![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
უჩა |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
![]() ღმერთო სამშობლო მიცოცხლე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,655 რეგისტრ.: 31-December 06 მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა... წევრი № 771 ![]() |
ეს ფილმი ჩემი ყველაზე საყვერელი ფილმია. უზომოდ მიყვარს. რამდენჯერაც არ უნდა ვუყურო არ მომწყინდება. ამ ფილმში ძალიან კარგადაა გადმოცემული ის დარდი, განცდა და სიყვარული რომელიც ყველა ნამდვილ ქართველს უნდა ქონდეს ვინც საქართველოდანაა წასული.
![]() რავი მეტს სიტყვებით ვერ გადმოვცემ ისეთი ფილმია რო... სიმღერა - ფესვების-ფესვები თქვენი აზრი მაინტერესებს როგორია ეს ფილმი და საქართველოდან წასული ხალხის უმრავლესობა დღეს-დღეისობით ფიქრობს და შეიგრძნობს საქართველოს სიყვერულს ისე როგორც გიორგი(ჯორჯი) შეიგრძნობდა ამ ფილმში თუ არა? ჩემი აზრით საქართველოდან წასულების დიდი ნაწილი გულით ატარებს საქართველოს სიყვერულს. მაგრამ სამწუხაროდ ისეთებიც არიან ვისაც არაფრად მიაჩნიათ საკუთარი სამშობლო ![]() ![]() ![]() ![]() ესეც ჩვენი ფესვებიიი. ![]() აი აქ ყურებაც შეგიძლიათ. ![]() აქ---ფილმი ფესვები -------------------- და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35 |
![]() ![]() |
ნაინა |
![]()
პოსტი
#2
|
![]() პროვინციელი ალქაჯი!!!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 ![]() |
ციტატა სამწუხაროდ, ქართველები მიდიან საზღვარგარეთ, ოჯახდებიან უცხოელებზე, მათმა შთამომავლობამ არ იცის ქართული და არც არავინ ცდილობს ასწავლოს. როცა დაბერდებიან ახსენდებათ სამშობლო და ყველა აქ დასაფლავებას ნატრობს.ხშირად ნოდარ დუმბაძის სიტყვები მახსენდება ხოლმე თეთრი ბაირაღებიდან, , ,,თქვენ საქართველო სასაფლაო ხომ არ გგონიათო? ქვეყანას მაშინ უნდა ემსახურო, როცა ახალგარდა ხარ, რაღაც შეგიძლია მისცე, ამით გამოიხატება ქეყნის სიყვარულიც და სასახურიც. საქართველოში დასაფლავების სურვილით ქვეყნის სიყვარული არ გამოიხატება. უფრო ხშირად რეალობა ასეთია, ეს რეალობა ალბათ არ ვრცელდება ამ ფილმზე, თუმცა ამ ფილმშიც არის რაღაც-რაღაც ისეთი რაც მე ვთქვი. მაგალითად გეგეჭკორის შეკითხა შენმა შვილებმა ქართული იციანო? შემდგომ აღმოჩნდება რომ შვილებმა ქართული არ იციან, ანუ ისინი უკვე ქართველები აღარ არიან. ეს ფილმი მიყვარს, ცოტა გაღიზიანებული პოსტი გამომივიდა. ცოტა გაღიზიანებული კი არა, მაპატიე და საკმაოდ უხეშად მოგივიდა. არ შეიძლება ასე ილაპარაკო. საქართვრლო სასაფლაოდ არავის მიაჩნია, ეს თითქმის ყველამ იცის. იმაზე არ დაფიქრებულხარ რამდენი ოჯახი გადაურჩა ამით შიმშილსა და სიღატაკეს? მესმის ყველა სხვადასხვაგვარად განიხილავს ემიგრანტების საკითხს, მაგრამ გახსოვდეთ მათთვის ეს ყველაზე მტკივნეული თემაა და მეტ-ნაკლები პატივისცემით მაინც უნდა მოვეპყროთ. იმაზეც დავფიქრდეთ, რომ ასეთი გაღიზიანებული სიტყვებით ზედმეტად ვატკენთ გულს ერთმანეთს და კიდევ მათ ხომ ჰყავთ საქართველოში დატოვებული ოჯახები, ნუთი ფიქრობთ, რომ არ უყვართ, არ ენატრებათ, ნუთუ ფიქრობთ რომ არ დარდობენ და არ განიცდიან. საქართველოში მყოფთაგანს, ბევრს ვერც წარმოუდგენია რომ ოჯახსა და სამშობლოს მოწყვეტილი ადამიანებისათვის ყოველი მზის ამოსვლა კიდევ ერთი ტკივილიანი დღის დასაწყისია. კი არსებობენ ისეთებიც ვისაც საკუთარი თავის გარდა არაფერი აღელვებთ, არც სამშობლო, არც ახლობლები, არც მტერი და არც მოყვარე, მაგრამ ამ ერთეულების გამო ხომ არ შეიძლება ასეულები განვსაჯოთ, გული ვატკინოთ, თანაც ასე მწარედ. და კიდევ ერთიც, დუმბაძის სიტყვები ცოტა სხვაგვარად ჟღერდა, თქვენ საქართველო ებრაელების სასაფლაო ხომ არ გგონიათო, სწორი ვარიანტი ესაა. მე მგონი თქვენს დაწერილსა და ამ ფრაზას შორის უზარმაზარი განსხვავებაა მაპატიე, არ მინდა გაწყენინო, უბრალოდ ცუდად მომხვდა გულზე და გიპასუხე ![]() ეხლა ფილმს რაც შეეხება. ახალს ვეღარაფერს ვიტყვი. საოცარი გრძნობით, ღრმა ემოციებით დატვირთული ფილმია. სულს რომ აგიფორიაქებს, გულს რომ სისხლისაგან დაგიწურავს, ამავე სისხლის მწარე ცრემლს რომ მოგადენს, კიდევ და კიდევ წუთისოფლის ამაოებაზე და საკუთარი ცხოვრების ავ_კარგზე რომ დაგაფიქრებს. ვინა ვართ, სადა ვართ ან საიდან მოვდივართ. დამიჯერეთ, ეს ფილმი ემიგრანტებისათვის უფრო რთული საყურებელია ვიდრე ნებისმიერი, საქართველოში მცხოვრები ადამიანისათვის. ყველამ ვიცით, რომ ჩვენი სიმაღლე ჩვენივე ფესვებიდან იზომება. ეს ფესვები კი საქართველოშია. სწორედ ესაა ამ ფილმის აზრიც, მიზანიც და ამოსავალი წერტილიც. უფალი გფარავდეთ ყველას, ემიგრანტებსაც და სამშობლოში დარჩენილებსაც. ![]() -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st July 2025 - 11:01 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი