ფორუმელთა პოეზია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ფორუმელთა პოეზია |
QORBUDA |
Jun 6 2007, 05:51 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 306 რეგისტრ.: 14-March 07 წევრი № 1,374 |
church-ელებო დაგლოცოთ დედამა
ღვთისმშობელ მარიამმაო, გადმოგაფაროთ თვის კალთა, თან გადაგსახოთ ჯვარიო, თქვენზე ილოცოს ზეციდან, მტერს გაუნათოს თვალიო, ბოროტსა გული მოულბოს, სიკეთის მონაგარიო, თან დაგილიცოთ ოჯახი სიწმინდის საწინდარიო, გადმოაფაროს თვის კალთა, თან გადასახოს ჯვარიო. არ არსებობს ადამიანი ვისაც თუნდ ერთი ლექსი არ ჰქონდეს დაწერილი, და თუ არსებობს ასეთი ადამიანი ის მხილოდ და მხოლოდ ზომბია რომელმაც არ იცის რა არის სიყვარული და მეგობრობა. ალექსანდრე დიუმა -------------------- ბალახი ვიყო სათიბი
არა მწადიან ცელობა, ცხვრადვე მამყოფე უფალო, ოღონდ ამცილდეს მგელობა. ვ.ფშაველა |
xevsuri |
Jun 20 2007, 04:19 AM
პოსტი
#2
|
კაცები არასოდეს საუბრობენ ქალებზე, რომლებიც უყვართ ჯგუფი: Members პოსტები: 284 რეგისტრ.: 19-June 07 მდებარ.: bambarmia, kergudu წევრი № 2,239 |
მამას
და აი უკვე ცხრა წელი გახდა და აი უკვე ათი დაიწყო შენ აღარ მყავხარ მშობელო მამა მითხარი ვისთან ვიმუსაიფო, მე ხომ უშენოდ გავხდი სტუდენტი და უშენობით ვამთავრე უკვე მზის ამოსვლისას ძილში წასული სიზმრად მე ისევ შენ თვალებს ვუმზერ ჩუმად მიმზერი არ ამბობ სიტყვას არც რჩევას მაძლევ არც მსაყვედურობ ცოლის მოყვანის ჟამნიც დამიდგა მითხარი ვისთან ვიოჯახურო. კვლავ უშენობით და უშენოდ მიქრის წამები წამები ქმნიან წუთებთ ერთობას მქროლავ და გამჩენ - ავ ცხოვრებაში ეს ჩემი გული მაინც ერთობა მაგრამ დავრჩები როგორც კი მარტო მარტო ჩემთავთან და ჩემ განცდებთან სულ მახსენდები ძვირფასო მამა და ჩემ თვალებზეც ცრემლი გაჩნდება არავინ იცის როგორ მაკლიხარ და მენატრება შენი ღიმილი მხოლოდ ჩემთვის მაქვს სხვას არ ვანახებ რომ ვიტანჯები შენზე ტკივილით ყოველთვის მახსოვს მე შენი სიტყვა და შენი ბრძნული დარიგებები სულ თავს ვარიდებ და სულ არ მხიბლავს ბინძური-ფუჭი გარიგებები მე თან მიმყვება და გზას მინატებს შენგან ნასწავლი ძმობა-კაცობა ღმერთმა ნათელში გამყოფოს მამა შემაძლებინე კაი კაცობა. 18.06.2006 დამატება გახსოვს რომ მასწავლე? ხუთფრთიანი იასამნები ჭამე ბედნიერებისთვისო? ნეტავი მეჭამა, შეიძლება დღეს იმ მეხუთეში ჩემი სიმარტოვე აღარ დამენახა და სხვისი წყვილობისთვის აღარ შემედარებინა. ხო შეიძლებოდა რომ რომ ჩვენც გვქონოდა ოთხი ფრთა, ან ექვსი, ან თუნდაც რვა. ოღონდ კენტი არა. 11.05.2007 17.06.97-17.06.07 ათივე გაფრენილ წელიწადს შევკრიბავ სანთლებად დაგინთებ მშვიდად გულიდან, თავიდან გაფრენილ ოცნებებს რა ვუყო, აღარ ვარ ციდა ვიცი რომ ეული ფიქრების ხანაში შენ მაინც დუეტად მყავხარ დღეს ათი წელია, გამხდარი იმ დღიდან რაც მხოლოდ სურათით გნახავ. და თუკი თავიდან ვერ ვგრძნობდი იმ მინუსს რაც უშენობას ჰქვია დღეიდან ვფიცავარ გამყვები ბოლომდე . . . შენი ჩავიმუჭე მიწა ამღვრეულ-ნაღვლიან, ნაცრისფერ, მომწვანო, ან მხოლოდ ნამიან თვალებს მე ათი წელია მხოლოდ რომ ვიფიცებ როგორც უკანასკნელ წამებს. არ ვიცი თუ გახსოვს იმ ბავშვის მუდარა ჩუმად რომ ყვიროდა მაშინ, მიმიშვით გეთაყვა, ის მამა-ჩემია მითხარით, მითხარით რა სჭირს. და იქვე მდუმარე უცნობი ხალხიდან ისევ შებრალული სიტყვა: ნუ დარდობ, ისევენებს, აცადე ,გაუვლის მეც ვიცდი, გასვენებ წმინდას. და რადგან ზეცაში გრძელდება ცხოვრება მშვიდად განისვენე მაშინ მე კი მოსაგონარ სოფელს თუ ფიალას უკვე მეათედ დავცლი. -------------------- Jesus
შიში დავძლიე, გადავახტი პირველ ბარიერს, ეს სიხარული, ბავშვობის და შენი ბრალია, გამომყევი და უცილობლად გაპოვნინებო, დაგიჯერე და ავე, ავე, ავე იესო! http://www.xevsureti.ge |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th September 2024 - 12:12 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი