ფორუმელთა პოეზია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ფორუმელთა პოეზია |
QORBUDA |
Jun 6 2007, 05:51 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 306 რეგისტრ.: 14-March 07 წევრი № 1,374 |
church-ელებო დაგლოცოთ დედამა
ღვთისმშობელ მარიამმაო, გადმოგაფაროთ თვის კალთა, თან გადაგსახოთ ჯვარიო, თქვენზე ილოცოს ზეციდან, მტერს გაუნათოს თვალიო, ბოროტსა გული მოულბოს, სიკეთის მონაგარიო, თან დაგილიცოთ ოჯახი სიწმინდის საწინდარიო, გადმოაფაროს თვის კალთა, თან გადასახოს ჯვარიო. არ არსებობს ადამიანი ვისაც თუნდ ერთი ლექსი არ ჰქონდეს დაწერილი, და თუ არსებობს ასეთი ადამიანი ის მხილოდ და მხოლოდ ზომბია რომელმაც არ იცის რა არის სიყვარული და მეგობრობა. ალექსანდრე დიუმა -------------------- ბალახი ვიყო სათიბი
არა მწადიან ცელობა, ცხვრადვე მამყოფე უფალო, ოღონდ ამცილდეს მგელობა. ვ.ფშაველა |
missis_kartveli |
Jun 22 2007, 01:28 AM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,142 რეგისტრ.: 14-December 06 მდებარ.: tbilisi წევრი № 684 |
სწრაფად მიმაქროლებენ
საუკუნეთ ქარები, მივალ, მაგრამ არ ვიცი საით მივექანები. დრო გადის, არ ჩერდება, ბედის ბორბლის ტრიალი, უსასრულოდ მივქრივარ, ისმის ქართა ზრიალი. ცოცხალი ეკრანები ჩემს გარშემო იშლება, ვხედავ ციხე-ტაძრები ძირს ეცემა, იშლება. ომი სისხლისღვრიანი, ბრძოლის ორომტრიალი, მზეზე ხმლების პრიალი, ხმები ომახიანი. მშვიდობა, ნეტარება, ბუნებით დამშვენება, ურთიერთ სიყვარულით ქვეყანის აშენება. სწრაფად დროთა ცვალება, ბრძოლა, ტანჯვა, ვაება, მშვიდობის მოპოვება, კვლავ სულის ნეტარება. არ ვიცი სად მიდიან დროთა ქარავანები, აწ რა მელის არ ვიცი, მაინც მივექანები. უწერელი ფურცელი ისტორიის გვეშლება, ვხედავ ეს იმედები წინ ვარდებად გვეშლება. ვარდების წვიმა წვიმა ცრის, წვიმა ცრის... ცრემლი სდის ვის? ვაებაა თუ გოდება, თუ ეს ლურჯი ცა ტირს... ეს რა ბრბო არის, ეს რა ხალხია? ვის ეძახიან, ვის? ნეტავ რას ითხოვს, და რას რაღადებს, ხმა ერისა და ღვთის... ეს ხშირი წვიმაც ცრემლები ცისა, უკეთ მომავლად ცრის, მანამ განცდილი ყველა ტკივილი ამ ნეტარებად ღირს... გათავდა, მორჩა, უკვე ცრემლები წითელ ვარდებად წვიმს, და ეს სიახლეც დასაწყისია ვარდით ნაფენი დღის. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th September 2024 - 12:30 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი