![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
უჩა |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
![]() ღმერთო სამშობლო მიცოცხლე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,655 რეგისტრ.: 31-December 06 მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა... წევრი № 771 ![]() |
ეს ფილმი ჩემი ყველაზე საყვერელი ფილმია. უზომოდ მიყვარს. რამდენჯერაც არ უნდა ვუყურო არ მომწყინდება. ამ ფილმში ძალიან კარგადაა გადმოცემული ის დარდი, განცდა და სიყვარული რომელიც ყველა ნამდვილ ქართველს უნდა ქონდეს ვინც საქართველოდანაა წასული.
![]() რავი მეტს სიტყვებით ვერ გადმოვცემ ისეთი ფილმია რო... სიმღერა - ფესვების-ფესვები თქვენი აზრი მაინტერესებს როგორია ეს ფილმი და საქართველოდან წასული ხალხის უმრავლესობა დღეს-დღეისობით ფიქრობს და შეიგრძნობს საქართველოს სიყვერულს ისე როგორც გიორგი(ჯორჯი) შეიგრძნობდა ამ ფილმში თუ არა? ჩემი აზრით საქართველოდან წასულების დიდი ნაწილი გულით ატარებს საქართველოს სიყვერულს. მაგრამ სამწუხაროდ ისეთებიც არიან ვისაც არაფრად მიაჩნიათ საკუთარი სამშობლო ![]() ![]() ![]() ![]() ესეც ჩვენი ფესვებიიი. ![]() აი აქ ყურებაც შეგიძლიათ. ![]() აქ---ფილმი ფესვები -------------------- და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35 |
![]() ![]() |
ქეთუ |
![]()
პოსტი
#2
|
![]() ცრემლისფერი... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,898 რეგისტრ.: 16-December 06 მდებარ.: USA წევრი № 698 ![]() |
ციტატა როცა დაბერდებიან ახსენდებათ სამშობლო და ყველა აქ დასაფლავებას ნატრობს.ხშირად ნოდარ დუმბაძის სიტყვები მახსენდება ხოლმე თეთრი ბაირაღებიდან, , ,,თქვენ საქართველო სასაფლაო ხომ არ გგონიათო? ქვეყანას მაშინ უნდა ემსახურო, როცა ახალგარდა ხარ, რაღაც შეგიძლია მისცე" ნოდარ დუმბაძის სიტყვებითვე გიპასუხებ: „ქვეყნის სიყვარულს საყველპუროდ და საარშიყოდ ნუ გაიხდით, სამშობლო როსკიპი ქალი არაა, მთვრალს რომ მოგენატრება და მაშინ გაიხსენებ, სამშობლო ტაძარია სალოცავი. მუხლზე დაჩოქილი უნდა იდგე მის საკურთხეველთან, ცალი ხელით პირჯვარს უნდა იწერდე, მეორეთი კი ხმალს იქნევდე, ეშმაკები რომ არ დაეპატრონონ... და კიდევ ერთი, შესაწირავის მიტანა ვერავინ ვერ უნდა მოგასწროს ამ ტაძართან.“ ციტატა ამით გამოიხატება ქეყნის სიყვარულიც და სამახურიც. საქართველოში დასაფლავების სურვილით ქვეყნის სიყვარული არ გამოიხატება. ქვეყნის სიყვარული არც იმით გამოიხატება, საქართველოში ხარ თუ მის ფარგლებს გარეთ რა მნიშვნელობა აქვს თუ დიდი გული გაქვს და ამ გულით სამშობლოს სიყვარულს ატარებ. ბევრი ემიგრანტი უფრო მეტადაა საქართველოზე შეყვარებული და თუნდაც იმ ემიგრაციში ყოფნით მეტად გამოხატავს ამას და მეტად ეხმარება სამშობლოს! ციტატა "საქართველოში დასაფლავების სურვილით ქვეყნის სიყვარული არ გამოიხატება." აი თუნდაც ამ სიტყვებით არ გამოიხატება სამშობლოს სიყვარული "შენ მუჭა-მუჭა გაგიტანეს საქართველოდან ქართულო მიწავ, ამიტომაც დაპატარავდი..." აი ამაში გამოიხატება, უდოდესი ტკივილი და მონატრება. -------------------- "ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი... მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი, სული მაინც მუხლმოყრილია..." "Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!" |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st July 2025 - 10:21 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი