ფორუმელთა პოეზია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ფორუმელთა პოეზია |
QORBUDA |
Jun 6 2007, 05:51 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 306 რეგისტრ.: 14-March 07 წევრი № 1,374 |
church-ელებო დაგლოცოთ დედამა
ღვთისმშობელ მარიამმაო, გადმოგაფაროთ თვის კალთა, თან გადაგსახოთ ჯვარიო, თქვენზე ილოცოს ზეციდან, მტერს გაუნათოს თვალიო, ბოროტსა გული მოულბოს, სიკეთის მონაგარიო, თან დაგილიცოთ ოჯახი სიწმინდის საწინდარიო, გადმოაფაროს თვის კალთა, თან გადასახოს ჯვარიო. არ არსებობს ადამიანი ვისაც თუნდ ერთი ლექსი არ ჰქონდეს დაწერილი, და თუ არსებობს ასეთი ადამიანი ის მხილოდ და მხოლოდ ზომბია რომელმაც არ იცის რა არის სიყვარული და მეგობრობა. ალექსანდრე დიუმა -------------------- ბალახი ვიყო სათიბი
არა მწადიან ცელობა, ცხვრადვე მამყოფე უფალო, ოღონდ ამცილდეს მგელობა. ვ.ფშაველა |
missis_kartveli |
Jun 20 2007, 10:15 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,142 რეგისტრ.: 14-December 06 მდებარ.: tbilisi წევრი № 684 |
მთვარის მოტაცება
მიბორგავს, მირბის, ვიღაცას მისდევს, თავს ერთ ადგილზედ ვეღარ იმაგრებს, წარსულს გაურბის და წინ მიიწევს, თან ადრეძადაც არას იბარებს. იზიდავ ღამე, ღამე პოეტთა, ღამე_მთაწმინდის, ღამე_მეტეხის, რით დაშანთულა მდინარის გული, ან ვინ იზიდავს მაინც ვერ ვხვდები. იზიდავს ღამით ვარსკსკვლავთ კიაფი, ციმციმი მათი მორცხვი და მთბარი, იზიდავს ნაზი გამოსხივება, მოლამუნება მთაწმინდის მთვარის. იზიდავს მთვარე, მთვარე მეტეხის, მთვარე მუქლურჯი ცისა კამარის, ეს მისწრაფება, მჭიდრო კავშირი მთვარე_მდინარის სხვაგან სად არის. ესწრაფვის, მაგრამ ვეღარა სწვდება, ამაოდ იღწვის, ამაოდ ელტვის, და სიყვარულით მთვარესთან შერწყმის, ის უსასრულოდ ამაოდ ელის. დაუღალავი თავის ზვირთებით, ლამობს მის შთანთქმას, მის მოტაცებას, უღრუბლო, მშვიდ და მთვარიან ღამით, წყალშიც იხილავ მთვარის ნათებას. ხშირად მიხილავს მტკვარის ტალღებში შთანთქმული მთვარის სამო რწევა, უერთმანეთოდ ვერა, ვერ ძლებენ, ვით პირველქმნილნი ადამ და ევა. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 03:11 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი