საქართველოს მუზეუმები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საქართველოს მუზეუმები |
ნათია |
Jun 24 2007, 09:04 PM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
თბილისი ისტორიული (მხარეთმცოდნეობის) მუზეუმები საქართველოს ეროვნული მუზეუმი. სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმი მისამართი: ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი 3 აღწერა: მუზეუმი საქართველოს მუზეუმებს შორის უძველესია. იგი დაფუძნდა 1852 წელს, კავკასიის მუზეუმის ბაზაზე. მუზეუმის ფონდებში დღეისათვის დაცულია 1 200 000 ექსპონატი (ძირითადად არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალები, ქართული ოქრომჭედლობის, ხატწერის ნიმუშები და სხვა). სტაციონარულ ექსპოზიციებს შორის გამოირჩევა დმანისში აღმოჩენილი ადამიანის წინაპრების (ჰომინიდების) ნაშთების გამოფენა, რომელიც 1,8 მილიონი წლით თარიღდება და წარმოადგენს აფრიკის კონტინენტის ფარგლებს გარეთ აღმოჩენილ ადამიანის წინაპრის უძველეს ნიმუშს. ამ აღმოჩენამ რადიკალურად შეცვალა მანამდე აღიარებული ადამიანის ევოლუციის თეორია. მუზეუმში ექსპონირებულია აგრეთვე: ნეოლითისა და ბრინჯაოს ხანის პერიოდის არქეოლოგიური აღმოჩენების მრავალრიცხოვანი მასალა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანია ოქროს ფონდი, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა ისტორიული პერიოდის ძვირფასი ლითონისა და ქვების უნიკალური ნაკეთობები. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქრისტიანობამდელი პერიოდის ოქრომჭედლობის ნატიფ ნიმუშებს, რომლებიც თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე მესამე ათასწლეულის მეორე ნახევრიდან ჩვენი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნის ჩათვლით. მუზეუმში დაცული ექსპონატები აღმოჩენილია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში: ანანურში, წნორში, მარტყოფში, თრიალეთის ყორღანებში, ვანში, ახალგორში, მცხეთაში, ჟინვალსა და ა.შ. საქართველოს ეროვნული მუზეუმი. იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა) მისამართი: ქ. თბილისი, სიონის ქ. 8 აღწერა:მუზეუმის ფონდებში დაცულია თბილისის ისტორიასთან, ყოფასთან და კულტურასთან დაკავშირებული კოლექციები. მათ შორის, უნიკალური არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, დოკუმენტური მასალა, ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, ბრინჯაოს ხანის იარაღი და თიხის ნაწარმი, ფეოდალური ხანის მოჭიქული და სხვა სახის თიხის ჭურჭელი, ქაშანურის და ფაიფურის ნაწარმი, საბრძოლო იარაღი, საყოფაცხოვრებო ნივთები, მუსიკალური ინსტრუმენტები, ნუმიზმატიკა, ქართველ და უცხოელ მხატვართა მხატვრული და გრაფიკული ნამუშევრები (ლ. გუდიაშვილი, მ. თოიძე, ე. ახვლედიანი, ა. ფოგელი, ა. ციმაკურიძე, და სხვა. -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
ნაინა |
Jun 25 2007, 12:31 AM
პოსტი
#2
|
პროვინციელი ალქაჯი!!!!! ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
გაიხარე ნათ, მშვენიერი თემაა. უამრავი რამ გვაქვს ქართველებს საამაყო. ჩვენ ხომ უხსოვარი დროიდან მოვდივართ.
აქაურებს რომ ველაპარაკები ჩვენი ქვეყნის მრავალწლიან კულტურაზე მაგრად უკვირთ. 100 და 200 წლიანი ნაკეთობებით ამაყობენ. კი რა თქმა უნდა დიდ პატივს ვცემ მათ წარსულს, ჩვენსას ყველაზე მატად. ერთი ამბავი მახსენდება, დაახლოებით 2 წლის წინ მოხდა. კათოლიკეთაგან გამოყოფილი ერთ-ერთი რელიგიის მიმდევარი, რამოდენიმე ადამიანი სახლებში დადიოდნენ და ბუკლეტებს არიგებდნენ, მეც მომაკითხეს, მომცეს თავიანთი ბროშურა სადაც იყო ეკლესიისა და ამ ეკლესიასთან არსებული მუზეუმის სურათები, სადაც დაცული იყო ხატები და სხვადასხვა ექსპონატები. თან იცი შენ რამდენი ხნის ისტორია აქვს ჩვენს მუზეუმსო? რამდენის მეთქი? დაინტერესებით შევეკითხე. რამდენის და 56 წლისო. უფფ აბა ძალიან ძველი ყოფილა თქო და გადმოვულაგე თუკი რამე გამაჩნდა ქართული და უხსოვარი დროის ექსპონატების სურათები. გაოცებულები და მგონი ცოტა გაბრაზებულებიც კი წავიდნენ. მაგრამ მომაკითხეს რამდენიმე დღეში და მთხოვეს თუ შეიძლება ეგ მასალა გვათხოვოო. ჩვენს მრევლს რომ მოვუყევით ძალიან დაინტერესდნენ და ნახვა უნდათო და თუ მოგვცევ უფლებას რომ ასლები გადავიღოთო. როგორ დავუკავებდი. რამდენიმე დღეში დიდი მადლობებით დამიბრუნეს უკან, ჩვენ არც კი ვიცოდით თუ ამხელა კულტურის ქვეყანა არსებობდაო, ეხლა კი ვიცით რომ შორეულ მხარეში არსებობს პატარა georgia რომელიც თითქმის მთელი მსოფლიოს წარსულსა და კულტურას დაიტევსო. მგონი არ მოვიქეცი ცუდად, ვფიქრობ რომ უნდა გაიგოს ყველამ რომ არსებობს ტერიტორიულად პატარა, მაგრამ უდიდესი წარსულის და განვითარების ქვეყანა. ღმერთი ფარავდეს ჩვენს საქართველოს -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 07:22 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი