უწმინდესის ვიზიტი აჭარაში, ბათუმის, ქობულეთის ეპარქიისა და ასევე სხალთის ეპარქიის შესახებ :) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
უწმინდესის ვიზიტი აჭარაში, ბათუმის, ქობულეთის ეპარქიისა და ასევე სხალთის ეპარქიის შესახებ :) |
gio todria batumi |
Jun 15 2007, 10:34 AM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 295 რეგისტრ.: 29-September 06 წევრი № 230 |
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II ბათუმისა და ქობულეთის მიტროპოლიტ დიმიტრისთან და წმ. სინოდის მღვდელმთავრებთან ერთად სადღესასწაულო ლოცვა ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში აღასრულა.
მანამდე საქართველოს პატრიარქი ბათუმის წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარს ეწვია და წმ. ნიკოლოზის ხატს, რომელსაც მირონი უწმინდესის სტუმრობამდე რამდენიმე საათით ადრე დასდინდა, ოქროს პანაღია შესწირა. კათოლოკოს-პატრიარქმა შეჭირვებული ოჯახების დასახმარებლად ეპარქიის მღვდელმთავარს თანხა გადასცა. ლოცვის შემდგომ მისმა უწმინდესობამ მშენებარე საპატრიარქო რეზიდენცია დაათვალიერა. უწმინდესი მშენებარე რეზინდეციაში. 18წლის შემდეგ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი კვლავ სხალთის ხეობას ეწვია. მისმა უწმინდესობამ სხალთის ეკლესიაში საკვირაო წირვა აღავლინა. ქადაგებაში პატრიარქმა აღნიშნა, რომ საბჭოთა რეჟიმის დაშლისთანავე აჭარაში პირველი სანთელი სწორედ სხალთის ეკლესიაში დაინთო. პატრიარქმა სხალთის ეპარქიას საკუთარ ფონდიდან 30 ათასი დოლარი გადაურიცხა. ეს თანხა სხალთაში ვერცხლის საწარმოს აშენებას უნდა მოხმარდეს. საწარმოში ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება და აქ შექმნილი ნაკეთობები კი საზღვარგარეთ გაიყიდება. უწმინდესი სხალთაში. -------------------- "როგორც სულის გაყრილი სხეული კვდება, ასევე სული კვდება ღმერთთან ერთობის გარეშე"
|
gio todria batumi |
Jun 19 2007, 03:47 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 295 რეგისტრ.: 29-September 06 წევრი № 230 |
ესეც დაპირებული ათონის მთის (ფერიის მთა) სურათები, ნელ-ნელა დავდებ სხვებსაც -------------------- "როგორც სულის გაყრილი სხეული კვდება, ასევე სული კვდება ღმერთთან ერთობის გარეშე"
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 01:32 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი