საქართველოს მუზეუმები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საქართველოს მუზეუმები |
ნათია |
Jun 24 2007, 09:04 PM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
თბილისი ისტორიული (მხარეთმცოდნეობის) მუზეუმები საქართველოს ეროვნული მუზეუმი. სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმი მისამართი: ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი 3 აღწერა: მუზეუმი საქართველოს მუზეუმებს შორის უძველესია. იგი დაფუძნდა 1852 წელს, კავკასიის მუზეუმის ბაზაზე. მუზეუმის ფონდებში დღეისათვის დაცულია 1 200 000 ექსპონატი (ძირითადად არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალები, ქართული ოქრომჭედლობის, ხატწერის ნიმუშები და სხვა). სტაციონარულ ექსპოზიციებს შორის გამოირჩევა დმანისში აღმოჩენილი ადამიანის წინაპრების (ჰომინიდების) ნაშთების გამოფენა, რომელიც 1,8 მილიონი წლით თარიღდება და წარმოადგენს აფრიკის კონტინენტის ფარგლებს გარეთ აღმოჩენილ ადამიანის წინაპრის უძველეს ნიმუშს. ამ აღმოჩენამ რადიკალურად შეცვალა მანამდე აღიარებული ადამიანის ევოლუციის თეორია. მუზეუმში ექსპონირებულია აგრეთვე: ნეოლითისა და ბრინჯაოს ხანის პერიოდის არქეოლოგიური აღმოჩენების მრავალრიცხოვანი მასალა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანია ოქროს ფონდი, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა ისტორიული პერიოდის ძვირფასი ლითონისა და ქვების უნიკალური ნაკეთობები. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქრისტიანობამდელი პერიოდის ოქრომჭედლობის ნატიფ ნიმუშებს, რომლებიც თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე მესამე ათასწლეულის მეორე ნახევრიდან ჩვენი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნის ჩათვლით. მუზეუმში დაცული ექსპონატები აღმოჩენილია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში: ანანურში, წნორში, მარტყოფში, თრიალეთის ყორღანებში, ვანში, ახალგორში, მცხეთაში, ჟინვალსა და ა.შ. საქართველოს ეროვნული მუზეუმი. იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა) მისამართი: ქ. თბილისი, სიონის ქ. 8 აღწერა:მუზეუმის ფონდებში დაცულია თბილისის ისტორიასთან, ყოფასთან და კულტურასთან დაკავშირებული კოლექციები. მათ შორის, უნიკალური არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, დოკუმენტური მასალა, ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, ბრინჯაოს ხანის იარაღი და თიხის ნაწარმი, ფეოდალური ხანის მოჭიქული და სხვა სახის თიხის ჭურჭელი, ქაშანურის და ფაიფურის ნაწარმი, საბრძოლო იარაღი, საყოფაცხოვრებო ნივთები, მუსიკალური ინსტრუმენტები, ნუმიზმატიკა, ქართველ და უცხოელ მხატვართა მხატვრული და გრაფიკული ნამუშევრები (ლ. გუდიაშვილი, მ. თოიძე, ე. ახვლედიანი, ა. ფოგელი, ა. ციმაკურიძე, და სხვა. -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
ნათია |
Jun 24 2007, 11:22 PM
პოსტი
#2
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
წალენჯიხის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი მისამართი: ქ. წალენჯიხა, კალისტრატე სალიას ქ. 6 აღწერა: მუზეუმში დაცულია შემთხვევითი არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნი მასალა, რომელთა ქრონოლოგიური ჩარჩოები მოიცავს: პალეოლითის, ნეოლითის (ქვის ხელცულები, ნაჯახები, სატეხი ქვები), ადრეული, შუა და გვიანი ბრინჯაოს (კოლხური ცულები, თოხები, შუბისპირები) პერიოდს. მუზეუმში მრავლადაა წალენჯიხის მხარის XIX-XX სს-ის დასაწყისის ეთნოგრაფიული ყოფის ამსახველი მასალები (სამეურნეო და საბრძოლო იარაღები, თიხის, ხის, მინისა და სპილენძის საოჯახო ჭურჭელი და სხვა), რაიონის ცნობილ საზოგადო მოღვაწეთა ფოტო და დოკუმენტური მასალები. ჩხოროწყუს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი მისამართი: ჩხოროწყუ, სტალინის ქ. 1 აღწერა: მუზეუმში დაცულია არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული და შემთხვევით ნაპოვნი მასალა, რომელთა ქრონოლოგიური ჩარჩოები საზოგადოების განვითარების ყველა ძირითად საფეხურს მოიცავს: პალეოლითის, ნეოლითის (ქვის ხელცულები, ნაჯახები, სატეხი ქვები), ადრეული, შუა და გვიანი ბრინჯაოს (კოლხური ცულები, თოხები, შუბისპირები) და სხვა საბრძოლო იარაღები, ბრინჯაოს ზოდები, კერამიკული ნაწარმი, ძვ. წ. IX-VIII-VI სს-ის სარდიონის, პასტის, აქატია, იაშმის, გიშრის, მინის მძივები, ამავე პერიოდის ქვევრსამარხები) ხანა. ნუმიზმატიკური ძეგლებიდან აღსანიშნავია ქართული, რომაული, ბიზანტიური, თურქული, რუსული მონეტები. გვიანფეოდალური ხანის ძეგლებიდან: XV-XVI სს. საეკლესიო წიგნები, ბეჭდები, ხელნაწერები, ხატები, ეკლესიების ორნამენტიანი ქვები, გვიანდელი პერიოდის ქართული ხუროთმოძღვრების ნიმუშები. რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი ლადო მუსელიანის სახელობის ლენტეხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი მისამართი: ლენტეხი, თამარ მეფის ქ. 49 აღწერა: მუზეუმში დაცულია ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური მასალა (შრომისა და საბრძოლო იარაღები, სამკაულისა და კერამიკის ნიმუშები), XI ს-ის სარიტუალო ჯვარი და კვერთხი, ეკლესიის საკურთხევლის დეტალები ქრისტეს გამოსახულებით, XVII - XVIII სს. ხელნაწერი ლოცვები. მუზეუმში დაცულია ქვემო სვანეთის ეთნოგრაფიული ყოფის ამსახველ ექსპონატთა საინტერესო კოლექცია, რომელიც ექსპონირებულია მუზეუმის კუთვნილ სვანური ტიპის საცხოვრისში (მაჩუბი). ცაგერის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი მისამართი: ცაგერი, რუსთაველის ქ. აღწერა: მუზეუმში დაცულიa ქვემო სვანეთსა და ლეჩხუმში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი მასალა, რომელიც ძირითადად მოიცავს ადრეული და გვიანი ბრინჯაოს ხანას, ანტიკურ პერიოდს. მათ შორისაა: ბრინჯაოს მხედარი, ბრინჯაოს განძი, აღმოსავლური და კოლხური ბრინჯაოს სტილიზებული ცულები, კავკასიური სიკილი, ხეთური ლაგამი, ქვის ხანის იარაღები: ცულ-წერაქვი, ისრისპირები, სახნისი, დანები; ნუმიზმატიკის ნიმუშები (ალექსანდრე მაკედონელის მონეტა, კოლხური თეთრი და სხვ.), იშვიათი ბიბლიოგრაფიული გამოცემები (მათ შორის, XIX ს-ის გამოცემები). ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი მისამართი: ონი, რუსთაველის ქ. 26 აღწერა: მუზეუმში დაცული არქეოლოგიური მასალa მოიცავს ქვეყნის ისტორიულ-კულტურული განვითარების სხვადასხვა პერიოდს (ქვის ხანიდან გვიანფეოდალური ხანის ჩათვლით). ექსპონატთა უმრავლესობა განეკუთნება ბრინჯაოს პერიოდს. მათ შორისაა: ბრინჯაოს ცხვრის ქანდაკება, ჭვირული ასტრალური ბალთები, ხარის საბუზარები, ქალის სამკაულები, საბრძოლო და შრომის იარაღის სეგმენტები; X-XI ს-ის წმ. გიორგისა და წმ. სამების ეკლესიების არქიტექტურული დეტალები და რელიეფის ფრაგმენტები, X-XIV სს-ის ფულის ნიშნები, XIX ს-ის ეთნოგრაფიული ხასიათის მასალები, ხელნაწერი და ბეჭდური წიგნები, XX ს-ის ცნობილ ქართველ მხატვართა ფერწერული ტილოები (უჩა ჯაფარიძე, ვალენტინ შერპილოვი, ვასილ შუხაევი, დავით ნალბანდიანი, სერგო ჩახოიანცი და სხვა). სამცხე- ჯავახეთი საქართველოს ეროვნული მუზეუმი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმი მისამართი: ქ. ახალციხე, პ. ხარისჭირშვილის ქ. 1 აღწერა: მუზეუმში დაცულია: რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილი: ძველი ხელნაწერები, ეპიგრაფიკული ძეგლები, არქეოლოგიური, ნუმიზმატიკური, ეთნოგრაფიული მასალა, ფოტოდოკუმენტები, ხელნაწერ და ძველ ნაბეჭდ წიოგნთა ფონდი. განსაკუთრებით მნiშვნელოვანია ქართული ლაპიდარული წარწერების ნიმუშები, ასევე XIX-XX სს.-ების მიჯნის ხალიჩა-ფარდაგების უნიკალური კოლექცია. ახალქალაქის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი მისამართი: ქ. ახალქალაქი, მაშტოცის ქ. 37 აღწერა: მუზეუმში ძირითადად დაცულია მხარისთვის დამახასიათებელი ყოფისა (ხალხური ავეჯისა და სამოსელის ნიმუშები, ფარდაგები) და ეთნოგრაფიის მასალები (XIX-XX სს-ის დასაწყისი), აგრეთვე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალები (გვიანი ბრინჯაოს ხანიდან შუა საუკუნეების ჩათვლით). მათ შორის: შრომის და საბრძოლო იარაღის ნიმუშები, სამკაულები, კერამიკული და მინის ჭურჭელი. ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი მისამართი: ბორჯომი, წმინდა ნინოს ქ. 5 აღწერა: მუზეუმი განთავსებულია გერმანელი ინჟინრის ვ. შვეიერის მიერ 1890 წელს აშენებულ რომანოვების ყოფილ კანცელარიაში. მუზეუმში ექსპონირებულია ძვ.წ. I ს. და ძვ. წ. II ათასწლეულის არქეოლოგიური მასალები (ბრინჯაოს ბალთები, საკიდები, VIII- VII ს.ს. ბრინჯაოს მხედარი, მინის, თიხის ჭურჭელი, საბრძოლო და შრომის იარღები), ნუმიზმატიკა (კოლხური თეთრის კოლექცია, მანგუ ყაენის მონეტა, თურქული მონეტები), XIX ს. I ნახევრით დათარიღებული რომანოვების ნაქონი ფრანგული, იტალიური, ჩინური, იაპონური, გერმანული წარმოების ჭურჭელი, იარაღი, ფერწერა, ქანდაკება, გრაფიკა, 1810 წელს დამზადებული ფისჰარმონია. -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 09:49 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი