საქართველოს მუზეუმები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საქართველოს მუზეუმები |
ნათია |
Jun 24 2007, 09:04 PM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
თბილისი ისტორიული (მხარეთმცოდნეობის) მუზეუმები საქართველოს ეროვნული მუზეუმი. სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმი მისამართი: ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი 3 აღწერა: მუზეუმი საქართველოს მუზეუმებს შორის უძველესია. იგი დაფუძნდა 1852 წელს, კავკასიის მუზეუმის ბაზაზე. მუზეუმის ფონდებში დღეისათვის დაცულია 1 200 000 ექსპონატი (ძირითადად არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალები, ქართული ოქრომჭედლობის, ხატწერის ნიმუშები და სხვა). სტაციონარულ ექსპოზიციებს შორის გამოირჩევა დმანისში აღმოჩენილი ადამიანის წინაპრების (ჰომინიდების) ნაშთების გამოფენა, რომელიც 1,8 მილიონი წლით თარიღდება და წარმოადგენს აფრიკის კონტინენტის ფარგლებს გარეთ აღმოჩენილ ადამიანის წინაპრის უძველეს ნიმუშს. ამ აღმოჩენამ რადიკალურად შეცვალა მანამდე აღიარებული ადამიანის ევოლუციის თეორია. მუზეუმში ექსპონირებულია აგრეთვე: ნეოლითისა და ბრინჯაოს ხანის პერიოდის არქეოლოგიური აღმოჩენების მრავალრიცხოვანი მასალა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანია ოქროს ფონდი, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა ისტორიული პერიოდის ძვირფასი ლითონისა და ქვების უნიკალური ნაკეთობები. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქრისტიანობამდელი პერიოდის ოქრომჭედლობის ნატიფ ნიმუშებს, რომლებიც თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე მესამე ათასწლეულის მეორე ნახევრიდან ჩვენი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნის ჩათვლით. მუზეუმში დაცული ექსპონატები აღმოჩენილია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში: ანანურში, წნორში, მარტყოფში, თრიალეთის ყორღანებში, ვანში, ახალგორში, მცხეთაში, ჟინვალსა და ა.შ. საქართველოს ეროვნული მუზეუმი. იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა) მისამართი: ქ. თბილისი, სიონის ქ. 8 აღწერა:მუზეუმის ფონდებში დაცულია თბილისის ისტორიასთან, ყოფასთან და კულტურასთან დაკავშირებული კოლექციები. მათ შორის, უნიკალური არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, დოკუმენტური მასალა, ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, ბრინჯაოს ხანის იარაღი და თიხის ნაწარმი, ფეოდალური ხანის მოჭიქული და სხვა სახის თიხის ჭურჭელი, ქაშანურის და ფაიფურის ნაწარმი, საბრძოლო იარაღი, საყოფაცხოვრებო ნივთები, მუსიკალური ინსტრუმენტები, ნუმიზმატიკა, ქართველ და უცხოელ მხატვართა მხატვრული და გრაფიკული ნამუშევრები (ლ. გუდიაშვილი, მ. თოიძე, ე. ახვლედიანი, ა. ფოგელი, ა. ციმაკურიძე, და სხვა. -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
ნათია |
Jun 25 2007, 01:11 AM
პოსტი
#2
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
შიდა ქართლი ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი მისამართი: ხაშური, მერაბ კოსტავას ქ. 2 აღწერა: მუზეუმში ძირითადად დაცულია არქეოლოგიური მასალა (ქვის ხანიდან ჩვ. წ. აღ. X ს-ის ჩათვლით - საციხურის გორა-ნამოსახლარის, ნაცარგორას გვიან ბრინჯაო-ადრე რკინის ხანის ნამოსახლარის, წაღვლის სამაროვანის მასალები, ალის, ახალდაბისა და წაღვლის სამონეტო განძი). მათ შორისაა: ქვის ხელთოხი, გვიანბრინჯაო-ადრერკინისხანის კოლხური ცულები, ჭვირული ბალთები, აღმოსავლეთ ამიერკავკასიული ცული (ბრინჯაო XV-VII სს), გვიანბრინჯაოს ხანის სამკაული - პასტის, სარდიონის, გიშრის, შუშის მძივები, სასაფეთქლეები, სავარცხელი, საკინძეები, ადრებრინჯაოსა და ადრეანტიკური ხანის შავპრიალა კერამიკა. სახვითი ხელოვნების (ლ. გუდიაშვილი, გ. გაბაშვილი, ციმაკურიძე, ვ. ნოზაძე, თ. კიტოვანი), XVII-XX სს ეთნოგრაფიული, ფოტოდოკუმენტური მასალები და სხვა. ქარელის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი მისამართი: ქარელი, ალ. ყაზბეგის ქ. 86 აღწერა: მუზეუმში დაცულია ბრინჯაოს და რკინის ხანის მასალebi (კაჟის ქვის ნაკეთობები, საბრძოლო და სამეურნეო ნივთები), რკინის ხმლები, ბრინჯაოს ბალთები, შუბისპირები, სამკაული, ნუმიზმატიკა, კერამიკული ნაწარმის ნიმუშები, XIX ს-ის საყოფაცხოვრებო ნივთები, წერილობითი დოკუმენტები და ფოტომასალები. სერგი მაკალათიას სახელობის გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი მისამართი: ქ. გორი, კირიონ II-ის ქ. 12 აღწერა: მუზეუმში დაცულია ძვ. წ. IV-III ათასწლეულების არქეოლოგიური მასალა (პინტადერები - თიხის საგვარეულო ბეჭდები, ვერცხlისწყლის გადასატანი ჭურჭელი, მთვარის ღვთაების სამსხვერპლო, თიხის მცირე ზომისა და ზოომორფული ქანდაკებები, სამკაულის, იარაღის კოლექცია), ნუმიზმატიკური მასალა (ძვ. წ. VI-III სს-ის სპილენძის მონეტები, ალექსანდრე მაკედონელის ოქროს მონეტა, რომაული ოქროს მონეტა (370 წ.), არაბული ვერცხლის მონეტა (775 წ.), დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, ნადირ-შაჰის მონეტები, თურქული დუკატები, XV ს-ის ვერცხლის მონეტები; XVIII-XIX სს-ის ეთნოგრაფიული მასალა: ხალიჩები, ფარდაგები (ქართული და ყარაბაღული), ქირმანშალები, ოქრომკედით ნაქარგი საეკლესიო დანიშნულების სამოსელი, XVII–XIX სს-ის საბრძოლო იარაღის კოლექცია. კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი მისამართი: კასპი, სტალინის ქ. 88 აღწერა: მუზეუმში დაცულია კასპის, რენეს, მეტეხის, თეზის ტერიტორიებზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული ადრე და შუაბრინჯაოს ხანის მასალები, ყორღანებიდან მოპოვებული ძვ. წ. III-I ათასწლეულით დათარიღებული ნივთები, ძირითადად თრიალეთის კულტურისთვის დამახასიათებელი კერამიკა, გვიანბრინჯაოს ხანის თიხის ჭურჭელი, ძვ. წ. XIV-XII სს-ით დათარიღებული სამოსელის დეტალები, ცხენის აღკაზმულობა, სამუშაო და საბრძოლო იარაღი (აღმოსავლეთქართული ცულები, სატევრები, შუბისპირები - ძვ. წ. XIII-VII სს), სოფელ სასირეთში შემთხვევით აღმოჩენილი მოოქროვილი ვერცხლის დისკო (ძვ. წ. III ს.), ელინისტური ხანის ბრინჯაოს დიონისეს ქანდაკება (ძვ. წ. III-II სს.) და სამტუჩა სურა-ოინოხოია (ახ. წ. I ს.), თიხის მოჭიქული ჭურჭელი შუა საუკუნეების არქეოლოგიურ მასალებიდან. -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 08:19 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი