ფორუმელთა პოეზია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ფორუმელთა პოეზია |
QORBUDA |
Jun 6 2007, 05:51 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 306 რეგისტრ.: 14-March 07 წევრი № 1,374 |
church-ელებო დაგლოცოთ დედამა
ღვთისმშობელ მარიამმაო, გადმოგაფაროთ თვის კალთა, თან გადაგსახოთ ჯვარიო, თქვენზე ილოცოს ზეციდან, მტერს გაუნათოს თვალიო, ბოროტსა გული მოულბოს, სიკეთის მონაგარიო, თან დაგილიცოთ ოჯახი სიწმინდის საწინდარიო, გადმოაფაროს თვის კალთა, თან გადასახოს ჯვარიო. არ არსებობს ადამიანი ვისაც თუნდ ერთი ლექსი არ ჰქონდეს დაწერილი, და თუ არსებობს ასეთი ადამიანი ის მხილოდ და მხოლოდ ზომბია რომელმაც არ იცის რა არის სიყვარული და მეგობრობა. ალექსანდრე დიუმა -------------------- ბალახი ვიყო სათიბი
არა მწადიან ცელობა, ცხვრადვე მამყოფე უფალო, ოღონდ ამცილდეს მგელობა. ვ.ფშაველა |
tamari_irakli |
Jun 20 2007, 04:44 AM
პოსტი
#2
|
tako ჯგუფი: Members პოსტები: 151 რეგისტრ.: 24-March 07 წევრი № 1,477 |
მ ა მ ა
სადღაც სიშორეს ზარი შემოჰკრეს, თითქოს გაიგეს ჩემი დარდები, სამყარომ ერთხმად მომისამძიმრა და მზემ განთიადს იცვა ძაძები. ზეცას ავხედე ჭრელი თვალებით, ცა დამტიროდა ობოლს, მარტოსულს. მეც უკუნეთში ვეძებდი იმედს, იქნებ გიპოვო, მეშველოს ეულს. და მთელი ღამე ვუმზერდი სიკვდილს, დიდხანს ვებრძოდი მზეს და განთიადს და ბოლოს ძალაც გამომეცალა, ცრემლიც შეაშრათ თვალებს ნაღვლიანს. საით წახვედი, მარად დაგეძებ, სიზმრის მორევში, ნაწვიმარ ცაში და ყოველი დღე ვცოცხლობ იმ რწმენით, რომ იქნებ შეგხვდე სადმე ზეცაში. 23.06.04 05:38 -------------------- ყოველი სასოება ჩემი შენზედა დამიძს, დედაო ღვთისაო, დამიფარე მე საფარველსა ქვეშე შენსა.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th September 2024 - 05:39 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი