![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
მოდით ვისაუბროთ ლიტურგიკაზე და დღევანდელობის კონტექსტში იმ სტერეოტიპებზე, რაც შეიძლება გვხვდებოდეს.
მაგალითად, მაინტერესებს, როგორ მიგაჩნიათ: არის თუ არა არასწორი, რომ მრევლს ხშირად ეკრძალება ყოველკვირეული ზიარება რაღაც გაუგებარი მოუმზადებლობის საბაბით. 1. მოციქულები ეზიარებოდნენ ყოველ პურის განტეხვაზე 2. პავლე მოციქული გვიბრძანებს: მომბაძეთ მე, როგორც მე - ქრისტეს 3. რა მომზადებაზეა საუბარი, როდესაც ეს ამკვიდრებს ილუზიას, რომ მზად ხარ, არადა აჯობებს ეზიარო ყოველთვის და თავი ჩათვალო უღირსაც, ვიდრე თვეში ერთხელ და იმ დროს თვლიდე, რომ ღირსეული ხარ მოკლედ აქ ბევრი ნიუანსია ახლა დრო არ მაქვს ვისაუბროთ.... -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
კანუდოსელი
ძალიან საინტერესო თემა.... ეგ მდგომარეობა მართლაც იწვევს იმის განცდას, რომ თითქოს ღირსი ხარ ზიარებისა! რამდენჯერ მომისმენია, მრევლის ნათქვამი, ღირსი არ ვიყავი ზიარებისო, ისე, თითქოს როდესმე იქნება ![]() თუმცაღა, ამავე დროს, მე პირადად შეიძლება არც მომეწონოს ყოველკვირეული ზიარება, მაგრამ ეს არ არის იმით გამოწვეული, რომ აქ ღირსება-უღირსებაზეა საუბარი. ღირსება ცოდვისაგან განწმედილობის და ქრისტეს მიღების მდგომარეობაა, რაც ბუნებრივია ვერ მიიღწევა სრულად, მაგრამ მე ამის მიზეზად სხვა რამე მესახება - ესაა განცდა მომხდარისა, ანუ იმისა, რომ ქრისტეს შემოდის შენში. ცხადია, აქაც არ გამოვა სრულყოფილად შეგრძნება, ვინაიდან ჩვენი დაცემული ბუნება ამას შეიმეცნებს მხოლოდ ინფორმაციულად და არა სათანადო განცდით, არა არსობრივი შემეცნებით. შესაბამისად, ყოველკვირეული ზიარება გამოიწვევს მისდამი "მიჩვევას", მაგრამ მიჩვევას არა სულიერი, არამედ მატერიალური თვალსაზრისით, ამიტომ იგი "გაუბრალოვდება", იოლად მიღწევადი იქნება, იოლად მისაღები იქნება და იმ კრძალვას, რაც მისი შედარებით ნაკლები სიხშირით ზიარების დროს გვაქვს, დაკარგავს საინტერესოა სხვები რას ფიქრობენ..... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 11:46 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი