![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
მოდით ვისაუბროთ ლიტურგიკაზე და დღევანდელობის კონტექსტში იმ სტერეოტიპებზე, რაც შეიძლება გვხვდებოდეს.
მაგალითად, მაინტერესებს, როგორ მიგაჩნიათ: არის თუ არა არასწორი, რომ მრევლს ხშირად ეკრძალება ყოველკვირეული ზიარება რაღაც გაუგებარი მოუმზადებლობის საბაბით. 1. მოციქულები ეზიარებოდნენ ყოველ პურის განტეხვაზე 2. პავლე მოციქული გვიბრძანებს: მომბაძეთ მე, როგორც მე - ქრისტეს 3. რა მომზადებაზეა საუბარი, როდესაც ეს ამკვიდრებს ილუზიას, რომ მზად ხარ, არადა აჯობებს ეზიარო ყოველთვის და თავი ჩათვალო უღირსაც, ვიდრე თვეში ერთხელ და იმ დროს თვლიდე, რომ ღირსეული ხარ მოკლედ აქ ბევრი ნიუანსია ახლა დრო არ მაქვს ვისაუბროთ.... -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
ნათია |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 ![]() |
უფლის სისხლისა და ხორცის ზიარება არის თითოეული ქრისტიანისათვის არსებითი, აუცილებელი, მაცხონებელი და ნუგეშინისმცემელი მოვალეობა. ეს მაცხოვრის იმ სიტყვებიდანაც ჩანს, რომელიც მან ჯერ კიდევ ევქარისტიის საიდუმლოს აღთქმამდე წარმოთქვა: „ამენ, ამენ, გეტყჳ თქუენ: უკუეთუ არა სჭამოთ ჴორცი ძისა კაცისაჲ და სუათ სისხლი მისი, არა გაქუნდეს ცხორებაჲ თავთა შორის თქუენთა. ხოლო რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ, და მე აღვადგინო იგი უკუანაჲსკნელსა მას დღესა“ (ინ. 6,53-54).
თუ ღირსეულად ვეზიარებით, ევქარისტიის საიდუმლოს მაცხონებელი ნაყოფი და მოქმედება შემდეგია: ა. იგი უმჭიდროესად გვაერთებს უფალთან: „რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემ თანა დადგრომილ არს და მე მის თანა“ (ინ. 6,56); ბ. კვებავს ჩვენს სულსა და ხორცს, ხელს გვიწყობს სულიერ ცხოვრებაში განმტკიცებაში, ამაღლებასა და ზრდაში: „რომელი ჭამდეს ჩემგან, იგიცა ცხონდეს ჩემ მიერ“ (ინ. 6,57); გ. ღირსეულად მიღებული ზიარება ჩვენი სამომავლო აღდგომისა და მარადის ნეტარი ცხოვრების საწინდარია: „რომელი ჭამდეს ამას პურსა, ცხონდეს უკუნისამდე“ (ინ. 6,58). მაგრამ აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ევქარისტიის ეს მაცხონებელი ნაყოფი სარგებელს მხოლოდ მათ მოუტანს, ვინც რწმენითა და სინანულით მიეახლება მას. ქრისტეს სისხლისა და ხორცის უღირსად მიღება კი სასჯელად იქცევა: „რომელი არა ღირსად ჭამდეს და სუმიდეს, დასაშჯელად თავისა თჳსისა ჭამს და სუამს, რამეთუ არა გამოიკითხნა ჴორცი უფლისანი“ (I კორ. 11,29). -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 11:18 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი