საქართველოს მუზეუმები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საქართველოს მუზეუმები |
ნათია |
Jun 24 2007, 09:04 PM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
თბილისი ისტორიული (მხარეთმცოდნეობის) მუზეუმები საქართველოს ეროვნული მუზეუმი. სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმი მისამართი: ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი 3 აღწერა: მუზეუმი საქართველოს მუზეუმებს შორის უძველესია. იგი დაფუძნდა 1852 წელს, კავკასიის მუზეუმის ბაზაზე. მუზეუმის ფონდებში დღეისათვის დაცულია 1 200 000 ექსპონატი (ძირითადად არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალები, ქართული ოქრომჭედლობის, ხატწერის ნიმუშები და სხვა). სტაციონარულ ექსპოზიციებს შორის გამოირჩევა დმანისში აღმოჩენილი ადამიანის წინაპრების (ჰომინიდების) ნაშთების გამოფენა, რომელიც 1,8 მილიონი წლით თარიღდება და წარმოადგენს აფრიკის კონტინენტის ფარგლებს გარეთ აღმოჩენილ ადამიანის წინაპრის უძველეს ნიმუშს. ამ აღმოჩენამ რადიკალურად შეცვალა მანამდე აღიარებული ადამიანის ევოლუციის თეორია. მუზეუმში ექსპონირებულია აგრეთვე: ნეოლითისა და ბრინჯაოს ხანის პერიოდის არქეოლოგიური აღმოჩენების მრავალრიცხოვანი მასალა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანია ოქროს ფონდი, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა ისტორიული პერიოდის ძვირფასი ლითონისა და ქვების უნიკალური ნაკეთობები. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქრისტიანობამდელი პერიოდის ოქრომჭედლობის ნატიფ ნიმუშებს, რომლებიც თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე მესამე ათასწლეულის მეორე ნახევრიდან ჩვენი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნის ჩათვლით. მუზეუმში დაცული ექსპონატები აღმოჩენილია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში: ანანურში, წნორში, მარტყოფში, თრიალეთის ყორღანებში, ვანში, ახალგორში, მცხეთაში, ჟინვალსა და ა.შ. საქართველოს ეროვნული მუზეუმი. იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა) მისამართი: ქ. თბილისი, სიონის ქ. 8 აღწერა:მუზეუმის ფონდებში დაცულია თბილისის ისტორიასთან, ყოფასთან და კულტურასთან დაკავშირებული კოლექციები. მათ შორის, უნიკალური არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, დოკუმენტური მასალა, ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, ბრინჯაოს ხანის იარაღი და თიხის ნაწარმი, ფეოდალური ხანის მოჭიქული და სხვა სახის თიხის ჭურჭელი, ქაშანურის და ფაიფურის ნაწარმი, საბრძოლო იარაღი, საყოფაცხოვრებო ნივთები, მუსიკალური ინსტრუმენტები, ნუმიზმატიკა, ქართველ და უცხოელ მხატვართა მხატვრული და გრაფიკული ნამუშევრები (ლ. გუდიაშვილი, მ. თოიძე, ე. ახვლედიანი, ა. ფოგელი, ა. ციმაკურიძე, და სხვა. -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
ნათია |
Jun 25 2007, 12:42 AM
პოსტი
#2
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
გაიხარე ნათ, მშვენიერი თემაა. უამრავი რამ გვაქვს ქართველებს საამაყო. ჩვენ ხომ უხსოვარი დროიდან მოვდივართ. აქაურებს რომ ველაპარაკები ჩვენი ქვეყნის მრავალწლიან კულტურაზე მაგრად უკვირთ. 100 და 200 წლიანი ნაკეთობებით ამაყობენ. კი რა თქმა უნდა დიდ პატივს ვცემ მათ წარსულს, ჩვენსას ყველაზე მატად. ერთი ამბავი მახსენდება, დაახლოებით 2 წლის წინ მოხდა. კათოლიკეთაგან გამოყოფილი ერთ-ერთი რელიგიის მიმდევარი, რამოდენიმე ადამიანი სახლებში დადიოდნენ და ბუკლეტებს არიგებდნენ, მეც მომაკითხეს, მომცეს თავიანთი ბროშურა სადაც იყო ეკლესიისა და ამ ეკლესიასთან არსებული მუზეუმის სურათები, სადაც დაცული იყო ხატები და სხვადასხვა ექსპონატები. თან იცი შენ რამდენი ხნის ისტორია აქვს ჩვენს მუზეუმსო? რამდენის მეთქი? დაინტერესებით შევეკითხე. რამდენის და 56 წლისო. უფფ აბა ძალიან ძველი ყოფილა თქო და გადმოვულაგე თუკი რამე გამაჩნდა ქართული და უხსოვარი დროის ექსპონატების სურათები. გაოცებულები და მგონი ცოტა გაბრაზებულებიც კი წავიდნენ. მაგრამ მომაკითხეს რამდენიმე დღეში და მთხოვეს თუ შეიძლება ეგ მასალა გვათხოვოო. ჩვენს მრევლს რომ მოვუყევით ძალიან დაინტერესდნენ და ნახვა უნდათო და თუ მოგვცევ უფლებას რომ ასლები გადავიღოთო. როგორ დავუკავებდი. რამდენიმე დღეში დიდი მადლობებით დამიბრუნეს უკან, ჩვენ არც კი ვიცოდით თუ ამხელა კულტურის ქვეყანა არსებობდაო, ეხლა კი ვიცით რომ შორეულ მხარეში არსებობს პატარა georgia რომელიც თითქმის მთელი მსოფლიოს წარსულსა და კულტურას დაიტევსო. მგონი არ მოვიქეცი ცუდად, ვფიქრობ რომ უნდა გაიგოს ყველამ რომ არსებობს ტერიტორიულად პატარა, მაგრამ უდიდესი წარსულის და განვითარების ქვეყანა. ღმერთი ფარავდეს ჩვენს საქართველოს საქართველოს მუზეუმების საიტიდან გადმოვიტანე, აქაც მინდა განთავსდეს და ყველამ ნახოს ჩვენი პატარა, მაგრამ ისტორიულად ძველი საქართველო მშვენივრად მოქცეულხარ, აი ეგრე უნდათ მაგათ უფალმა დაგლოცოს ნინ ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი მისამართი: ჩოხატაური, დუმბაძის ქ. 7 აღწერა: მუზეუმში ძირითადად დაცულია - არქეოლოგიური მასალა (ძვ.წ. V-VII კოლხური ცულები, თოხები, შუბისპირები, ადრეანტიკური ხანის სამაროვანის ინვენტარი: სახვადასხვა მასალისგან დამზადებული მძივები, სამაჯურები, საყურეები, ჭურჭელი, სამუშაო იარაღი), ნუმიზმატიკური მასალა (კოლხური თეთრი, თურქული ახჩები და ყურუშები, მეჯიდები, XIX- ს.ს გერმანული, ესპანური ფრანგული, რუსული ფულის ნიშნები), XIX ს-ი საბრძოლო იარაღი: მოვერცხლილი ხმლები, ხანჯლები, მოვარაყებული თოფები. XIX ს-ის ეთნოგრაფიული მასალა - საოჯახო ჭურჭელი და ავეჯი, სამუშაო იარაღები. ხელნაწერები, XX ს. დასაწყისის მუსიკალური ინსტრუმენტები - ჩანგი, ფანდური, სალამური, მუსიკალური კარადა (პოლიფონი) და სხვა. იმერეთი ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი მისამართი: ქ. ქუთაისი, თბილისის ქ. 1 აღწერა: მუზეუმში დაცულია ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ნიმუშები (მოყოლებული ძვ.წ. IX-VII სს.-დან გვიან შუასაუკუნეებამდე). მათ შორისაა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ბრინჯაოს ხანისა და ანტიკური პერიოდის ძეგლები, ქართული, ბერძნული, რომაული, ბიზანტიური და აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიის, ყოფისა და კულტურის ამსახველი იშვიათი ნაკეთობანი, უძველესი ეპიგრაფიკული ძეგლებისა და უნიკალური ქართული ხელნაწერების კოლექცია, რარიტეტული სიგელ-გუჯრები, ეთნოგრაფიული მასალები, ოქრომჭედლობის, ლითონის, კერამიკის, ტყავის, მინის, ქსოვილის, ხის ნაწარმის უაღრესად საყურადღებო ნიმუშები. მუდმივი ექსპოზიციები განთავსებულია ორი სართულის 10 დარბაზში. 2005 წელს დასრულდა “ოქროს ფონდის” დარბაზის რეაბილიტაციის სამუშაოები, რომლის შედეგად მუდმივი ექსპოზიცია უკვე შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს. 2006 წლიდან დაიწყო მუზეუმის რეაბილიტაციის სამუშაოები, რომელიც ითვალისწინებს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულ რეკონსტრუქციას და მუზეუმის მოწყობას თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებით. ხონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი მისამართი:, ქ. ხონი, დავით გურამიშვილის ქ. 2 აღწერა: მუზეუმში დაცულია არქეოლოგიური (კოლხური თეთრის კოლექცია, კოლხური ცულები, რკინისა და ბრინჯაოს შრომის იარაღები, სამარხეული მასალა) და XIX- XX სს. დასაწყისის ეთნოგრაფიული მასალა - საოჯახო და საყოფაცხოვრებო ნივთები, საბრძოლო იარაღი (სევადიანი, მოვერცხლილი ხანჯლები, თოფები), XVIII-XIX სს. ხელნაწერები, ძველბეჭდური წიგნები. გიორგი ახვლედიანის სახელობის წყალტუბოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი მისამართი: წყალტუბო, შოთა რუსთაველის ქ. 37 აღწერა: მუზეუმში დაცულია არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალები (სამეურნეო და სამხედრო დანიშნულების ნივთები, იარაღები, კოლხური ცულები, თოხები, ხანჯლები, სამაჯურები, ბრინჯაოს ზოდები ჩვ.წ. აღ-მდე II ათასწლეულის II ნახევარი). ანტიკური ხანის სამარხეული ინვენტარი (მძივები სამაჯურები), პალეოლითის და ენეოლითის ეპოქის - კაჟის, ძვლის, ობსიდიანის იარაღები, ვერცხლის ქამრები, საბრძოლო იარაღები, XIX-XX სს-ის მიჯნის ეთნოგრაფიული მასალები. ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი მისამართი: ჭიათურა, გაგარინის ქ. 1 აღწერა: მუზეუმში დაცულია ჭიათურის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ძვ. წ. III ათასწლეულით დათარიღებული ბრინჯაოს ცულები, შუბისპირები, ქინძისთავები, მძივები; აგრეთვე ნუმიზმატიკური და ეთნოგრაფიული მასალები; ადგილობრივ მხატვართა ფერწერული და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, ფოტომასალები, სხვადასხვა სახის დოკუმენტები. -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 10:03 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი