ფორუმელთა პოეზია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ფორუმელთა პოეზია |
QORBUDA |
Jun 6 2007, 05:51 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 306 რეგისტრ.: 14-March 07 წევრი № 1,374 |
church-ელებო დაგლოცოთ დედამა
ღვთისმშობელ მარიამმაო, გადმოგაფაროთ თვის კალთა, თან გადაგსახოთ ჯვარიო, თქვენზე ილოცოს ზეციდან, მტერს გაუნათოს თვალიო, ბოროტსა გული მოულბოს, სიკეთის მონაგარიო, თან დაგილიცოთ ოჯახი სიწმინდის საწინდარიო, გადმოაფაროს თვის კალთა, თან გადასახოს ჯვარიო. არ არსებობს ადამიანი ვისაც თუნდ ერთი ლექსი არ ჰქონდეს დაწერილი, და თუ არსებობს ასეთი ადამიანი ის მხილოდ და მხოლოდ ზომბია რომელმაც არ იცის რა არის სიყვარული და მეგობრობა. ალექსანდრე დიუმა -------------------- ბალახი ვიყო სათიბი
არა მწადიან ცელობა, ცხვრადვე მამყოფე უფალო, ოღონდ ამცილდეს მგელობა. ვ.ფშაველა |
Homo Faber |
Jun 21 2007, 02:40 AM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 196 რეგისტრ.: 22-May 07 წევრი № 1,988 |
დ ა კ ა რ გ უ ლ ი
(ნაწილი I) კარიდან უჩუმრად გამოდის ღამე. ესუბრება დილას, როგორც ქალს... ერთჯერადი მოხმარების საგნები სანაგვე ურნებს ყნოსავენ. ჯერ არ გათენებულა... და შენ რა გსურს ასეთ დროს??? შეუქცევადი მოლოდინი?! თუ უნუგეშო ტკბობა არაპროგნოზირებადი შიზოფრენიით... თუ გაურეცხავი საცვლების გამოფენა ჟანგბადის სამალავებით... ნუთუ დაგავიწყდა ვისი გორისა ხარ??? თუ კიდევ ერთხელ შეგახსენო რომ გორი ქალაქია და არა გორი... რა მოგდის ვერ ეგუები ფესვებს??? მოიჭერი... სანამ მოგჭრიან როგორც იმ სამშაბათ დღეს. ისინი ჩვენით იკვებებიან... როგორც მრღნელები ჩვენი გონების, პატარა უჯრედების ლაკონურობით... და მაინც დაგავიწყდა რომ პატრიოტი ხარ??? თუ უკვე გესმის ზარების როკვა საპატარძლო ბორდელში... ახლა ვხვდები რომ დაინახე... მჯერა რომ დაინახე საკუთარი მე მეორე პირში... თუ ესეც მომეჩვენა??? შენ სულ ასე ამბობ... რომ ბევრი რამ მეჩვენება... ჩაკბიჩე დედამიწა.... თუმცა შენ გჯერა საკუთარი თავის... მეც... მაგრამ არა იმის რომ გა(ვ)იზარდე... შენვის ეს თამაშია საკუთარ შენთან, მარადიულ შენთან... აი, გხედავ, რომ გარბიხარ უკანმოუხედავად გადაგვარებული რელსებისაკენ... იცი, აქ მატარებელი არ დადის... მაგიტომაცაა რელსები დაგებული... შენნაირებს რომ სჯეროდეთ... დაიჯერე, დაიჯერე... იქნებ მართლაც და არაფერ შუაშია მატარებელი... უბრალოდ ჩვენ გვძინავს... (ნაწილი II) ოდესმე მოაღწევს??? თუ ისევ ძველებურად წავა ჯერ არ მოსული??? სადაც ბულვარია იქ სამალავია კოსმიური ბურჟუების... ახლებური წყვეტა შთაგვაგონებს სამმაგ ფიესტას... რატომაც არა?! ეს ხომ გაგრძელება არ არის... შეხედე ამ ახალ შედევრს... მართლა უნიკალურია არა??? მედალი რომელსაც მხოლოდ ერთი მხარე აქვს... გამიზნულად დაკარგა საკუთარი მხარე ქვეცნობიერში... სამომავლო ზრუნვის კიდევ ერთი გამორეცხილი კრედო... საუკუნეები მთავრდება... უკვე 21-ია... მე კი სულ 20 თითი მაქვს... თუმცა შეიძლება დავუშვათ რომ 21... კარგი ერთ საუკუნეს კიდევ გადავიტან მაგრამ მერე??? როგორ გამოვიგონო სახაზავი??? როგორ შევქმნა ილუზია საცალო ვაჭრობის??? ან საყოფაცხოვრებო პორნოგრაფიის??? საიდან დავინახო ღმერთის მკრთალი სახე მოპირკეთებულ სლოგანებზე??? ან როგორ მივცე ჩემს სახეს ადამიანის ფორმა??? როგორ გაჩვენო, რომ ყველაფრისთვის ბრძოლა ორმაგი მარცხია??? მარცხი საკუთარ თავთან... საკუთარ 21-ე თითთან და საკუთარ მეათე გრძნობასთან??? როგორც ჩანს შენი მგრძნობელობა შეზღუდულია... შეზღუდულია მხედველობა, სმენა, სხეული ცარიელია, იმდენად ცარიელი, რომ მასში შენი ადგილი აღარ არის... თუმცა დაივიწყე... მე ხომ ვიცი. უბრალოდ შენ გძინავს... (ნაწილი III) ნაწილაკები იფანტებიან... ფილტვები სუნთქვით რითმებს არღვევენ... ისევე როგორც ყნოსვებს და მერიდიანებს პარაბოლისას... საერთო ენა ფორმას იღებს... ალმასი და ქვა ერთია, ფასი კი სხვადასხვა... იკვებებიან განავლით... წარმავლობით... ისევე როგორც ჩემი სხეულით... რომელსაც სიგარეტის ფორმა აქვს... შენ რა მოგდის??? მართლა ვეღარ გცნობ... საერთოდ ვერ შეგამჩნიე... არ მეგონა თუ ისევ მოხვიდოდი... ნუთუ მართლა ვერ მიცანი??? გეკითხები, ისე კი ვიცი რომ შენ წარსულებს ვერ იხსენებ... მე უკვე წარსული ვარ... შენი წარსული... თან უცხო მზერით... შენში რაღაც არის... თუმცა უკვე არ მახსოვს რატომ გითხარი ეს... გამჩნევ რომ გიჭირს საკუთარ თავზე წარშულში ლაპარაკი... კაი დაიკიდე... ნურაფერს დამპირდები... მაინც ყველაფერი დაგავიწყდება... და ჩემი ძილიც ძალიან ადრეა... თუმცა უკვე ძალიან გვიანია... გვიანია ამ ყველაფრის შეცვლაც... ეს უკვე წარსულია... გადახსნილ ხორხში გაჩხერილი... მეუფე მოკვდა... ძმა ძმის წილ... (ნაწილი IV, რომელსაც შეიძლება ნაწილი არც ეწოდოს) სანამ თვალის რკალები გაეყრებიან ერთმანეთს. და სანამ ყველაფერი გახდება მომავლის ნაშთი... ჩვენ დავივიწყებთ ყველაფერს, რაც ოდესმე გვინახავს, და რისიც ისედაც არასდროს გვჯეროდა... აქ არ დარჩება დრო, რომელიც დასრულებას გადაურჩა... აქ არ დარჩება საუკუნეთა მარშები ღვთიურ კარნავალზე... აქ არ დაგვავიწყდება ჩვენი ფარული, უძრავი სილამაზე, მომაკვდავი გალაქტიკების... და რა ცუდია რომ აქ ასე ხდება, და რა ცუდია რომ მე თქვენთან არ ვარ... და რა ცუდია რომ ყველაფერი რაც არ მახსოვს, უკვე მოხდა, და რა კარგია რომ მეძინა, სანამ ტყე აქაც ფოთოლს გამოისხამდა, და ვერ გამოიღებდა სანატრელ თესლს... მოძრავ საავადმყოფოებში, მიწის ბგერები უნაყოფოდ იკბინებიან, და მთვრალი ოცნება, უკვე აღარ არის ოცნება... რომელიც იყო... და რომელიც აწ ოცდამეერთედ დაგვათენდა, გარდაცვლილი მარადისობის მზიან და სევდიან გზატკეცილზე... -------------------- ქარის მოტანილს, წვიმა დაასველებს
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 10:20 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი