ფორუმელთა პოეზია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ფორუმელთა პოეზია |
QORBUDA |
Jun 6 2007, 05:51 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 306 რეგისტრ.: 14-March 07 წევრი № 1,374 |
church-ელებო დაგლოცოთ დედამა
ღვთისმშობელ მარიამმაო, გადმოგაფაროთ თვის კალთა, თან გადაგსახოთ ჯვარიო, თქვენზე ილოცოს ზეციდან, მტერს გაუნათოს თვალიო, ბოროტსა გული მოულბოს, სიკეთის მონაგარიო, თან დაგილიცოთ ოჯახი სიწმინდის საწინდარიო, გადმოაფაროს თვის კალთა, თან გადასახოს ჯვარიო. არ არსებობს ადამიანი ვისაც თუნდ ერთი ლექსი არ ჰქონდეს დაწერილი, და თუ არსებობს ასეთი ადამიანი ის მხილოდ და მხოლოდ ზომბია რომელმაც არ იცის რა არის სიყვარული და მეგობრობა. ალექსანდრე დიუმა -------------------- ბალახი ვიყო სათიბი
არა მწადიან ცელობა, ცხვრადვე მამყოფე უფალო, ოღონდ ამცილდეს მგელობა. ვ.ფშაველა |
xevsuri |
Jun 20 2007, 04:47 AM
პოსტი
#2
|
კაცები არასოდეს საუბრობენ ქალებზე, რომლებიც უყვართ ჯგუფი: Members პოსტები: 284 რეგისტრ.: 19-June 07 მდებარ.: bambarmia, kergudu წევრი № 2,239 |
tamari_irakli
ცოტა გავიღიმოთ ჯერ არც ჩენილო მიწადო (ჩემ მომავალ შვილს) 2007.01.17 ვახ რახელ შემყვარებიხარ ჯერ არც ჩენილო მიწადო შენი მწამს, შენვე გაღმერთებ სხვა არც რა მინდა ვინატრო, ყოველ-დღე გაწერილი მაქვს თუ როგორ უნდა გაგზარდო, ქალავ კარგი და ტკბილი ხარ მაინც ვაჟ მინდა ვინატრო, შვილო დაგისვავ მუხლზედა თავზე ხელს გისვამ მამურად ცხოვრების წვრილმანს გაგიმხელ არც რას დავწირავ მალულად, გეტყვი ვინ ხარ და საიდან მოდის ეგ შენი ფესვები გირჩევ თუ როგორ იცხოვრო მტრები არად გინდ ბევრები. ჩუმად გაკოცებ მძინარეს თმებს გადაგვარცხნი შუბლზედა, მინდა რომ მკლავზე გაძინო მალმალ მიგიკრო გულზედა, ქალავ – ხატიას დაგარქმევ ჩემთვის ხატიც ხარ, ღმერთიცა, ვაჟავ – შენ კიდევ ალუდას თუკი შენ თავი მეღირსა, წაგიყვან მთაში განახებ დიდრონ მთებს, უღრან ტყეებსა იმ ნაქვაბურასც მოვიძევთ ერთდროს რომ ეპყროთ დევებსა, ღმერთო, რამხელა სითბოა თუნდ მხოლოდ სიტყვა – შვილოში მე, გულის კარებს მიქანებს და ვამბობ დაბალ კილოში. -------------------- Jesus
შიში დავძლიე, გადავახტი პირველ ბარიერს, ეს სიხარული, ბავშვობის და შენი ბრალია, გამომყევი და უცილობლად გაპოვნინებო, დაგიჯერე და ავე, ავე, ავე იესო! http://www.xevsureti.ge |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 04:11 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი