გამარკვიეთ..., ზოგადი შეკითხვები და ძიებანი ბიბლიაში |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გამარკვიეთ..., ზოგადი შეკითხვები და ძიებანი ბიბლიაში |
KAIROS |
Jun 24 2007, 11:08 AM
პოსტი
#41
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ამ განყოფილებაში რამოდენიმე ცალკე კითხვისათვის ცალ-ცალკე თემა იხსნებოდა და იკეტებოდა და ა. შ. ახლაც დაიბადა კითხვა და ვფიქრობ, უკეთესი იქნება თუ გავხსნით ამ ახალ თემას, სადაც ყველას შეეძლება დასვას ნებისმიერი კითხვა ბიბლიის პერსონაჟების, ტერმინების, გაუგებარი ადგილების თუ სხვა რამის შესახებ.
წარმატებულ ძიებებს გისურვებთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
KAIROS |
Jun 24 2007, 03:08 PM
პოსტი
#42
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა ოთხო მოციქული იესოს აღდგომის შემდეგ ადამიანთა მისვლას აკლდამაში სხვადასხვაგვარად აღწერს... მნათე. ეს კითხვა წერილით უკვე დამისვა დავითმა, ამიტომ იმედია არ მიწყენს და შემოკლებული სახით შემოგთავაზებთ კითხვა-პასუხს, რათქმაუნდა კითხვები იქნება და აქედან გავაგრძელოთ: დავითის კითხვა: " მათეს 28-ე თავი, მარკოზი მე-16 თავი, ლუკა 24-ე თავი, იოანეს მე-20 თავი - შესაბამისადაა დალაგებული ქვედა ტექსტებიც. - მაგდალელი და მეორე მარიამი მიდიან სამარხთან (2 მიდის) - მაგდალელი, მარიამ იაკობისა და სალომე მიდის სამარხთან (3 მიდის) - დედაკაცები მივიდნენ სამარხთან (რამდენიმე მიდის, დაახლოებით 10-მდე - 24:10) - მაგდალელი მიდის სამარხთან (მხოლოდ 1 მიდის) - მოხდა დიდი მიწისძვრა, ანგელოზმა ლოდი გადააგორა, მცველები დააფეთა და ლოდზე დაჯდა. შემდეგ აკლდამაში შეუძღვა ქალებს და ანახა მათ ის ადგილი, სადაც იესო იწვა. მისი ბრძანებით ქალები წავიდნენ იერუსალიმში მოწაფეებთან. იესოს ნახვის ადგილად დასახელებულია გალილეა. იესო მათ არ უნახიათ. - ქალებს ლოდი გადაგორებული დახვდათ, შევიდნენ ღია აკლდამაში, იქ ანგელოზი დახვდათ, რომელმაც მოწაფეებთან მისვლა და შემდეგ მათი გალილეაში გამგზავრება უბრძანა. იესო მათ არ უნახიათ. - ქალებს ლოდი გადაგორებული დახვდათ, შევიდნენ ღია აკლდამაში და ძალიან შეფიქრიანდნენ, როცა იესოს გვამი ვერ ნახეს. ამ დროს მათ თავზე მოულოდნელად წამოადგათ 2 ანგელოზი. რაიმე ბრძანება არ მიუციათ. ქალები მიდიან მოწაფეებთან. იესო მათ არ უნახიათ. - მაგდალელს ლოდი გადაგორებული დახვდა, ანგელოზები არ უნახია და გვამი ვინ წაიღო ის აფიქრებდა. ამიტომ სასწრაფოდ დაბრუნდა იერუსალიმში და აცნობა ამის შესახებ მოწაფეებს. მოწაფეები მოვიდნენ, აკლდამა დაათვალიერეს და მალევე წავიდნენ. მაგდალელი ატრიდა და როცა აკლდამაში შეიხედა, დაინახა 2 ანგელოზი, თუმცა ვერ აღიქვა ისინი ანგელოზებად და საუბარი გაუბა (არ შეშინებია). ამ დროს გავიდა და ნახა მაცხოვარი, მაგდალელმა ისიც ვერ იცნო და მასაც გაესაუბრა. მერე როგორც იქნა, იცნო და მოწაფეებთან გააგზავნა ის იესომ, მესიჯით: მკვდრეთით ვარ აღმდგარიო! მათე და მარკოზი დაახლოებით ერთნაირად აღწერენ ამ ისტორიას (ანგელოზების რიცხვსაც 1-ად ასახელებენ), მაგრამ ლუკა და განსაკუთრებით იოანე, სულ სხვა ისტორიას ყვებიან..." პასუხი: "ციტატა მაგდალელი და მეორე მარიამი მიდიან სამარხთან (2 მიდის) - მაგდალელი, მარიამ იაკობისა და სალომე მიდის სამარხთან (3 მიდის) - დედაკაცები მივიდნენ სამარხთან (რამდენიმე მიდის, დაახლოებით 10-მდე - 24:10) - მაგდალელი მიდის სამარხთან (მხოლოდ 1 მიდის)" ზემოთ სჩანს 1) მიდიან ქალები 2) მარიამ მაგდალელი არის ამ ქალებში 3) ლოდი გადაგორებულია 4) ანგელოზი ( ზოგან დაზუსტებულია ორი) ეჩვენებათ ესაა მთავარი, დანარჩენი დეტალებშია განსხვავება, რაც ახალი აღთქმის წიგნების ორიგინალურობაზეც მეტყველებს ყველა თავისი ენით ყვება ე.ი. არაა გადაწერილი და კანონიკურობაზეც ე.ი. ძირითადში ყველა თანხმდება. ლუკა ბერძენია და მისი სტილია ყველაფერის დაზუსტება, მისი სახარებაც ხომ ყველა სრულია და დაწვრილებითი? ჰოდა, ლუკასგან არ გაგიკვირდეს, სისხლში აქვს ზუსტი ისტორიის წერა გამჯდარი. იოანე... იოანე განსაკუთრებულ დიალოგებზე და მოვლენებზე ჩერდება მხოლოდ, მაღალი სპირიტუალიზმის და სიმბოლიზმის ფაქტებს გადმოსცემს მისებური სულისშემძვრელი დიალოგებით, ამიტომაა რომ არჩევს მისებური მისტიციზმით ფაქტებს და მხოლოდ მათ წერს.. ანუ აქ ჩვენ წინააღმდეგობას კი არა, სხვადასხვა კუთხით დანახულ ერთიდაიგივე ფაქტს ვხედავთ, ზოგან დაზუსტებულს ზოგან არა, აქცენტი რაა ეგაა მთავარი, მახარობელთა სიმბოლიკაც, ხომ მათ აქცენტებზე მეტყველებს? ............... ეს მოკლედ და შემდგომში ჩავუღრმავდეთ! იხარეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 02:36 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი