საქართველოს მუზეუმები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საქართველოს მუზეუმები |
ნათია |
Jun 24 2007, 09:04 PM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
თბილისი ისტორიული (მხარეთმცოდნეობის) მუზეუმები საქართველოს ეროვნული მუზეუმი. სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმი მისამართი: ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი 3 აღწერა: მუზეუმი საქართველოს მუზეუმებს შორის უძველესია. იგი დაფუძნდა 1852 წელს, კავკასიის მუზეუმის ბაზაზე. მუზეუმის ფონდებში დღეისათვის დაცულია 1 200 000 ექსპონატი (ძირითადად არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალები, ქართული ოქრომჭედლობის, ხატწერის ნიმუშები და სხვა). სტაციონარულ ექსპოზიციებს შორის გამოირჩევა დმანისში აღმოჩენილი ადამიანის წინაპრების (ჰომინიდების) ნაშთების გამოფენა, რომელიც 1,8 მილიონი წლით თარიღდება და წარმოადგენს აფრიკის კონტინენტის ფარგლებს გარეთ აღმოჩენილ ადამიანის წინაპრის უძველეს ნიმუშს. ამ აღმოჩენამ რადიკალურად შეცვალა მანამდე აღიარებული ადამიანის ევოლუციის თეორია. მუზეუმში ექსპონირებულია აგრეთვე: ნეოლითისა და ბრინჯაოს ხანის პერიოდის არქეოლოგიური აღმოჩენების მრავალრიცხოვანი მასალა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანია ოქროს ფონდი, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა ისტორიული პერიოდის ძვირფასი ლითონისა და ქვების უნიკალური ნაკეთობები. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქრისტიანობამდელი პერიოდის ოქრომჭედლობის ნატიფ ნიმუშებს, რომლებიც თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე მესამე ათასწლეულის მეორე ნახევრიდან ჩვენი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნის ჩათვლით. მუზეუმში დაცული ექსპონატები აღმოჩენილია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში: ანანურში, წნორში, მარტყოფში, თრიალეთის ყორღანებში, ვანში, ახალგორში, მცხეთაში, ჟინვალსა და ა.შ. საქართველოს ეროვნული მუზეუმი. იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა) მისამართი: ქ. თბილისი, სიონის ქ. 8 აღწერა:მუზეუმის ფონდებში დაცულია თბილისის ისტორიასთან, ყოფასთან და კულტურასთან დაკავშირებული კოლექციები. მათ შორის, უნიკალური არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, დოკუმენტური მასალა, ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, ბრინჯაოს ხანის იარაღი და თიხის ნაწარმი, ფეოდალური ხანის მოჭიქული და სხვა სახის თიხის ჭურჭელი, ქაშანურის და ფაიფურის ნაწარმი, საბრძოლო იარაღი, საყოფაცხოვრებო ნივთები, მუსიკალური ინსტრუმენტები, ნუმიზმატიკა, ქართველ და უცხოელ მხატვართა მხატვრული და გრაფიკული ნამუშევრები (ლ. გუდიაშვილი, მ. თოიძე, ე. ახვლედიანი, ა. ფოგელი, ა. ციმაკურიძე, და სხვა. -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
ნათია |
Jun 25 2007, 12:30 AM
პოსტი
#2
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
აჭარა აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელმწიფო მუზეუმი მისამართი: ქ. ბათუმი, ჯინჭარაძის ქ. 4 აღწერა: მუზეუმში დაცულია ძვ. წ. XII – IX სს.-ის, აგრეთვე VII - IV სს.-ის უნიკალური არქეოლოგიური მასალები: ანტიკური პერიოდის ბერძნული შავლაკიანი კრატერი, გრავირებული ცულები, ბრინჯაოს ვერძი, გონიოს განძი - ინტალიო აფროდიტესა და ეროსის გამოსახულებით, I-II სს.-ს ოქროს ჭედური ფიალა, ბადროს მტყორცნელის ოქროს ფიგურა, ოქროს სარტყლის ფრაგმენტები, გულსაკიდები ჰელიოსისა და სტილიზებული გამოსახულებებით, სხვადასხვა მასალისგან დამზადებული მძივები, კილიტები, გულსაბნევი, საკულტო დანიშნულების სკულპტურები (ბრინჯაო), სკივრის მორთულობის ფრაგმენტი მუხის ფოთლებისა და ნაყოფის გამოსახულებით; აგრეთვე: ბუნების იშვიათი ძეგლები (მათ შორის 25 მლნ. წლის გაქვავებული ხე), XIX-XX სს-ის მიჯნის ეთნოგრაფიული, ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, ხელნაწერები, სახვითი ხელოვნების ნიმუშები. ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი მისამართი: ბათუმი, ილია ჭავჭავაძის ქ. 77 აღწერა: მუზეუმში დაცულია აჭარისა და ქალაქის ბათუმის ტერიტორიაზე (ფიჭვნარი, ნამჭედური, ხიხაძირი, კვაშტა და სხვა) საქართველო-ინგლისის ერთობლივი არქეოლოგიური გათხრების შედეგად და შემთხვევით აღმოჩენილი უნიკალური მასალა მოყოლებული ბრინჯაოს ხანიდან ახ. წ. შუასაუკუნეების ჩათვლით. მათ შორის: ქართული და უცხოური წარმომავლობის მონეტების უნიკალური ნიმუშები, ბრინჯაოს, მინისა და კერამიკის ჭურჭელი და სხვა. ხელვაჩაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი მისამართი: ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი მეჯინისწყალი აღწერა: რეგიონში გავრცელებული მინერალური ქვების კოლექცია, მხარისთვის დამახასიათებელი ყოფისა და ეთნოგრაფიის (სამუშაო იარაღები, საოჯახო ნივთები, სამოსელის ნიმუშები და ელემენტები) მე-19 მე-20 საუკუნეების დასაწყისის მასალები. ხულოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი მისამართი: ხულოს რაიონული ცენტრი აღწერა: მუზეუმში ძირითადად დაცულია საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთები: XIX-XX ს.ს.-ის სპილენძისა და თიხის ჭურჭლი, ტექსტილის ნიმუშები (აჭარის მხარისთვის დამახასიათებელი სამოსელი, თავსამკაული, ქსოვილის ნიმუშები, ხელით ნაქსოვი საოჯახო დანიშნულების ნივთები), ფარდაგები, ხის მასალის დასამუშავებელი იარაღები, სამეურნეო და სამუშაო იარაღები და სხვა. P.S. არა ვარ ნამყოფი , რა სირცხვილია გურია ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი მისამართი: ოზურგეთი, გ. ჭანტურიას ქ. 1 აღწერა: მუზეუმში დაცულია არქეოლოგიური (ნეოლითის პერიოდი, ადრე, შუა და გვიან ბრინჯაოს ხანის მასალა, კოლხური ცულების, თოხების სეგმენტების, ბრინჯაოს პლასტიკის იშვიათი ნიმუშები, ადრე ანტიკური ხანის ოქროს ნივთები), ნუმიზმატიკური კოლექციები (კოლხური თეთრი, თურქული ახჩები, საბჭოთა პერიოდის ფულის ნიშნები, ბონისტიკა), ეთნოგრაფიული (ძირითადად XIX ს. სამუშაო იარაღი, საყოფაცხოვრებო ნივთები), დოკუმენტური მასალა, ჰერალდიკისა და სფრაგისტიკის სხვადასხვა პერიოდის მასალები - საბეჭდავები, საგვარეულო ღერბები და დროშები, სახვითი ხელოვნების ნიმუშები, ძველბეჭდური წიგნები. მუზეუმში დაცულია ნაპოლეონ ბონაპარტეს დაშნა. ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი მისამართი: ლანჩხუთი, ნინოშვილის ქ. 21 აღწერა: მუზეუმში დაცული არქეოლოგიური მასალის ქრონოლოგია მოიცავს პერიოდს ადრე ქვის ხანიდან ახ.წ. შუა საუკუნეებამდე ( მათ შორისაა: ქვისა და ბრინჯაოს ხანის ცულები, გვიანბრინჯაოს ხანის კერამიკა, ძვ.წ. IV ს.-ით დათარიღებული ბრინჯაოს მუზარადი, შუბის პირები, ახ.წ.VI ს. ბრინჯაოს ჯვარი), ნუმიზმატიკური მასალა. აღსანიშნავია XII ს. ლაპიდარული წარწერა სოფ. ეწერის ეკლესიიდან, რომლიც უძველესია რეგიონში. ეთნოგრაფიული მასალა და ხელნაწერები (სიგელები, საეკლესიო წიგნები) ძირითადად განეკუთვნება XIX-XX ს.ს. დასაწყისს და სხვა. -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 12:02 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი