ფორუმელთა პოეზია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ფორუმელთა პოეზია |
QORBUDA |
Jun 6 2007, 05:51 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 306 რეგისტრ.: 14-March 07 წევრი № 1,374 |
church-ელებო დაგლოცოთ დედამა
ღვთისმშობელ მარიამმაო, გადმოგაფაროთ თვის კალთა, თან გადაგსახოთ ჯვარიო, თქვენზე ილოცოს ზეციდან, მტერს გაუნათოს თვალიო, ბოროტსა გული მოულბოს, სიკეთის მონაგარიო, თან დაგილიცოთ ოჯახი სიწმინდის საწინდარიო, გადმოაფაროს თვის კალთა, თან გადასახოს ჯვარიო. არ არსებობს ადამიანი ვისაც თუნდ ერთი ლექსი არ ჰქონდეს დაწერილი, და თუ არსებობს ასეთი ადამიანი ის მხილოდ და მხოლოდ ზომბია რომელმაც არ იცის რა არის სიყვარული და მეგობრობა. ალექსანდრე დიუმა -------------------- ბალახი ვიყო სათიბი
არა მწადიან ცელობა, ცხვრადვე მამყოფე უფალო, ოღონდ ამცილდეს მგელობა. ვ.ფშაველა |
Homo Faber |
Jun 21 2007, 12:41 AM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 196 რეგისტრ.: 22-May 07 წევრი № 1,988 |
შ ე ნ
ყავისფერი ღამეები გააქრობენ ამომავალ სინათლეს, ნაშობი სიჩუმით. რომელიც არასდროს გაანათებს მთვარის იქეთ. ფეთქავენ რკალები შავ-თეთრი ურნებით სავსენი. და ლურჯი, მდუმარე ტუჩები ეკვრიან ერთმანეთს. შენ კი ვერ ემსგავსები საკუთარ თავს. და ვერ ეგუები საკუთარ ბოლოს, რომ მოკვდები. შენი იმედი სამოთხისეული ვნებისა დაბადებამდე კვდება. შენ ვერ ივიწყებ სიმარტოვეს, ვერ ივიწყებ მომავალს რომელიც იცი. შენ გაშინებს ყველაფერი ახალი, მათ შორის მე. შენი ცრემლები ეფერებიან მარტოობას. შენი სიყვარული კი მარტოობას გაურბის. ამიტომაც ყოველთვის ხარ მარტო. მარტოობის ოცი საუკუნე და ერთი დღე. აქ აღარავინ მოდის. ისევე როგორც გუშინ. შენ ძველებურად გრცხვენია ჩემი, გრცხვენია იმის, რომ მაინც გიყვარვარ, და გეშინია იმის, რომ შეიძლება არასდროს შეგიყვარო, რომ ჩემი ფიქრებით შენი სურვილები გავანადგურო, რომ შენი ცარიელი დღიური წავიკითხო, რომ კიდევ ერთხელ გითხრა ნახვამდის. რომ შევძლებ და დაგანახებ არარსებულ სილამაზეს. რომ დაგავიწყებ მყოფადობას და საცხოვრისს. და რომ გაჩუქებ ახალ მხედველობას, ახალი სამყაროს დასანახად. სადაც არ იქნება არც ერთი ღმერთი. და არ ვიქნებით ჩვენ... და არ იქნება არავინ... და არ იქნება თვით არაფერი... -------------------- ქარის მოტანილს, წვიმა დაასველებს
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 04:27 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი