საქართველოს მუზეუმები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საქართველოს მუზეუმები |
ნათია |
Jun 24 2007, 09:04 PM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
თბილისი ისტორიული (მხარეთმცოდნეობის) მუზეუმები საქართველოს ეროვნული მუზეუმი. სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმი მისამართი: ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი 3 აღწერა: მუზეუმი საქართველოს მუზეუმებს შორის უძველესია. იგი დაფუძნდა 1852 წელს, კავკასიის მუზეუმის ბაზაზე. მუზეუმის ფონდებში დღეისათვის დაცულია 1 200 000 ექსპონატი (ძირითადად არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალები, ქართული ოქრომჭედლობის, ხატწერის ნიმუშები და სხვა). სტაციონარულ ექსპოზიციებს შორის გამოირჩევა დმანისში აღმოჩენილი ადამიანის წინაპრების (ჰომინიდების) ნაშთების გამოფენა, რომელიც 1,8 მილიონი წლით თარიღდება და წარმოადგენს აფრიკის კონტინენტის ფარგლებს გარეთ აღმოჩენილ ადამიანის წინაპრის უძველეს ნიმუშს. ამ აღმოჩენამ რადიკალურად შეცვალა მანამდე აღიარებული ადამიანის ევოლუციის თეორია. მუზეუმში ექსპონირებულია აგრეთვე: ნეოლითისა და ბრინჯაოს ხანის პერიოდის არქეოლოგიური აღმოჩენების მრავალრიცხოვანი მასალა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანია ოქროს ფონდი, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა ისტორიული პერიოდის ძვირფასი ლითონისა და ქვების უნიკალური ნაკეთობები. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქრისტიანობამდელი პერიოდის ოქრომჭედლობის ნატიფ ნიმუშებს, რომლებიც თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე მესამე ათასწლეულის მეორე ნახევრიდან ჩვენი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნის ჩათვლით. მუზეუმში დაცული ექსპონატები აღმოჩენილია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში: ანანურში, წნორში, მარტყოფში, თრიალეთის ყორღანებში, ვანში, ახალგორში, მცხეთაში, ჟინვალსა და ა.შ. საქართველოს ეროვნული მუზეუმი. იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა) მისამართი: ქ. თბილისი, სიონის ქ. 8 აღწერა:მუზეუმის ფონდებში დაცულია თბილისის ისტორიასთან, ყოფასთან და კულტურასთან დაკავშირებული კოლექციები. მათ შორის, უნიკალური არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, დოკუმენტური მასალა, ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, ბრინჯაოს ხანის იარაღი და თიხის ნაწარმი, ფეოდალური ხანის მოჭიქული და სხვა სახის თიხის ჭურჭელი, ქაშანურის და ფაიფურის ნაწარმი, საბრძოლო იარაღი, საყოფაცხოვრებო ნივთები, მუსიკალური ინსტრუმენტები, ნუმიზმატიკა, ქართველ და უცხოელ მხატვართა მხატვრული და გრაფიკული ნამუშევრები (ლ. გუდიაშვილი, მ. თოიძე, ე. ახვლედიანი, ა. ფოგელი, ა. ციმაკურიძე, და სხვა. -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
ნაინა |
Jun 25 2007, 12:46 AM
პოსტი
#2
|
პროვინციელი ალქაჯი!!!!! ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
ციტატა მისამართი: ჭიათურა, გაგარინის ქ. 1 აღწერა: მუზეუმში დაცულია ჭიათურის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ძვ. წ. III ათასწლეულით დათარიღებული ბრინჯაოს ცულები, შუბისპირები, ქინძისთავები, მძივები; აგრეთვე ნუმიზმატიკური და ეთნოგრაფიული მასალები; ადგილობრივ მხატვართა ფერწერული და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, ფოტომასალები, სხვადასხვა სახის დოკუმენტები. უფფ ნათ რაც მე მანდ მირბენია, თემა მომცეს დასაწერად და კაი ხანს მანდ ვათენ ვაღამებდი ძველ კეთილ დროს -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
ნათია |
Jun 25 2007, 12:52 AM
პოსტი
#3
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
უფფ ნათ რაც მე მანდ მირბენია, თემა მომცეს დასაწერად და კაი ხანს მანდ ვათენ ვაღამებდი ძველ კეთილ დროს ეჰ, რა სირცხვილია რომ არ ვარ ნამყოფი ეხლა არ მითხრა შენ ხულოს მუზეუმშიც არ ხარ ნამყოფიო ვიცი, გენა, ვიცი ტყიბულის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი მისამართი: ტყიბული, კონსტანტინე გამსახურდიას ქ. 12 აღწერა: მუზეუმში ძირითად ფონდს შეადგენს ტყიბულის რაიონში (საკაჟია, ნაქერალა, ჭახათი, ორპირი, ცუცხვათი, კურსები) ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალა. კერძოდ, ზედა პალეოლითის პერიოდის ადამიანის საცხოვრისში აღმოჩენილი კაჟისა და ქვის იარაღები, ბრინჯაოს იარაღისა და ანტიკური კოლხური მონეტების ზარაფხანის, ანტიკური ხანის ნასახლარების ნაშთები. მუზეუმში წარმოდგენილია ტყიბულის ზონის წიაღისეულის ნიმუშები (ქვანახშირი, ქალცედონი, ტეშენიტი, ბარიტი, გიშერი, კვარცის ქვიშები, მარმარილო), აგრეთვე XIX–XX სს. ეთნოგრაფიული მასალა. ჩხარის მიწათმოქმედებისა და ხელოსნობის მუზეუმი მისამართი: თერჯოლის რაიონი, სოფელი ჩხარი აღწერა: მუზეუმში დაცულია თერჯოლის რაიონის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული ექსპონატები, რომელთა პერიოდიზაცია იწყება პალეოლითიდან და მოიცავს - ქვის, ბრინჯაოს, რკინის, ანტიკურ და ფეოდალურ ხანას. აღსანიშნავია ძვ. წ. აღ. IV-II ს.ს., მასალა: სამკაული, ანტიკური ხანის თიხის ორნამენტებიანი ჭურჭელი და სხვა კერამიკული ნაწარმი, ადრეფეოდალური ხანის მინის ჭურჭელი, საბრძოლო და სამეურნეო იარაღები, ნუმიზმატიკა, მიწათმოქმედებასა და ხელოსნობასთან დაკავშირებული ეთნოგრაფიული ნივთები. მისამართი: ქ. ზესტაფონი, დავით აღმაშენებლის ქ. 27 აღწერა: მუზეუმში დაცულია - ქვის, ბრინჯაოს და რკინის ხანის მასალა (კაჟის ქვის ნაკეთობები, საბრძოლო და სამეურნეო ნივთები), რკინის ხმლები, ბრინჯაოს ბალთები, შუბისპირები კოლხური ცული, სამკაული, ნუმიზმატიკა, კერამიკული ნაწარმის ნიმუშები, XII ს-ის ჯაჭვის პერანგი, შუა საუკუნეების საყოფაცხოვრებო ნივთები, ადგილობრივ მხატვართა მიერ შესრულებული სახვითი ხელოვნების ნიმუშები, XIX ს-ის წერილობითი დოკუმენტები და ფოტომასალები. -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 01:46 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი