ღონისძიებები და კონცერტები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ღონისძიებები და კონცერტები |
A_L_I_L_O |
Apr 23 2007, 12:41 AM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 9 რეგისტრ.: 10-February 07 წევრი № 1,053 |
გამარჯობათ კეთილო ხალხო. მე რათქმაუნდა არ გეცნობით და არცაა გასაკვირი. იმიტომ რომ ეხლახანს შემოგიერთდით. მე გიორგი გახლავართ გაბუნია_ (ანსამბლი ალილო) და თქვენ წარმოიდგინეთ თემის გახსნაც კი გადავწყვიტე. აღნიშნულს, თემაც არ შეიძლება დაერქვას.(ფორმალურად მხოლოდ).
კარგი იქნება თუ ამ თემის საშვალებით მივაწვდით ერთმანეთს ინფორმაციას ახლო მომავალში ჩასატარებელი კონცერტების ან სხვა ღონისძიებების შესახებ ქართული ფოლკლორის ან გალობის ან ცეკვის ირგვლივ. ანუ ეს თემა ერთგვარი საინფორმაციოს სახით იქნება. წინასწარ დიდი მადლობა. |
G A B O |
Jun 21 2007, 11:52 AM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 307 რეგისტრ.: 7-May 07 წევრი № 1,860 |
doroTea
რა გითხრა აბა.... მანდ ჩემი ერთი ორი მეგობარი მღერის და დაახლოებითი წარმოდგენა მქონდა მაგ ანსამბლზე. ერთი რამ რაც ძალიან მომეწონა ეს იყო გუნდი. კახას ძალიან მაგრად აქვს გუნდთან ნამუშევარი. საოცრად ნიჭიერი ბავშვები არიან. პირაპირ აღვფრთოვანდი ისე მომეწონა. მ აგ რ ა მ, დიდების ანსამბლი იყო საშინელება, მარაზმიიი. სოლისტები მღერიან ოპერის მომღერლებივით. არანაირი საერთო ფოლკლორთან მათ ხმებს არა აქვთ. ასე რუსთავი აღარ მღერის უკვე.... და ვინც კი კომპეტენტური იყო კონცერტზე ყველა ერთხმად აღნიშნავდა ამ დიდ ნაკლს. მაგრამ ისიც უნდა არვნიშნო რომ ბიჭების ბრალი მანდ მინიმუმია, რადგან თავიდანვე ისეთ გარემოში აღმოჩნდნენ რომ ჩამოუყალიბდათ ეგეთი გემოვნება, და ეს მათი ბრალი არაა. როგორც მაგალითად თეატრალების გუნდში, ძალიან კარგი ბიჭები არიან, უნიჭიერესები, მაგრამ მათი კუმირი რუსთავია, და აკადემიურ შესრულებას აწვებიან. მე გულწრფელად მეშინია ის თაობა, ის უნიჭიერესი ბავშვები რომლებიც კახასთან იზრდებიან, მათაც არ ჩამოუყალიბდეთ მსგავსი გემოვნება. იმედი მაქვს ისინი რომ წამოიზრდებიან, იქნება ისეთი სიტუაცია რომ გაიგონ რა არის სინამდვილეში ფოლკლორი და რა დიდ მადლთან აქვთ საქმე სინამდვილეში. მეგობარო შენ შეიძლება გაგიკვირდეს ახლა ჩემი აზრი მაგრამ, მინდა გითხრა რომ ის რაც მძლევარის ბიჭებმა (ბავშვებზე არ მაქვს ლაპარაკი) იმღერეს, იყო წმინდად დაყენებული ხმებით, ანუ უფრო ზუსტად რომ ვთქვათ აკადემიურად შესრულებული. დღეს ესეთი მანერით მღერა არასწორედ ითვლება. გაუმართლებელია პირდაპირ რომ ვთქვათ. იგივე შეიძლება ითქვას გალობის შესახებაც. მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს რომ ძალიან ნიჭიერები არიან და კაი ხმები აქვთ. უბრალოდ მათი შესრულების მანერა ჩემთვის პირადად მიუღებელია. და რაც მთავარია, არაფოლკლორულია. |
doroTea |
Jun 21 2007, 10:49 PM
პოსტი
#3
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 68 რეგისტრ.: 19-February 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 1,134 |
doroTea რა გითხრა აბა.... რაც სათქმელი იყო! მადლობა, რომ იმის ნახევარი უკვე დაწერე,რაც უნდა დამეწერა და ძალიან მიხარია, რომ ფოლკლორზე სწორი წარმოდგენა მკვიდრდება. კარგია, რომ ძალიან კი არადა, უზომოდ მოწესრიგებული ანსამბლია, მაგრამ სცენა და ხალხური სიმღერა ძალიან შორს არის ერთმანეთისგან - ამ შემთხვევაში კი სცენაზე დგომის სუფთა კლასიკური სტილი იყო. ბავშვები დაჩაგრულადაც კი მომეჩვენენ. დამღლელიც არის მსაგავსი ჟანდარმული დგომა. შესრულების მანერის აკადემიურობაზე აღარფერს ვამბობ (ერთ-ერთი ჩემი სტუდენტია,ვოკალურ განყოფილებაზე სწავლობს) მიუხედავად იმისა, რომ სიმღერები უზადოდ შეკრული და კარგად შესწავლილი იყო ხალსური სიმღერის სული საერთოდ არ იგრძნობოდა, არც ხალისი, არც სიღრმე . . . ეჰ, ასე ბევრი გამოგრძელდება . . . ერთს დავამატებ მხოლოდ, რაც "თუთარჩელას" ხელმძღვანელის დამუშავებულ ლაზურ "ჰეია მოლი"-ს გაუკეთა ეს იყო კრიმინალი!!! 5ხმაში გაშლილი ლილიკო ნემსაძის გაჯაზებული ლაზური სიმღერა-მარაზმ! P.S. სვიო,მოვრჩი,გამიგრძელდა,მ ო მ ი ტ ე ვ ეთ! misdevs mela loms ხმა ვოკალური არ უდნა იყოს? ვოკალური ბგერით ნამღრი არ უნდა იყოს, თორემ "ვონკალი"-ს გარეშე სიმღერა არ არსებობს |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 08:08 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი