ფორუმელთა პოეზია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ფორუმელთა პოეზია |
QORBUDA |
Jun 6 2007, 05:51 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 306 რეგისტრ.: 14-March 07 წევრი № 1,374 |
church-ელებო დაგლოცოთ დედამა
ღვთისმშობელ მარიამმაო, გადმოგაფაროთ თვის კალთა, თან გადაგსახოთ ჯვარიო, თქვენზე ილოცოს ზეციდან, მტერს გაუნათოს თვალიო, ბოროტსა გული მოულბოს, სიკეთის მონაგარიო, თან დაგილიცოთ ოჯახი სიწმინდის საწინდარიო, გადმოაფაროს თვის კალთა, თან გადასახოს ჯვარიო. არ არსებობს ადამიანი ვისაც თუნდ ერთი ლექსი არ ჰქონდეს დაწერილი, და თუ არსებობს ასეთი ადამიანი ის მხილოდ და მხოლოდ ზომბია რომელმაც არ იცის რა არის სიყვარული და მეგობრობა. ალექსანდრე დიუმა -------------------- ბალახი ვიყო სათიბი
არა მწადიან ცელობა, ცხვრადვე მამყოფე უფალო, ოღონდ ამცილდეს მგელობა. ვ.ფშაველა |
Homo Faber |
Jun 20 2007, 04:58 AM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 196 რეგისტრ.: 22-May 07 წევრი № 1,988 |
როცა გძინავს
ყოველი ახალი დღე ახალი ილუზიით გვკვებავს, ყოველი დღე იწყება ხვალით, ყოველი ხვალ კი არ არის გუშინდელის გაგრძელება, და ყოველთვის როცა ვიღვიძებ, დღე იწყება ქალით, დღე იწყება ქარით, ქალით, რომელიც შენი ყოფილი მეა, ქარით, რომელიც ყოველ დილით თვალებზე გეფერება და გაგირბის.... იდეალური გარემო კვლავაც იდეალურია, მხოლოდ არასრული, ელექტროობა მოკვდავია, ისევე როგორც ქარი, ისევე როგორც ქალი, ისევე როგორც მე, იგივე ამბიცია, რომელიც გადალახულ ჰორიზონტებს ცრიდა, რომელიც გვეცვა, და რომელიც ყოველთვის გაურბოდა ვირტუალურ დროს, იკარგებოდა იქ სადაც დღეს და ხვალ მთავრდება. ყოველი დღე საწოლიდან შენი დაბადებაა, ყოველი დღე შენი საშობაო ორგაზმია, ყოველი დღე ჩვენი ცხოვრებისეული სიზმრების დასასრულია. ყოველი დღე იმის შეგრძნებაა, რომ არაფერი მთავრდება, არაფერი მთავრდება იქ სადაც დავიწყეთ, და მე ისევ მოვალ. მოვალ სიზმრებში შობილი ჩანასახის ვნებებით, მოვალ სიზმრებით, მოვალ ჩემი ძველი, მწვანე სიშორით, 20 წუთით გვიან. მოვალ მაშინ როცა გამირბიხარ, მოვალ მაშინ როცა გაგირბივარ, მოვალ მაშინ როცა ყველაფერი შენი სუნით არის გაჟღენთილი, მოვალ მაშინ როცა შენი ქარი დაუბერავს, მოვალ მაშინ როცა შენი სურვილები წარმოქმნილ საზრისებს შეერევა. მოვალ 20 წუთით გვიან. მოვალ ათჯერ უფრო გვიან. მოვალ მაშინ როცა საათებზე ფიქრი სუნთქვას შეწყვეტს. როცა ყოველი დღე საბნიდან გამოსვლას დააპირებს. მოვალ და გაჩუქებ ჩემს ილუზიას, რომ ჩვენ გვძინავს მარადიულ სიზმარში, რომ ყოველი დღის გამოღვიძება მორიგი სიზმარია, მარადიულ ქარში. რომ ყოველი დღე ახალი ტყუილია, ჩვენი რეალობის, რომელიც დაუსრულებლი ემოციით ავსებს ჩვენს ფარულ და გამოფიტულ უჯრედებს... ეს მარადიული ძილია, ჩვენი ძილი მარადიული ტყუილია... -------------------- ქარის მოტანილს, წვიმა დაასველებს
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 07:16 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი