![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
მოდით ვისაუბროთ ლიტურგიკაზე და დღევანდელობის კონტექსტში იმ სტერეოტიპებზე, რაც შეიძლება გვხვდებოდეს.
მაგალითად, მაინტერესებს, როგორ მიგაჩნიათ: არის თუ არა არასწორი, რომ მრევლს ხშირად ეკრძალება ყოველკვირეული ზიარება რაღაც გაუგებარი მოუმზადებლობის საბაბით. 1. მოციქულები ეზიარებოდნენ ყოველ პურის განტეხვაზე 2. პავლე მოციქული გვიბრძანებს: მომბაძეთ მე, როგორც მე - ქრისტეს 3. რა მომზადებაზეა საუბარი, როდესაც ეს ამკვიდრებს ილუზიას, რომ მზად ხარ, არადა აჯობებს ეზიარო ყოველთვის და თავი ჩათვალო უღირსაც, ვიდრე თვეში ერთხელ და იმ დროს თვლიდე, რომ ღირსეული ხარ მოკლედ აქ ბევრი ნიუანსია ახლა დრო არ მაქვს ვისაუბროთ.... -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
კანუდოსელი
ციტატა არ მინდა ვინმემ იფიქროს - კანუდოსელი რეფორმატორობას გვთავაზობსოდა ლუთერობას იბრალებსო მაგრამ ვისურვებდი აღდგენილიყო ეს უაღრესად ისტორიულად გამართლებული და ლიტურგიკულად სწორი პრაქტიკა ყოველკვირეული ზიარებისა, და გამონაკლისი არ იყოს საზოგადოდ გავრცელებული. ალბათ იცი, რომ ანტიოქიის საპატრიარქოში ამ ათეული წლის წინ იმდენად დამკვიდრდა იშვიათი ზიარების წესი, რომ წირვაზე პრაქტიკულად აღარავინ ეზიარებოდა. განგაშის ზარების შემოკრა აწინდელმა პატრიარქმა უნეტარესმა ეგნატე ხაზიმმა, რომელმაც სწორედ რომ ყოველკვირეული ზიარების აღდგენით მიაღწია ნორმალური ლიტურგიკული ცნობიერების დაბრუნებას ეკლესიაში P.S. მღვდელი აღსარების თუ მომზადების მიუხედავად, ყოველ წირვაზე ეზიარება ![]() -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 11:09 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი