გამარკვიეთ..., ზოგადი შეკითხვები და ძიებანი ბიბლიაში |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გამარკვიეთ..., ზოგადი შეკითხვები და ძიებანი ბიბლიაში |
KAIROS |
Jun 24 2007, 11:08 AM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ამ განყოფილებაში რამოდენიმე ცალკე კითხვისათვის ცალ-ცალკე თემა იხსნებოდა და იკეტებოდა და ა. შ. ახლაც დაიბადა კითხვა და ვფიქრობ, უკეთესი იქნება თუ გავხსნით ამ ახალ თემას, სადაც ყველას შეეძლება დასვას ნებისმიერი კითხვა ბიბლიის პერსონაჟების, ტერმინების, გაუგებარი ადგილების თუ სხვა რამის შესახებ.
წარმატებულ ძიებებს გისურვებთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
დათიკო |
Jun 24 2007, 05:12 PM
პოსტი
#2
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
KAIROS
ციტატა დავითის კითხვა აღნიშნულიო საკითხის გარჩევა სხვა ფორუმზე მიმდინარეობდა. აქაც შეგვიძლია ვიმსჯელოთ აღნიშნულ საკითხზე. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ არებობს ამ თანამიმდევრობის ორგვარი ვერისა. ერთია ეპისკოპოს ზოსიმეს მიერ შეკრებილი განმარტება წმინდა მამათა გადმოცემის მიხედვით, სადაც სიუჟეტი მარიამის მისვლიდან იწყება. http://www4.avoe.ge/ftp/movies29/Next/Next.avi და მეორე განმარტება, რომელი სხვაადასხვა რუსული საიტებიდან მოვიძიე: მოქმედება I მარკ. 16:1 და ვითარცა გარდაჴდა შაბათი იგი, მარიამ მაგდალენელმან და მარიამ იაკობისმან და სალომე იყიდეს ნელსაცხებელი, რაჲთა მოვიდენ და სხონ მას მარკ. 16:2 და ნიადაგ განთიადსა მას ერთშაბათისასა მოვიდეს საფლავსა მას ზედა მერმეცა აღმოსვლასოდენ მზისასა მარკ. 16:3 და იტყოდეს ურთიერთას: ვინ გარდაგჳგორვოს ჩუენ ლოდი იგი კარისა მისგან საფლავისა? მათე 28:1ხოლო მწუხრი შაბათსა, რომელი განთენდებოდა ერთშაბათად, მოვიდა მარიამ მაგდალინელი და სჴუაჲ იგი მარიამ ხილვად საფლავიდა მის იოვანე 20:1 ერთსა მას შაბათსა მოვიდა მარიამ მაგდალინელი განთიად, ვიდრე ბნელღა იყო ლუკა 24:1 ხოლო ერთსა მას შაბათსა, ცისკარსა მსთუად მოვიდეს საფლავსა მას და მოაქუნდა, რაჲ-იგი მოემზადა სულნელი და ნელსაცხებელი, და სხუანი ვინმე მათ თანა რაც შეეხება შაბათისა და პარასკევის ამბავს, ამაზე მოგვაინებით გავაგრძელოთ საუბარი. აქ უბრალოდ საუბარია იმაზე რომ მოდიან ეს დედები მათთან ერთად მაგდალინელი. მოქმედება II მათე 28:2 და აჰა ძვრაჲ იყო დიდი, რამეთუ ანგელოზი უფლისაჲ გარდამოჴდა ზეცით, მოვიდა და გარდააგორვა ლოდი იგი კარისა მისგან საფლავისა და დაჯდა მას ზედა მათე 28:3 ხოლო იყო ხილვაჲ მისი, ვითარცა ელვაჲ, და სამოსელი მისი სპეტაკ, ვითარცა თოვლი მათე 28:4 ხოლო საშინელებისაგან მისისა შეძრწუნდნენ მცველნი იგი და იქმნნეს, ვითარცა მკუდარნი მოქმედება III მარკ. 16:4 და მიჰხედეს და იხილეს, რამეთუ გარდაგორვებულ იყო ლოდი იგი, რომელი იყო დიდ ფრიად. მარიამი იოვანე 20:1 საფლავსა მას ზედა და იხილნა ლოდი იგი აღებული კარისა მისგან საფლავისა. იოვანე 20:2 რბიოდა და მოვიდა სიმონ პეტრესა და სხჳსა მის მოწაფისა , რომელი უყუარდა იესუს, და ჰრქუა მათ:”აღიღეს უფალი საფლავისაგან, და არა უწყი, სადა დადვეს იგი”. მოქმედება IV მარკ. 16:5 და შე-რაჲ-ვიდეს საფლავსა მას, იხილეს ჭაბუკი მჯდომარე მარჯუენით კერძო, შემოსილი სამოსლითა სპეტაკითა, და განჰკრთეს. მათე 28:5 მიუგო ანგელოზმან მან და ჰრქუა დედათა მათ: ნუ გეშინინ თქუენ; ვიცი, რამეთუ იესუს ნაზარეველსა ჯუარ-ცუმულსა ეძიებთ. მარკ. 16:6 ხოლო მან ჰრქუა მათ: ნუ განჰკრთებით! იესუს ეძიებთ ნაზარეველსა, ჯუარ-ცუმულსა; აღდგა, მათე 28:6 არა არს აქა. აჰა ადგილი, სადა დადვეს იგი. მათე 28:7 და ადრე წარვედით და უთხართ მოწაფეთა მისთა, ვითარმედ: აღდგა მკუდრეთით და აჰა წინა-გიძღჳს თქუენ გალილეას. მუნ იხილოთ იგი. აჰა ესერა გარქუ თქუენ. მარკ. 16:7 არამედ წარვედით და უთხართ მოწაფეთა მისთა და პეტრეს, ვითარმედ: აჰა ესერა წინა-გიძღჳს თქუენ გალილეას, მუნ იხილოთ იგი, ვითარცა გრქუა თქუენ. მათე 28:8 ხოლო იგინი გამოვიდეს ადრე მიერ საფლავით შიშითა და სიხარულითა დიდითა, მირბიოდეს თხრობად მოწაფეთა მისთა. ამის შემდეგ ისინი კი წავიდნენ რომ ეცნობებინათ მოწაფეებისტვის, მაგრამ შეშინდნენ გარკვეული მიზეზის გამო. მარკ. 16:8 და მათ ვითარცა ესმა ესე, გამოვიდეს და ივლტოდეს მიერ საფლავით, რამეთუ შეძრწუნებულ იყვნეს და დაკჳრვებულ და არარაჲ ვის უთხრეს, რამეთუ ეშინოდა. მოქმედება V ამის შემდგომ, სავარაუდოდ, მოვიდნენ სხვა დედებიც, ლუკას მიხედვით, ის არ ასახელებს სახელებს არამედ უბრალოდ ამბობს: და სხუანი ვინმე მათ თანა რა თქმა უნდა მათაც იპოვეს გადაგორებული ლოდი ლუკა 24:2 და პოვეს ლოდი იგი გარდაგორვებული საფლავისა მისგან ლუკა 24:3 და შე-რაჲ-ვიდეს შინა, არა პოვეს გუამი იგი უფლისა იესუჲსი. ლუკა 24:4 და იყო განზრახვასა მას მათსა ამისთჳს, და აჰა ესერა ორ კაც ზედა მოადგეს მათ სამოსლითა ელვარითა. ლუკა 24:5 და ვითარ შეშინებულ იყვნეს იგინი და დაედრიკნეს პირნი მათნი ქუეყანად, ჰრქუეს მათ: რაჲსა ეძიებთ ცხოველსა მას მკუდართა თანა? ლუკა 24:6 არა არს აქა, არამედ აღდგა. მოიჴსენეთ, ვითარ-იგი გეტყოდა თქუენ, ვიდრე იყოღა იგი გალილეას, ლუკა 24:7 და თქუა, ვითარმედ: ჯერ-არს ძისა კაცისა მიცემად ჴელთა კაცთა ცოდვილთასა და ჯუარ-ცუმად და მესამესა დღესა აღდგომად. ლუკა 24:8 და მოეჴსენნეს სიტყუანი მისნი. ლუკა 24:9 და მიიქცეს საფლავით და უთხრეს ესე ყოველი ათერთმეტთა მათ და სხუათა ყოველთა. აქაც ანგელოზი ესაუბრება ამ დედებს. ვფიქრობ არ უნდა იყოს გასაკვირი და არალოგიკური, თუკი ანგელოზი მათაც დაახლოებით იგივეს ეუბნება. მოქმედება VI მხოლოდ ამის შემდეგ მოდიან მოწაფეები იოვანე 20:3-10 გამოვიდა პეტრე და სხუაჲ იგი მოწაფე და მოვიდოდეს საფლავად რბიოდეს ორნივე ზოგად. ხოლო სხუაჲ იგი მოწაფე წინა რბიოდა უადრეს პეტრესსა და მოვიდა პირველად საფლავად. და შთახედა საფლავსა მას და იხილნა ტილონი იგი ხოლო მდებარენი და შინა არა შევიდა. მოვიდა სიმონ-პეტრეცა შემდგომად მისა და შევიდა საფლავად და იხილნა ტილონი იგი მდებარენი. და სუდარი იგი, რომელი იყო თავსა მისსა არა ტილოთა თანა მდებარე, არამედ თჳსაგან შეკეცილი ერთსა ადგილსა. მაშინ შევიდა სხუაჲცა იგი მოწაფე, რომელი მოვიდა პირველად პეტრესა საფლავად. და იხილეს და ჰრწმენა. რამეთუ არღა იცოდეს წერილისაჲ, ვითარმედ: ჯერ-არს მისი მკუდრეთით აღდგომაჲ. წარვიდეს უკუე კუალად თჳსაგან მოწაფენი იგი. მოქმედება VII იოვანე 20:11-18ხოლო მარიამ დგა გარეშე საფლავსა მას თანა და ტიროდა. და ვითარ ტიროდა, შთახედა საფლავსა მას. და იხილნა ორნი ანგელოზნი, სპეტაკითა მოსილნი, მსხდომარენი ერთი თავით და ერთი ფერჴით, სადა-იგი იდვა გუამი უფლისა იესუჲსი. და ჰრქუეს მას ანგელოზთა მათ: დედაკაცო, რაჲსა სტირ? ხოლო მან ჰრქუა მათ, რამეთუ აღიღეს უფალი ჩემი საფლავით და არა უწყი, სადა დადვეს იგი. ესე რაჲ თქუა, მიიქცა გარე და იხილა იესუ მდგომარე და არა უწყოდა, რამეთუ იესუ არს. ჰრქუა მას იესუ: დედაკაცო, რაჲსა სტირ? ვის ეძიებ? მას ეგონა, ვითარმედ მემტილე იგი არს, და ჰრქუა მას: უფალო, უკუეთუ შენ აღიღე იგი, მითხარ მე, სადა დასდევ, და მე წარმოვიღო იგი. ჰრქუა მას იესუ: მარიამ! მიიხილა მან გარეთ და ჰრქუა ებრაელებრ: რაბბუნი! რომელსა ჰრქჳან მოძღუარ, და მირბიოდა შემთხუევად მისა. რქუა მას იესუ: ნუ შემომეხები მე, რამეთუ არღა აღსრულ ვარ მამისა ჩემისა; წარვედ ძმათა ჩემთა და არქუ მათ: აღვალ მამისა ჩემისა და მამისა თქუენისა, ღმრთისა ჩემისა და ღმრთისა თქუენისა. მოვიდა მარიამ მაგდალენელი თხრობად მოწაფეთა მისთა, რამეთუ იხილა უფალი და ესრეთ ჰრქუა მას. ციტატა 1) " მაინტერესებს, როგორ აიხსენება თამარის (იუდას რძლის) საქციელი და რატომ იხსენიებს მის სახელს მათეს სახარება? წმინდა მამები ამდაგვარად განმარტავენ ამ ამ ადგილს (მეუფე ზოსიმეს ამოკრებილი): იუდა ჰშუა ფარეზ და ზარა თამარისაგან. თამარი იყო საპატარძლო იუდასი, ქვრივი, უშვილოდ დარჩენილი მისი ორი შვილის შემდეგ. სურდა რა, რომ ჰყოლოდა შვილები აბრაამის თესლისაგან, იგი მიემსგავსა მეძავს და თავისი მამამთილის - იუდასგან იყოლია ტყუპები - ფარეზე და ზარა. ასე ახსენებს რა თამარს, მახარებელი არ ფარავს იუდას ცოდვასაც. „რას შვრები შენ, ღვთივგანბრძნობილო კაცო“ - ეკითხება წმიდა იოანე ოქროპირი, - „გვახსენებ უკანონო სისხლის აღრევას?“ - და თვითონვე პასუხობს კითხვას: „ხორცშესხმული ღმერთის შთამომავლობაში ამაზე დუმილი არა მარტო არ შეიძლება, არამედ ხმით უნდა ეუწყოს ყველას, რათა გაცხადდეს მისი განგება და დიდებულება. რადგან იგი იმისათვის კი არ მოვიდა, რომ მორიდებოდა ჩვენს შერცხვენილ მდგომარეობას, არამედ რათა ეს შერცხვენა გაენადგურებინა. ქრისტე ჩვენში ბადებს გაკვირვებას მარტო იმის გამო კი არა, რომ ადამიანური ბუნება შეიძინა, არამედ იმისთვისაც, რომ მან ცოდვილი ხალხის ნათესაობა არ ითაკილა და არ შერცხვა ჩვენი მაკიერებისა. მან არ ითაკილა ჩვენი ცუდი, რითაც ყველას გვასწავლა, რომ ჩვენც არ უნდა შეგვარცხვინოს ჩვენი წინაპრების ცოდვებმა, ანდა დაბალმა შთამომავლობამ, არამედ მხოლოდ მოკეთე უნდა ვეძიოთ იმათთან, რადგან კეთილისმოქმედს, უცხო ტომისგანაც რომ იყოს, ანდა შობილი მეძავისგან, ვერაფერს ავნებს იგი“. სწორედ ამით უნდა დამდაბლებულიყო იუდეველთა სიამაყე. მათ ეამაყებოდათ თავიანთი წარმოშობა აბრაამისგან და სჯეროდათ, წინაპართა კეთილი საქმეებით გადარჩენა. მაგრამ აი, „მათი დიდებული შორეული წინაპრებიც კი ცოდვით დამნაშავენი ყოფილან. თვით მამამთავარი იუდაც, რომლისგანაც მიიღო ებრაელმა ხალხმა სახელწოდება, თურმე არანაკლებ ცოდვილი ყოფილა, რადგან თამართან ურთიერთობა აცხადებს, რომ მას მრუშობაში წილი ჰქონდა. მეფე დავითსაც სოლომონი მრუშობისგან შეეძინა. თუკი ამ დიდებულმა ადამიანებმა ვერ შეძლეს კანონის შესრულება, მათზე დაბლა მდგომთ ეს რამდენჯერ უფრო გაუძნელდებოდათ. და რახან არ ასრულებდნენ, გამოდის რომ ყველანი სცოდავდნენ, ამიტომ საჭირო გახდა ქრისტეს მოსვლა“ (ოქროპირი). |
თამარი_ცქნაფო |
Jun 24 2007, 06:48 PM
პოსტი
#3
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
KAIROS იუდა ჰშუა ფარეზ და ზარა თამარისაგან. თამარი იყო საპატარძლო იუდასი, ქვრივი, უშვილოდ დარჩენილი მისი ორი შვილის შემდეგ. სურდა რა, რომ ჰყოლოდა შვილები აბრაამის თესლისაგან, იგი მიემსგავსა მეძავს და თავისი მამამთილის - იუდასგან იყოლია ტყუპები - ფარეზე და ზარა. ასე ახსენებს რა თამარს, მახარებელი არ ფარავს იუდას ცოდვასაც. „რას შვრები შენ, ღვთივგანბრძნობილო კაცო“ - ეკითხება წმიდა იოანე ოქროპირი, - „გვახსენებ უკანონო სისხლის აღრევას?“ - და თვითონვე პასუხობს კითხვას: „ხორცშესხმული ღმერთის შთამომავლობაში ამაზე დუმილი არა მარტო არ შეიძლება, არამედ ხმით უნდა ეუწყოს ყველას, რათა გაცხადდეს მისი განგება და დიდებულება. რადგან იგი იმისათვის კი არ მოვიდა, რომ მორიდებოდა ჩვენს შერცხვენილ მდგომარეობას, არამედ რათა ეს შერცხვენა გაენადგურებინა. ქრისტე ჩვენში ბადებს გაკვირვებას მარტო იმის გამო კი არა, რომ ადამიანური ბუნება შეიძინა, არამედ იმისთვისაც, რომ მან ცოდვილი ხალხის ნათესაობა არ ითაკილა და არ შერცხვა ჩვენი მაკიერებისა. მან არ ითაკილა ჩვენი ცუდი, რითაც ყველას გვასწავლა, რომ ჩვენც არ უნდა შეგვარცხვინოს ჩვენი წინაპრების ცოდვებმა, ანდა დაბალმა შთამომავლობამ, არამედ მხოლოდ მოკეთე უნდა ვეძიოთ იმათთან, რადგან კეთილისმოქმედს, უცხო ტომისგანაც რომ იყოს, ანდა შობილი მეძავისგან, ვერაფერს ავნებს იგი“. სწორედ ამით უნდა დამდაბლებულიყო იუდეველთა სიამაყე. მათ ეამაყებოდათ თავიანთი წარმოშობა აბრაამისგან და სჯეროდათ, წინაპართა კეთილი საქმეებით გადარჩენა. მაგრამ აი, „მათი დიდებული შორეული წინაპრებიც კი ცოდვით დამნაშავენი ყოფილან. თვით მამამთავარი იუდაც, რომლისგანაც მიიღო ებრაელმა ხალხმა სახელწოდება, თურმე არანაკლებ ცოდვილი ყოფილა, რადგან თამართან ურთიერთობა აცხადებს, რომ მას მრუშობაში წილი ჰქონდა. მეფე დავითსაც სოლომონი მრუშობისგან შეეძინა. თუკი ამ დიდებულმა ადამიანებმა ვერ შეძლეს კანონის შესრულება, მათზე დაბლა მდგომთ ეს რამდენჯერ უფრო გაუძნელდებოდათ. და რახან არ ასრულებდნენ, გამოდის რომ ყველანი სცოდავდნენ, ამიტომ საჭირო გახდა ქრისტეს მოსვლა“ (ოქროპირი). ეს მეც ვიცოდი მაგრამ რატომრაც არ მაკმაყოფილებდა... ამას ლევირატო ჰქვია. და თუ გვსურს გავიგოთ ამ კითხვაზე პასუხი, ლევირატის მნიშვნელობა უნდა ვიცოდეთ: В брачном праве Ветхого завета определяется, помимо прочего, такое понятие, как левират: в левиратном браке младший брат (или другой родственник) умершего бездетным израильтянина обязан жениться на его вдове; первый ребенок, родившийся в таком браке, считался потомком умершего (а не своего «физического» отца). Левиратный брак был обусловлен, с одной стороны, необходимостью продолжения священнических (левитских) родов, а также имущественными причинами. http://www.bible-center.ru/topic/marriage ანუ ლევირატის დროს ხდება ე.წ. თესლის აღდგენა. ამ დროს დედის ხაზით კი არ გადაეცემა გვარი, არამედ იმ მამის ხაზით, რომლის მეუღლეც ესა თუ ის ქალი იყო და გარდაიცვალა არ ეს კაცი უშვილოდ, მისმა ძმამ "აღადგინა მისი თესლი", ანუ შვილი რომელიც ლევირატის შედეგად იშვა ითვლება არა ძმის გვარის გამგრძელებლად, არამედ იმ კაცისმ რომელიც გარდაიცვალა უშვილოდ და მისმა ძმამ მოიყვანა მისი ცოლი. ცოტა ახლართულად ავხსენი, მაგრამ იმედია მიხვდებით და იცი, რომ მთლად ეს არ მიკითხავს? ზოგად პრინციპზე ვთქვი, სულ მამაკაცთა სახელები რომაა, არადა ამ დროს ვიცით, რომ გვარი დედის ხაზით გადადისო -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 08:20 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი