![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
მოდით ვისაუბროთ ლიტურგიკაზე და დღევანდელობის კონტექსტში იმ სტერეოტიპებზე, რაც შეიძლება გვხვდებოდეს.
მაგალითად, მაინტერესებს, როგორ მიგაჩნიათ: არის თუ არა არასწორი, რომ მრევლს ხშირად ეკრძალება ყოველკვირეული ზიარება რაღაც გაუგებარი მოუმზადებლობის საბაბით. 1. მოციქულები ეზიარებოდნენ ყოველ პურის განტეხვაზე 2. პავლე მოციქული გვიბრძანებს: მომბაძეთ მე, როგორც მე - ქრისტეს 3. რა მომზადებაზეა საუბარი, როდესაც ეს ამკვიდრებს ილუზიას, რომ მზად ხარ, არადა აჯობებს ეზიარო ყოველთვის და თავი ჩათვალო უღირსაც, ვიდრე თვეში ერთხელ და იმ დროს თვლიდე, რომ ღირსეული ხარ მოკლედ აქ ბევრი ნიუანსია ახლა დრო არ მაქვს ვისაუბროთ.... -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
კანუდოსელი
მაიცა... მაშ ლოგიკა სხვანაირად უნდა გაგევითარებინა...... ციტატა ზიარება ღმერთთან შეერთებაა და შედეგად ცოდვების დაწვა გეთანხმები ციტატა არ აზიარებ იმ მოტივით, რომ ცოდვილია ცოდვილია, რა გაგებით? აბსოლუტური გაგებით, ცოდვილი, როგორც ადამიანი (რაც ყველაა), თუ ცოდვილი, იმიტომ, რომ მას აღსარებით თავი არ განუწმენდია? ციტატა მაშ კითხვა: თუ არ აზიარე, როგორღა დაწვავ იმ ცოდვებს? სხვა საიდუმლოებში მონაწილეობითაც! აბა, კარგად გადახედე: მართლა გამოგივიდა ისე, თითქოს ზიარება ცოდვების დასაწვავად იყოს და ამას ვუშლიდეთ ქრისტიანს... შესაბამისად, ჩემი კითხვაც ბუნებრივი იყო: ყველა ცოდვილი ვაზიაროთ? თუკი მეტყვი არა, მაშ სად არის საზღვარი? -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#3
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
სად არის საზღვარი? მომაკვდინებელი ცოდვებით - ცალსახად არა ხოლო როდესაც ყოველ სისულელის გამო უარს ეუბნები ზიარებაზე (მაგალითად: თვალით ცდუნება, ან სხვა რამ) -ეს მარაზმია ვინაიდან არაა ლიტურგიკულად სწორად გააზრებული შინაარსი ზიარების ისეთ რამე მაინც ნუ იცავ, რაც თავადაც ხვდები, რომ ეგრე არაა.... საქართველოში მრავალ წლიანი "სტაჟის" მრევლი, თან სერიოზული მრევლი თვეობით არ ეზიარებიან ხოლმე....და ეს წესად იქცა...მე კი ვამბობ, აკრძალვა წესი არ უნდა იყოს, არამედ გამონაკლისი -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
marine |
![]()
პოსტი
#4
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
საქართველოში მრავალ წლიანი "სტაჟის" მრევლი, თან სერიოზული მრევლი თვეობით არ ეზიარებიან ხოლმე.... მე პირადად სტაჟიანი მრევლი ვარ და წლებია უპრობლემოდ მაზიარებს მოძღვარი შეზღუდვების და აკრძალვების გარეშე, თვეში რამდენჯერაც არ უნდა მივიდე .. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 10:09 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი