მამა გაბრიელი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მამა გაბრიელი |
A L U B A L A |
Dec 1 2006, 09:15 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 153 რეგისტრ.: 24-November 06 წევრი № 519 |
მამა გაბრიელი(ერისკაცობაში გოდერძი ვასილის ძე ურგებაძე)დაიბადა 1929 წლის 26 აგვისტოს,თბილისში თეთრიწყაროს ქუჩის 11 ნომერში,წმინდა ბარბარეს ეკლესიის მახლობლად.მამა ადრე რაეღუპა და ახლობლები მის სახელს ეძახდნენ.დედა,შემდგომში მონაზონი ანა,გარდაიცვალა 200 წლის 26 აპრილს,დაკრძალულია წმინდა ნინოს სამთავროს დედათა მონასტერში.ძმა ადრევე გარდაეცვალა,ჰყავდა ორი და.ექვსი წელი სწავლობდა თბილისის 24-ე ვაჟთა სკოლაში.მეზობელი ჟენია ქობალაშვილი ასე იგონებს მის ბავშვობას:,,ერთად დავდიოდით საბავშვო ბაღში,არ მახსოვს მისთვის მასწავლებელს შენიშვნა მიეცა,დაჯდებოდა კუთხეში და ასანთის ღერებით აშენებდა ეკლესიას.მისი ერთადერთი გართობა ეს იყო.რომელი დღეები არ ვიცი,მაგრამ კარგად მახსოვს,ზოგჯერ რძიან ფაფას არ ჭამდა.შიმშილის წლები იყო და ყველას გვიკვირდა უჭმელი როგორ ძლებდა.ისედაც ძალიან ცოტას ჭამდა,მუდმივად ტოვებდა საჭმელს".
მამა გაბრიედმა 12 წლის ასაკში უკვე კარგად იცოდა სახარება და სწორედ ამ ასაკში გადადგა პირველი ნაბიჯები თავის საეკლესიო ცხოვრებაში. 1965 წლის პირველ მაისს მამა გაბრიელმა მინისტრთა საბჭოს შენობაზე გაკრული ლენინის 12 მეტრიანი სურათი დაწვა,რის გამოც იგი ანტისაბჭოური პროპაგანდის ბრალდებით დააპატიმრეს.დაკითხვაზე მან განაცხადა]:,,ეს ჩავიდინე იმისთვის,რომ რომ იქ უნდა ეკიდოს ქრისტეს ჯვარცმა და არა ლენინის სურათი,რას დაგიწერიათ ,,დიდება ლენინს",კაცს რად უნდა დიდება,უნდა ეწეროს ,,დიდება ქრისტე ღმერთს''.ამ სიტყვებმა საგამოძიებო ოგანოებში ეჭვი დაბადა,რის გამოც იგი გადაგზავნილი იყო ფსიქიატრიულ შემოწმებაზე.მან დაახლოებით ერთი თვე დაჰყო ფსიქიატრიულში იმიტომ,რომ ღმერთის სწამდა(!). მამა გაბრიელმა მრავალი სასწაული მოუვლინა ადამიანებს გარდაცვალების შემდეგ.მისი სასწაულმოქმედი ზეთის წყალობით მრავალი ადამიანი განიკურნა უკურნებელი სენისგან. თქვენ რას ფიქრობთ მამა გაბრიელზე და თქვენ თავზე თუ გამოგიცდიათ მისი სასწაულებრივი ძალა? |
სოფი |
Jun 20 2007, 08:11 PM
პოსტი
#2
|
Pro Christo.. ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
ზოგიერთები იხსენებენ,რომ თითქოს მამა გაბრიელი ვინმეს ლანძღავდა.ეს იმიტომ ხდებოდა,რომ როდესაც ამა თუ იმ ადამიანზე შურით შეპყრობილნი დაინახავდნენ ამას,ამ ლანძღვით ის ცუდი განწყობა,რაც ამ ადამიანთან მიმართებაში ჰქონდათ,გაუნელდებოდათ და არც ის ადამიანი დაიღუპებოდა.ეს იყო სხვა მადლი,სულიერების სხვა დონე.როგორ შეიძლება,ადამიანი წმიდად ცხოვრობდეს და ვინმეს ცუდად უყურებდეს.წმიდა ადამიანები იმიტომ იყვნენ,რომ მათში დავანებული იყო სიყვარული ღვთისა და სიყვარული ადამიანისა.მამა გაბრიელიც სიყვარულით მოქმედებდა,ცდილობდა,რომ ყველა გადარჩენილიყო და ყველას მოეპოვებინა სასუფეველი.როცა ერთი ადამიანი დაბრკოლებული იყო მეორეზე,მას გამოჰქონდა მისგან ეს ცოდვა და სხვა მადლი შეჰქონდა.მამა გაბრიელი ყველა შემთხვევაში,ყველანაირ მოქმედებაში ასრულებდა იმ მადლს,რომელიც ღვთისაგან ჰქონდა მიმადლებული,რათა ყველას გზა გახსნოდა სასუფევლისაკენ,ისეთი ქრისტიანი კი,ვისაც სასუფეველი არ უნდა,მე არსად მეგულება.
-------------------- "Happiness only real when shared."
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 05:39 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი