ტრადიციები უცხოეთში და საქართველოში, რომელებზეც გვეცინება, რომლებიც მიუღებელია ჩვენთვის... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ტრადიციები უცხოეთში და საქართველოში, რომელებზეც გვეცინება, რომლებიც მიუღებელია ჩვენთვის... |
k@the |
Jun 20 2007, 04:10 PM
პოსტი
#21
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
მგონი საინტერესო უნდა იყოს, თუ დავწერთ იმ ხალხის და ქვეყნის ტრადიციებსა თუ ჩვევებს, რაც თვალში მოგხვედრია ჩასვლისას, რასაც საქართველოშიც მივესალმებოდით, ან რაც ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებლად მიგვაჩნია...
-------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
KAIROS |
Jun 24 2007, 11:53 AM
პოსტი
#22
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
კარგი თემაა:
1) იტალიელები - უპირველესად უნდა ითქვას, რომ ძალიან "ქართული " ხასიათი აქვთ ცუდშიც და კარგშიც კარგი თვისებები- სტუმართმოყვარეობა, სიალალე, მხიარულობა, გახსნილობა, აქვთ ძალიან დახვეწილი ტურიზმი, უსაფრთხოება, ტელევიზია, რეკლამა, გაზეთები, ძალიან საინტერესოა ამათი "ედიკოლა", აქ ნახავთ , რომ გაზეთებს მოყვება ყველაფერი, ანუ მისაღებ ან ძალიან იაფ ფასებში შეიძლება იყიდოთ უველაფერი რაც პატარა ზომისაა, ესაა მთელი ენციკლოპედიები ( გავიყიდე ) , ათასი ჟანრის ვიდეო-დვდ-აუდიო კასეტები და დისკები, ათასი საკოლექციონერო საგნები, მოდელები, ათასი მცირე ხელსაწყო და რა ვიცი, უამრავი რამე, აქვთ უმაღლესი ხარისხის ჩაცმის კულტურა და უგემრიელესი ნაყინები, შესაბამად გამოირჩევიან ჭამა-სმის ( და "გულავის" ) დიიიიიდი სიყვარული, ნუ განსაკუთრებით ჭამის, აქ მთელი აკადემიაა ჭამისა ( როგორც ჩვენთან სმის) , მაგალითად კლასიკური დიდი სადილი ასე მიმდინარეობს: 1)უპირველესი სუფრაზე დაჯდომისას აპერიტივო, ოდნავ ალკოჰოლური სასმელი, რომელმაც გემო უნდა გაუხსნას მოსადილეს, ასევე მცირე დოზით ნელნელა ჭამენ მცირე გუნდებით მოცარელას ( იტალიური სულგუნი) , ზეთისხილის კეკლებს და პროშუტოს ( ერთგვარი გამოყვანილი მშრალი ხორცი) თხელ ნაჭრებს, ეს ყველაფერი ხდება მხოლოდ გემოს აღსაძვრელად და საჭმლის მომნელებელი ორგანოების "დასაქოქად" 2) მხოლოდ ამის შემდეგ მოდის პირველი თეფში, ძირითადად ეს პასტა, ჩვენებურად მაკარონი, მაგრამ მაკარონნი აქ განირჩევა სპაგეტისაგან და თავად პასტისაგან, ყველა ამათგანი მზადდება მილიონი სხვადასხვა სტილით, ხორცში, ყველში, თევზში, ათას ბოსტნეულში, პასტა ასხამენ ზეთისხილის ზეთს და აყრიან დაფხვნილ უგემრიელეს პარმეჯანოს ყველს ( მაგრამ როცა პასტა თევზიანია, მაშინ პარმეჯანო არ ეყრება) ... ან შეიძლება პასტა ჩაენაცვლოს ( თუმცა ორივეა და არჩევანს თავად მოსადილე აკეთებს) მინესტრონეთი, ეს არის ერთგვარი წვნიანი, თითქმის მხოლოდ წვენი, რომელსაც ცხლად ხვრიპავენ... ეს ყველაფერი რათქმაუნდა უპუროდ და ღვინის ან რაიმე სხვა სასმელის გარეშე, შეიძლება წყალი. 3) პირველ თეფშის შემდეგ, სანამ გადავლენ მეორე თეფშზე, არის ერთგვარი შესვენება, რომელიც სჭირდება კუჭს, ამიტომ, ამ დროს მოაქვთ ხოლმე ინსალატა, ჩვენებურად სალათის ფოთლები, რომელსაც მოსადილე ხელის მარჯვე მოძრაობით დანა-ჩანგლით აქუცმაცებს და მერე გემოვნებით იქვე შეკაზმავს, მარილი, ძმარი ან ზეითუნის ( თუ ზეთისხილის, ერთიდაიგივეა მგონი ) ზეთი, ეს უკანასკნელი შეიძლება ჩანაცვლდეს "აჩეტო ბალაზამიკოთი", რაც ბალზამურ ძმარს ნიშნავს, ეს არის შავი ძმარი, სპეციფიკური გემოთი და საკმაოდ უხდება სალათს. 4) მხოლოდ ამის შემდეგ მოდის მეორე თეფში, აქ უნდა ვთქვა მართალი, ქართველებს უფრო დიდი მრავალფეროვნება და ფანტაზია გვაქვს ვიდრე იტალიელებს, თუმცა იტალიელებს იმხელა ცერემონია აქვთ მეორე თეფშის წინ და შემდეგ, რომ არაა გასაკვირი მეორე თეფშის შედარებითი "სიღარიბე", ესაა ხორცი, ან თევზი მოხარშული ან შემწვარი, შეიძლება თან ახლდეს რაიმე დანამატი ( მწვანე ლობიო, ან კარტოფილი) და წრუპვით წითელი ან თეთრი ღვინო, არის აზრი რომ წითელი ღვინო ისმევა ხორცზე და თეთრი თევზზე, ძირითადში ეს სწორია, მაგრამ არის ბევრი გამონაკლისიც, თითოეულ ღვინოს ბოთლზე აქვს დაწერილი, რაზე შეიძლება დავაყოლოთ ესათუის ღვინო. სხვა ალკოჰოლურ სასმელიდან იტალიელები იყენებენ "გრაპას" ჩვენებურ ერთნახად არაყს გავს, ან უგემრიელეს "ლიმონჩელოს", რომელიც გემრიელი ლიმნის არაყია... 5) ამის შემდეგ ყველა ღებულობს ხილს ( ვაშლი, ბანანი) 6) თუკი ზაფხულია, მაშინ ნაყინსაც მიირთმევენ, თუა შესაძლებლობა ცოტა ვისკით. 7) ყველაფერი ეს მთავრდება იტალიელებისათვის უსაჭიროესს - ყავათი, ყავის უამრავი სახეობაა, ყველას თავისი დანიშნულება აქვს, თავისი დრო, დოზა , შაქრის რაოდენობა და სმის ფორმაც კი შეიძლება რთულად მოგეჩვენოთ ეს ყველაფერი, მაგრამ ძლიერ მარგებელია,რაც ღიპებზეც შესანიშნავად აისახება ცუდი თვისებები კი ის არის, რომ ჩვენსავით მოუწესრიგებლები არიან, მუშაობა არ უყვართ ( სულ გაფიცვებია ხოლმე ), ქალაქები ჭუჭყიანია, ძალიან არაპუნქტუალები არიან, როგორც ხალხი ისე ტრანსპორტი ( რაც გადამდებია ), შიგდაშიგ წაიფაშისტებენ ხოლმე, ძალიან გარყვნილებია, 83 წლის მიხრწნილი ბებერი შეიძლება 23 წლის გოგოსთან ნახოთ, ცოლი და ქმარი პანტა-პუნტით ღალატობენ ერთმანეთს და 30-34 წლამდე არავინ ქორწინდება, მანამ ასევე პანტა-პუნტით იცვლიან ქალებს და კაცებს ... მანქანებს და მოტოებს ( რომლებითაც სავსეა ქალაქი) გიჟებით ატარებენ, არანაირი წესი ამათვის არ არსებობს, უყურადღებოები და უხეშები არიან ოფისებში. ერთიანობაში კი იტალია ულამაზესია, და ვერცერთი ევროპის ქვეყანა ვერ შეედრება ( საკუთარი გამოცდილებით გეუბნებით ) აქ ყველა პატარა ქალაქი, ხელოვნების ნამდვილი ნიმუშია და ყველა პატარა სოფელი სულ ფოტოაპარატიათაა გადასაღები, რომ არაფერი ვთქვათ ტურინზე, ვენეციაზე, ფლორენციაზე, პერუჯაზე, სიენაზე, არეცოზე, პიზაზე, ნეაპოლზე, ბარზე, პალერმოზე, კალაბრიაზე, რომელი ერთი ჩამოვთვალო ... აი რომი კი მართლა რომია, წლები კი არა მგონი სიცოცხლეები არ გეყოფა ეს საოცარი ქალაქი რომ ამოწურო, სულ ახალ-ახალ აღმოჩენებს აკეთებს მნახველიც და თავად რომაელებიც და ღმერთმა უწყის რამდენს საიდუმლოს ინახავს კიდევ მარადიული ქალაქი! კარგია იტალია! კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:17 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი