საქართველოს მუზეუმები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საქართველოს მუზეუმები |
ნათია |
Jun 24 2007, 09:04 PM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
თბილისი ისტორიული (მხარეთმცოდნეობის) მუზეუმები საქართველოს ეროვნული მუზეუმი. სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმი მისამართი: ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი 3 აღწერა: მუზეუმი საქართველოს მუზეუმებს შორის უძველესია. იგი დაფუძნდა 1852 წელს, კავკასიის მუზეუმის ბაზაზე. მუზეუმის ფონდებში დღეისათვის დაცულია 1 200 000 ექსპონატი (ძირითადად არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალები, ქართული ოქრომჭედლობის, ხატწერის ნიმუშები და სხვა). სტაციონარულ ექსპოზიციებს შორის გამოირჩევა დმანისში აღმოჩენილი ადამიანის წინაპრების (ჰომინიდების) ნაშთების გამოფენა, რომელიც 1,8 მილიონი წლით თარიღდება და წარმოადგენს აფრიკის კონტინენტის ფარგლებს გარეთ აღმოჩენილ ადამიანის წინაპრის უძველეს ნიმუშს. ამ აღმოჩენამ რადიკალურად შეცვალა მანამდე აღიარებული ადამიანის ევოლუციის თეორია. მუზეუმში ექსპონირებულია აგრეთვე: ნეოლითისა და ბრინჯაოს ხანის პერიოდის არქეოლოგიური აღმოჩენების მრავალრიცხოვანი მასალა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანია ოქროს ფონდი, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა ისტორიული პერიოდის ძვირფასი ლითონისა და ქვების უნიკალური ნაკეთობები. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქრისტიანობამდელი პერიოდის ოქრომჭედლობის ნატიფ ნიმუშებს, რომლებიც თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე მესამე ათასწლეულის მეორე ნახევრიდან ჩვენი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნის ჩათვლით. მუზეუმში დაცული ექსპონატები აღმოჩენილია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში: ანანურში, წნორში, მარტყოფში, თრიალეთის ყორღანებში, ვანში, ახალგორში, მცხეთაში, ჟინვალსა და ა.შ. საქართველოს ეროვნული მუზეუმი. იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა) მისამართი: ქ. თბილისი, სიონის ქ. 8 აღწერა:მუზეუმის ფონდებში დაცულია თბილისის ისტორიასთან, ყოფასთან და კულტურასთან დაკავშირებული კოლექციები. მათ შორის, უნიკალური არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, დოკუმენტური მასალა, ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, ბრინჯაოს ხანის იარაღი და თიხის ნაწარმი, ფეოდალური ხანის მოჭიქული და სხვა სახის თიხის ჭურჭელი, ქაშანურის და ფაიფურის ნაწარმი, საბრძოლო იარაღი, საყოფაცხოვრებო ნივთები, მუსიკალური ინსტრუმენტები, ნუმიზმატიკა, ქართველ და უცხოელ მხატვართა მხატვრული და გრაფიკული ნამუშევრები (ლ. გუდიაშვილი, მ. თოიძე, ე. ახვლედიანი, ა. ფოგელი, ა. ციმაკურიძე, და სხვა. -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
ნაინა |
Jun 25 2007, 01:15 AM
პოსტი
#2
|
პროვინციელი ალქაჯი!!!!! ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
იმერეთის და კერძოდ ჭიათურის რაიონში არის ერთი მაღალმთიანი სოფელი მანდაეთი, ჩემი საყვარელი სოფელია. და როგორც უხუცესებიდანაც და კიდევ სხვადასხვა გარემოებებიდან ვიცი აქ არის უძველესი ნაქალაქარი. ბევრჯერ მინახავს ხალხი ამ ადგილებში მიწას რომ თხრიდნენ და სხვადასხვა ნაკეთობებს პოულობდნენ. მერე ან ჰყიდდნენ ან დაანაწევრებდნენ და ვინ რისთვის იყენებდა ვინ იცის. აქვეა კიდევ რამდენიმე გორა, რომლებიც შეხედვისთანავე სამარხებს მოგაგონებთ, ხალხში თქმულებაც არსებობს, რომ არის შესაძლებლობა ვიფიქროთ რომ არაა გამორიცხული აქ არსებობდეს თამარის ნეშტი. ამ ინფორმაციის ჭეშმარიტებას ცხადია ვერ დავამტკიცებ, მაგრამ მახსოვს როგორ ჰყვებოდნენ უხუცესები თავიანთი წინაპრების მიერ მონათხრობ ამბებს ამ საკითხთან დაკავშირებით.
ნაქალაქარში კი დანამდვილებით ვიცი როგორ პოულობდნენ სხვადასხვა ძვირფას ნივთებს. ისიც ვიცი მონეტებით სავსე ქოთანიც რომ აღმოაჩინეს. თავის დროზე ბევრთან მქონდა ამ საკითხზე საუბარი, ძირითადად მათთან ვინც ამ ადგილით უნდა დაინტერესებულიყო, ვერაფერს გავხდი, უსახსრობითა თუ სხვადასხვა მიზეზებით ყოველთვის მომავლისთვის გადადებდნენ ხოლმე. ეს დღე კი არადა არ დადგა. დარწმუნებით მხოლოდ იმის თქმა შემიძლია რომ გაღარიბებული მოსახლეობის უმეტესი ნაწილი კი ამ ადგილების გათხრებით და იქ აღმოჩენილი ნიმუშების გაყიდვით ირჩენს თავს. ეს ტერიტორია რამდენიმე სოფელს ესაზღვრება. ასე რომ მომხმარებელიც ბევრი ჰყავს. გული მტკივა ასე რომ ნადგურდება ჩვენი ისტორიული წარსული. იმედი მაქვს როცა დავბრუნდები ( თუ მანამდე არავინ გამოჩნდა მისი გადარჩენის მსურველი) ისევ ვეცდები რამეს მივაღწიო. ეგებ ცოტა რამ მაინც შემოვუნახოთ მომავალ თაობას. ციტატა ეჰ, რა სირცხვილია რომ არ ვარ ნამყოფი ეხლა არ მითხრა შენ ხულოს მუზეუმშიც არ ხარ ნამყოფიო ვიცი, გენა, ვიცი ნათი კაი. პატივს ვცემ შენს აღიარებას და აღარაფერს არ გეტყვი -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 02:37 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი