ფორუმელთა პოეზია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ფორუმელთა პოეზია |
QORBUDA |
Jun 6 2007, 05:51 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 306 რეგისტრ.: 14-March 07 წევრი № 1,374 |
church-ელებო დაგლოცოთ დედამა
ღვთისმშობელ მარიამმაო, გადმოგაფაროთ თვის კალთა, თან გადაგსახოთ ჯვარიო, თქვენზე ილოცოს ზეციდან, მტერს გაუნათოს თვალიო, ბოროტსა გული მოულბოს, სიკეთის მონაგარიო, თან დაგილიცოთ ოჯახი სიწმინდის საწინდარიო, გადმოაფაროს თვის კალთა, თან გადასახოს ჯვარიო. არ არსებობს ადამიანი ვისაც თუნდ ერთი ლექსი არ ჰქონდეს დაწერილი, და თუ არსებობს ასეთი ადამიანი ის მხილოდ და მხოლოდ ზომბია რომელმაც არ იცის რა არის სიყვარული და მეგობრობა. ალექსანდრე დიუმა -------------------- ბალახი ვიყო სათიბი
არა მწადიან ცელობა, ცხვრადვე მამყოფე უფალო, ოღონდ ამცილდეს მგელობა. ვ.ფშაველა |
missis_kartveli |
Jun 22 2007, 12:48 AM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,142 რეგისტრ.: 14-December 06 მდებარ.: tbilisi წევრი № 684 |
გახსენ კარიბჭე
გახსენ კარიბჭე, მე მოველ შენთან, მსურს შენთან ვიყო, გახსენ კარიბჭე, სხვა კარიბჭე არ მოსურს გაიღოს, მე შენთან მოველ მსუს დაჩოქილმა შენზედ ვილოცო, ამქვეყნით დაღლილს მსურს ცხოვრების გზა დამილოცო. სხვა გზას არ ვირჩევ, ამ გზით მინდა მუდამ ვიარო, შვებას ვიპოვი ეს იარებიც მსურს დავიამო, მოველ, გამიღე, შენს ხატებთან მივესვენები, და განმიკურნე სული მრავლად დანასერები. სანთელს დაგინთებ, ლოცვას აღვავლენ შენადვე ცრემლით, ნება მომეცი კალთას ვემთხვიო ტკივილთა თმენით, ცრემლად დავლტები შენს წინაშე მე სინანულით, რომ დამიშუშო სულის წყლული სისხლით ნამული. გახსენ კარიბჭე, მე მოველ შენთან ძIრს დაცემული, გთხოვ შეივედრო განწირული ცოდვილი სული. ამით სძლო ა-ჰა მოხდა სასწაული, მოგვევლინა კაცთ იესო, მ-არიამზედ სთქვა უფალმა, ღვთის ძის დედა იყოს ესო, ი-გი ყრმა ბაგაში გაჩნდა, ღვთის შვილს იესო არქვესო, თ-ვე კი დეკემბერი იყო, ოცდახუთსა მოხდა ესო. ს-ასწაულებს მოახდენდა, კურნავდა ყრუთ, სნეულთ, ბრმებსო, ძ-ეს უფლისას ბრალი დასდვეს, სასწაულს რით მოახდენსო, ლ-ერწამ ჰყარეს, ყვრიმალთ სცემეს, თან ჯვარზედაც გააკრესო, ო-რთ ავაზაკთ გაუტოლეს, მათთან ერთად გასწირესო. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 04:35 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი