და გვენატრება სიტყვაც ქართული..., რა ენა წახდეს... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
და გვენატრება სიტყვაც ქართული..., რა ენა წახდეს... |
ქეთუ |
Jun 15 2007, 07:12 PM
პოსტი
#1
|
ცრემლისფერი... ჯგუფი: Members პოსტები: 2,898 რეგისტრ.: 16-December 06 მდებარ.: USA წევრი № 698 |
ამ თემის გახსნა რამოდენიმე მიზეზის გამო გადავწყვიტე .
ვფიქრობ საინტერესოცაა... მე მაქვს ამის პრობლემა და მაინტერესებს სხვისი აზრიც, უმეტესწილად იმ ადამიანების ვინც გარკვეული პერიოდი საქართველოდანაა წასული. ალბათ დამეთანხმებით გარემო უდიდეს გავლენას ახდენს ადამიანზე, როდესაც სრულიად უცხო გარემოში ხვდები ალბათ არის რაღაც ნიუანსები რაც გარკვეულ გალენას ახდენს ჩვენზე,განსაკუთრებით ყოველდღიურობა და ჩვევები, თუნდაც საუბარი, ქართულად საუბარი. მაინტერესებს რამდენად სრულყოფილად ინარჩუნებთ ქართული საუბრის მანერას, პირადი გამოცდილებიდან ეს არც ისე ადვილი აღმოჩნდა, -------------------- "ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი... მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი, სული მაინც მუხლმოყრილია..." "Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!" |
iako |
Jun 19 2007, 04:20 PM
პოსტი
#2
|
ნონა ჯგუფი: Members პოსტები: 926 რეგისტრ.: 19-August 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 83 |
ჩვენი ასაკის ხალხს არამგონია დაავიწყდეს მშობლიური ენა, რაც არ უნდა უცხო ენით გარშემორტყმულები ვიყოთ. თუ ეს თვითონ არ უნდა რომ დაივიწყოს.
მაგრამ მე ვიცი აქ ქართველი ოჯახები რომლებიც შვილებს არ ასწავლიან ქართულს, რაში გამოადგებათ პრინციპით, სახლში მათთან უცხო ენაზე საუბრობენ. ორი ენის ერთდროულად სესწავლა არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს პატარა ბავშვისთვის. მეცნიერული გამოკვლევის მიხედვით, თუ ბავშვი 5 წლამდე ისწავლის ორ ენას ერთდროულად, ორივე ენის დამახსოვრება ხდება ტვინის ერთიდაიგივე ნახევარსფეროში და აქედან გამომდინარე უაქცენტოდ და თავისუფლად შეეძლება მას ორივე ენაზე მეტყველება, ყოველგვარი ერთი ენიდან მეორეზე გადართვის გარეშე.ასევე არანაირი პრობლემა არ ექნება სხვა უცხო ენის შესწავლისა. თუმცა ზოგიერთი უკვე ამ ასაკის ბავშვებს რამოდენიმე ენის შესწავლას ერთდროულად აწყებინებს. ამან კი შესაძლებელია ქაოსი გამოიწვიოს მათ ტვინში. -------------------- რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:25 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი