საქართველოს მუზეუმები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საქართველოს მუზეუმები |
ნათია |
Jun 24 2007, 09:04 PM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
თბილისი ისტორიული (მხარეთმცოდნეობის) მუზეუმები საქართველოს ეროვნული მუზეუმი. სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმი მისამართი: ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი 3 აღწერა: მუზეუმი საქართველოს მუზეუმებს შორის უძველესია. იგი დაფუძნდა 1852 წელს, კავკასიის მუზეუმის ბაზაზე. მუზეუმის ფონდებში დღეისათვის დაცულია 1 200 000 ექსპონატი (ძირითადად არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალები, ქართული ოქრომჭედლობის, ხატწერის ნიმუშები და სხვა). სტაციონარულ ექსპოზიციებს შორის გამოირჩევა დმანისში აღმოჩენილი ადამიანის წინაპრების (ჰომინიდების) ნაშთების გამოფენა, რომელიც 1,8 მილიონი წლით თარიღდება და წარმოადგენს აფრიკის კონტინენტის ფარგლებს გარეთ აღმოჩენილ ადამიანის წინაპრის უძველეს ნიმუშს. ამ აღმოჩენამ რადიკალურად შეცვალა მანამდე აღიარებული ადამიანის ევოლუციის თეორია. მუზეუმში ექსპონირებულია აგრეთვე: ნეოლითისა და ბრინჯაოს ხანის პერიოდის არქეოლოგიური აღმოჩენების მრავალრიცხოვანი მასალა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანია ოქროს ფონდი, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა ისტორიული პერიოდის ძვირფასი ლითონისა და ქვების უნიკალური ნაკეთობები. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქრისტიანობამდელი პერიოდის ოქრომჭედლობის ნატიფ ნიმუშებს, რომლებიც თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე მესამე ათასწლეულის მეორე ნახევრიდან ჩვენი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნის ჩათვლით. მუზეუმში დაცული ექსპონატები აღმოჩენილია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში: ანანურში, წნორში, მარტყოფში, თრიალეთის ყორღანებში, ვანში, ახალგორში, მცხეთაში, ჟინვალსა და ა.შ. საქართველოს ეროვნული მუზეუმი. იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა) მისამართი: ქ. თბილისი, სიონის ქ. 8 აღწერა:მუზეუმის ფონდებში დაცულია თბილისის ისტორიასთან, ყოფასთან და კულტურასთან დაკავშირებული კოლექციები. მათ შორის, უნიკალური არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, დოკუმენტური მასალა, ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, ბრინჯაოს ხანის იარაღი და თიხის ნაწარმი, ფეოდალური ხანის მოჭიქული და სხვა სახის თიხის ჭურჭელი, ქაშანურის და ფაიფურის ნაწარმი, საბრძოლო იარაღი, საყოფაცხოვრებო ნივთები, მუსიკალური ინსტრუმენტები, ნუმიზმატიკა, ქართველ და უცხოელ მხატვართა მხატვრული და გრაფიკული ნამუშევრები (ლ. გუდიაშვილი, მ. თოიძე, ე. ახვლედიანი, ა. ფოგელი, ა. ციმაკურიძე, და სხვა. -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
ნათია |
Jun 25 2007, 01:33 AM
პოსტი
#2
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
მცხეთა-მთიანეთი დუშეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი მისამართი: დუშეთი, მილახვრიანთკარის დასახლება აღწერა: მუზეუმში დაცულია: დუშეთის რაიონის ტერიტორიაზე არქეოლოგიური ექსპედიციებისა და შემთხვევითი აღმოჩენების შედეგად მოპოვებული მასალები (ადრებრინჯაოს ხანიდან გვიან შუასაუკუნეებამდე), XIX ს-ის ეთნოგრაფიული ყოფის ამსახველი მასალები, ქსოვილების ნიმუშები (აღმ. საქართველოს მთიანეთის XIX ს-ის ფარდაგები, ხალხური სამოსელი და აქსესუარები), მინისა და კერამიკული ჭურჭელი (მათ შორის მოჭიქული კერამიკის ნიმუშები) და სხვა. თიანეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი მისამართი: თიანეთის რაიონი, დაბა თიანეთი აღწერა: მუზეუმში დაცულია თიანეთის რაიონისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგიური ექსპედიციებისა და შემთხვევითი აღმოჩენების შედეგად მოპოვებული მასალები ადრე ბრინჯაოს ხანიდან გვიან შუასაუკუნეებამდე, ეთნოგრაფიული ყოფის ამსახველი მასალები, საეკლესიო დანიშნულების ნივთები და ოთხთავის ხელნაწერი და ნაბეჭდი გამოცემები, ქსოვილების ნიმუშები (აღმ. საქართველოს მთიანეთის XIX ს-ის ფარდაგები, ხევსურული ხალხური სამოსელი და აქსესუარები), შუა საუკუნეების კერამიკული ჭურჭელი და სხვა. ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის სტეფანწმინდის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი მისამართი: სტეფანწმინდა, ალ. ყაზბეგის ქ.2 აღწერა: მუზეუმი განთავსებულია ქართველი მწერლის ალექსანდრე ყაზბეგის (1848-1890) მემორიალურ სახლში, სადაც მწერლის მემორიალურ ნივთებთან და ბიბლიოთეკასთან ერთად დაცულია არaმარტო ხევის, არამედ კავკასიური კულტურისთვის დამახასიათებელი ნივთიერი და დოკუმენტური მასალა. კერძოდ, რეგიონის ყოფისთვის დამახასიათებელი ეთნოგრაფიული, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები (XIX-XX სს-is დასაწყისის საოჯახო ნივთები, აქსესუარeბი, ჭურჭელი, ფარდაგები, ხურჯინები), არქეოლოგიური მასალა (ნუმიზმატიკა, საბრძოლო და სამუშაო იარაღების ფრაგმენტები, სამკაული, მოსართავები, თიხისა და კერემიკის ჭურჭელი), საეკლესიო დანიშნულების ნივთები, წიგნები, ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრები. -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 08:21 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი