველესი დროიდან მოდის და მთელ ახლო აღმოსავლეთში ფიქსირდება, მეტ ნაკლები სხვადასხვაობით. ეხლა რო საზიზღრობენ მოდელიორები, ძველად ეს არავის ჭირდებოდა. ახალი ველოსიპედის გამოგონება.რაც პრაქტიკული და მარტივი იყო ის დამკვიდრდა. რამოდენიმე ფოტოზე არიან დიაკვნები საქილეების გარეშე ჩოხა აცვიათ. ეგ ეცვათ ძველად ერსაც და ბერსაც.საქილეები და სხვა დეკორაციები როგორც აღინიშნა ბოლოს შემოვიდა და სულაც არაა ლამაზი. რაც შეეხება იმ აზრს რომ კილები თოფისწალის შესანახი იყო. მე როგორც ვიცი ქილებში ძირითადად ტყვიის გამოზომილი რაოდენობა იყო დაფასოებული, თოფისწამალის სატარებელი კი ბარშიც და მთაშიც რქა იყო. ძირითადად ქამარზე მაგრდებოდა .გულზე თოფისწამლის ტარება რამდენად უსაფრთხო იქნებოდა? ეგ სამკერდე დეკორაცია, ისედაც მძიმეა ,შიგ რო ტყვია წამალი ჩაყარო ჩოხას სულ დაქაჩავს, ესე რომ საომარი პალევოი ფორმა ეგ არაა, არამედ ხალხში გამოსასვლელი ,და ქილები გვიანდელი წარმოშობის დეკორატიული დანამატია, რას ასიმბოლოებს, ძნელი მისახვედრი არაა მაგრამ მაინც ვარაუდია. -------------------- tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 12:06 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი