![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
მნათე |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
საინტერესოა რა ცნობები გაქვთ - ნეტარი ავგუსტინეს "სამების შესახებ" ტრაქტატზე? არის თუ არა მასში რეალურად სულიწმიდის ძისაგან გამომავლობის ხაზგასმა?
და ზოგადად, ვიმსჯელოთ კონკრეტული ერესის წარმომავლობაზე... -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
![]() ![]() |
Sotiris |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 ![]() |
საინტერესოა რა ცნობები გაქვთ - ნეტარი ავგუსტინეს "სამების შესახებ" ტრაქტატზე? არის თუ არა მასში რეალურად სულიწმიდის ძისაგან გამომავლობის ხაზგასმა? და ზოგადად, ვიმსჯელოთ კონკრეტული ერესის წარმომავლობაზე... ნუ რა იცი ამ დიდ თემებთან წაპოტინება, რა ![]() კი, წმ. ავგუსტინე ფილიოკვეს ნამდვილად ასწავლიდა, თუმცა სულაც არ მოითხოვდა ყველასგან ამ აზრის უცილობლად მიღებას, არამედ ეს უფრო კერძო აზრი იყო (ავგუსტინე კარგად არ იცნობდა აღმოსავლეთის მამების სწავლებას და ეს განზრახ შეცდომა კი არა, კეთილსინდისიერი დაბნეულობის შედეგი იყო). მაგალითად ღმრა სიბერისას (420 წ.) სარწმუნოების საკითხებში სახელმძღვანელოდ დაწერილ წიგნში, Enchiridion-ში ასეთ რამეს წერს: "უნდა გვწამდეს, რომ ღმერთი არის სამება, კერძოდ კი მამა, მამისაგან შობილი ძე და იმავე მამისაგან გამომავალი სულიწმიდა, მაგრამ ერთი და იგივე სული მამისა და ძისა". აქ, როგორც ხედავ, ფილიოკვეზე არაფერია ნათქვამი (რა იგულისხმება სიტყვებში "ერთი და იგივე სული მამისა და ძისა" ცალკე ახსნას საჭიროებს, რასაც აქ არ ვაკეთებ). ავგუსტინეს მაღალმა ავტორიტეტმა განაპირობა ის, რომ ეს კერძო აზრი თანდათან გავრცელდა დასავლეთის ეკლესიაში. პირველი კრება, რომელმაც ოფიციალურად შეიტანა ფილიოკვე ნიკეა-კონსტანტინეპოლის კრების მრწამსში, იყო ტოლედოს მეოთხე კრება 633 წ. ტოლედოს უფრო ადრინდელი კრებების აქტებში რომ ეს ჩანართი მოგვიანებითაა ჩასმული, ამას ახლა ბევრი კათოლიკე აღიარებს (იხ. მაგ. Denzinger-ის Enchiridion Symbolorum). ე.ი. ფილიოკვე დაამტკიცა ესპანეთში გამართულმა ადგილობრივმა კრებამ. ესპანეთიდან ეს სწავლება გადავიდა ფრანკებთან. პირველი ღია კონფლიქტი ფილიოკვეს გამო მოხდა მეცხრე საუკუნის დასაწყისში პალესტინაში, სადაც ბერძნებმა აღმოაჩინეს, რომ იქაური ფრანკი მონაზვნები მრწამსს ფილიოკვესთან ერთად ამბობდნენ და ამის გამო ერთი ამბავი ატახეს (მწვალებლები ხართო და ა.შ. აქედან ჩანს, რომ კონფლიქტი პოლიტიკური მიზეზების გამო არ დაწყებულა და არც პატრიარქ ფოტიოსს დაუწყია). ფრანკებმა პაპ ლეონ მესამეს მიმართეს, რომელმაც ნება არ მისცა ეთქვათ მრწამსი ფილიოკვესთან ერთად (აქ კათოლიკეები იმას ამბობენ, რომ პაპი ფილიოკვეს სწავლებას ეთანხმებოდა, მაგრამ მხოლოდ მისი მრწამსში შეტანა აკრძალა). თითქმის ორი საუკუნე დასჭირდა საკუთრივ რომს ამის მერე, რომ ჩანართი შეეტანა მრწამსში. ამას მოყვა ლათინთა ე.წ. "მსოფლიო კრებები", სადაც ეს სწავლება უკვე ოფიციალურად იქნა დამტკიცებულ-განმტკიცებული "მსოფლიო კრების" დონეზე. მოკლე ისტორია ეს არის. ისე ლათინ მამებს (ილარი პიქტავიელს, ამბროსი მედიოლანელს, ლეონ პაპს, გრიგოლ დიდს და ა.შ.) აქვთ ისეთი გამოთქმები, რომლების ინტერპრეტირებასაც ახდენენ კათოლიკეები სულიწმიდის მამისაგანაც და ძისაგანაც გამომავლობის თვალსაზრისით, მაგრამ ამათი ჭეშმარიტრი აზრი სულ სხვაა კათოლიკეთა ფილიოკვესთან შედარებით. შეიძლება ისიც კი ითქვას, რომ ორი ფილიოკვე არსებობს, ერთი მართლმადიდებლური და მეორე ლათინთა ![]() -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st June 2025 - 12:13 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი