წმინდა მამათა გამონათქვამები თავმდაბლობაზე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმინდა მამათა გამონათქვამები თავმდაბლობაზე |
იოანა |
Jul 25 2006, 08:06 PM
პოსტი
#1
|
აკურთხევს სული ჩემი უფალსა ჯგუფი: Members პოსტები: 3,554 რეგისტრ.: 23-July 06 წევრი № 5 |
ნებისმიერ შემთხვევაში ვიყოთ მდაბალნი, რადგან მდაბალი მიწაზე წევს და მიწაზე მწოლარე როგორღა დაეცემა. ცხადია, რომ სიმაღლეზე მყოფს ხელეწიფება დაცემა.
წმ. ბასანოფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი მრავალნი ვუწოდებთ ჩვენს თავს ცოდვილს და შესაძლოა ასეც ვფიქრობდეთ, მაგრამ გულის სიმდაბლეს სხვებისგან მიყენებული შეურაცხყოფა გამოცდის. წმ. იოანე სინელი ცოდვილი ანდა ზარმაცი ადამიანი, თავმდაბალი და გულით შემუსვრილი ღვთისათვის უფრო სათნოა, ვიდრე ის, ვინც მრავალ კეთილ საქმეს იქმს და ამით თავმომწონეობს. აბბა დოროთე სიამაყემ და ამპარტავნებამ ეშმაკი ციდან გადმოაგდო, თავმდაბლობასა და მორჩილებას კი ადამიანი მიწიდან ზეცაში აჰყავს. წმ. ანტონი დიდი სიმდაბლე იმაში მდგომარეობს, რომ მიუტევო ძმას, რომელმაც შენს წინაშე შესცოდა, მანამდე, ვიდრე იგი შენდობას ითხოვდეს. წმ. პიმენი დიდი -------------------- თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------ იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი... ------------------------------------------------------ აზროვნება სულის თვისებაა. |
თამარი |
Oct 12 2006, 01:47 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 706 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 166 |
როცა ქარი ზომიერად ქრის და ზღვაზე დიდი ღელვა არ არის, ყოველ მეზღვაურს შეიძლება დიდი წარმოდგენა შეექმნას საკუთარ თავზე და იქადოდეს კიდეც თავისი ხელოვნებით, მაგრამ მხოლოდ ქართა ანაზდეული ცვალებადობის და ამით გამოწვეული დიდი მღელვაარების დროს ვლინდება ხოლმელ ნამდვილად გამოცდილ მესაჭეთა ხელოვნება.
წმიდა ანტონი დიდი ამპარტავნების მიზეზით თავის ზეციურ ხარისხს მოკლებული და დაცემული ეშმაკი განუწყვეტლივ ამძაფრებს ძალისხმევას იმ ადამიანთა დასაღუპად, რომელთაც მთელის არსებით მოსურვებიათ უფალს მიეახლონ, და ამას იმისავე საშუალებით აკეთებს, რითაც თვითონ დაეცა. – ანუ ამპარტავნებითა და ამაო დიდების მოყვარებით. ამითვე გვებრძვიან დემონები, რომლებიც ჩვენს სულებში ამპარტავნების გაღვივებით და სხვა მზაკვარებათა გზით ცდილობენ ღმერთს მოგვაშორონ. გარდა ამისა, სხვა ხერხსაც მიმართავენ ჩვენს წინააღმდეგ: იციან რა, რომ ძმისა და მოყვასის მოყვარულ ადამიანს, უპირველეს ყოვლილსა, ღმერთი უყვარს, ბოროტი სულები ერთმანეთისადმი სიძულვილსშთაგვიდებენ გულში და ხშირად იქამდეც კი მიდიან თავის ამ მზაკვარებაში და იმდენს აღწევენ, რომ ზოგიერთ ჩვენგანს დასანახადაც კი სძაგს თავისი მოყვასი და სულიერი ძმა, ანდა ორიოდ სიტყვის თქმაც არ სურს მის შესაწევნად. მრავალს, ნამდვილად ღირსეულ და დიდ მამას უღვაწია სათნოებისათვის და მრავალნი ღირსეულნივე დამაშვრალან კეთილი საქმეებისათვის, მაგრამ ბოლოს, თავიანთი უგულისხმობით თავი დაუღუპიათ. და სულაც არ იქნება საკვირველი, რომელიმე ჩვენგანსაც რომ დაემართოს იგივე, როცა, ვთქვათ, შრომათაგან დავცხრებით და ვიფიქრებთ, რა ბევრი ქველის საქმე მოგვიმოქმედია სათნოებით აღვსილთო. და აი, თუკი ასეთი საქმე გვეწევა, ვუწყოდეთ, რომ ეშმაკის ამ სნეულებაში ვართ შთავარდნილი – ცუდად განვიდიდებთ თავს და ამპარტავნებას დამონებულნი ვგონებთ, უფალს მივახლებივართ და მის ნათელში ვჰგიებთო. სინამდვილეში კი, თურმე წყვდიადითა ვართ მოცული და განა სხვამ რამ აიძულა უფალი ჩვენი იესო ქრისტე თავის მოწაფეებთან სერობის დასასრულს აღმდგარიყო, “დაედვა სამოსელი თვისი, ...მოერტყა არდაგი, ...წყალი შთაესხა საბანელსა და ეწყო ბანად ფერხთა მოწაფეთა თვისთა” (იოანე 13,4). თუ არ იმ განზრახვამ, რომ სიმდაბლის მაგალითი მოეცა ჩვენთვის?! დიახ, სიმდაბლე და მორჩილება გამოგვიხატა უფალმა თავისი ამ მოქმედებით საიდუმლო სერობაზე, და გვითხრა, რომ ვისაც სურს ღვთაებრივ სიმაღლეთ ეწიოს და პირველთა შორის იყოს შერაცხილი ღმრთის მიერ, სხვაგვარად ვერ მიაღწევს საწადელს, თუ არ მხოლოდ სიმდაბლით. აკი თავდაპირველადაც ამპარტავნების გამოისობით გარდამოცვივდნენ ზეცით ანგელოზნი – ნათლის სულებიდან ბნელ, ბოროტ სულებად ქცეული ზეციური არსებანი! ამრიგად, თუკი ადამიანში არ იქნება სრული სიმდაბლე და მორჩილება, სიმდაბლე სრული გულით, სრული გონებით, სრული სულით, სრული სამშვინველით და სრული სხეულით, მაშინ ასეთი ადამიანი ცათა სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს. წმიდა ანტონი დიდი -------------------- ყოველი სული აქებდით უფალსა! |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 11:47 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი