საქართველოს მუზეუმები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საქართველოს მუზეუმები |
ნათია |
Jun 24 2007, 09:04 PM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
თბილისი ისტორიული (მხარეთმცოდნეობის) მუზეუმები საქართველოს ეროვნული მუზეუმი. სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმი მისამართი: ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი 3 აღწერა: მუზეუმი საქართველოს მუზეუმებს შორის უძველესია. იგი დაფუძნდა 1852 წელს, კავკასიის მუზეუმის ბაზაზე. მუზეუმის ფონდებში დღეისათვის დაცულია 1 200 000 ექსპონატი (ძირითადად არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალები, ქართული ოქრომჭედლობის, ხატწერის ნიმუშები და სხვა). სტაციონარულ ექსპოზიციებს შორის გამოირჩევა დმანისში აღმოჩენილი ადამიანის წინაპრების (ჰომინიდების) ნაშთების გამოფენა, რომელიც 1,8 მილიონი წლით თარიღდება და წარმოადგენს აფრიკის კონტინენტის ფარგლებს გარეთ აღმოჩენილ ადამიანის წინაპრის უძველეს ნიმუშს. ამ აღმოჩენამ რადიკალურად შეცვალა მანამდე აღიარებული ადამიანის ევოლუციის თეორია. მუზეუმში ექსპონირებულია აგრეთვე: ნეოლითისა და ბრინჯაოს ხანის პერიოდის არქეოლოგიური აღმოჩენების მრავალრიცხოვანი მასალა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანია ოქროს ფონდი, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა ისტორიული პერიოდის ძვირფასი ლითონისა და ქვების უნიკალური ნაკეთობები. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქრისტიანობამდელი პერიოდის ოქრომჭედლობის ნატიფ ნიმუშებს, რომლებიც თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე მესამე ათასწლეულის მეორე ნახევრიდან ჩვენი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნის ჩათვლით. მუზეუმში დაცული ექსპონატები აღმოჩენილია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში: ანანურში, წნორში, მარტყოფში, თრიალეთის ყორღანებში, ვანში, ახალგორში, მცხეთაში, ჟინვალსა და ა.შ. საქართველოს ეროვნული მუზეუმი. იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა) მისამართი: ქ. თბილისი, სიონის ქ. 8 აღწერა:მუზეუმის ფონდებში დაცულია თბილისის ისტორიასთან, ყოფასთან და კულტურასთან დაკავშირებული კოლექციები. მათ შორის, უნიკალური არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, დოკუმენტური მასალა, ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, ბრინჯაოს ხანის იარაღი და თიხის ნაწარმი, ფეოდალური ხანის მოჭიქული და სხვა სახის თიხის ჭურჭელი, ქაშანურის და ფაიფურის ნაწარმი, საბრძოლო იარაღი, საყოფაცხოვრებო ნივთები, მუსიკალური ინსტრუმენტები, ნუმიზმატიკა, ქართველ და უცხოელ მხატვართა მხატვრული და გრაფიკული ნამუშევრები (ლ. გუდიაშვილი, მ. თოიძე, ე. ახვლედიანი, ა. ფოგელი, ა. ციმაკურიძე, და სხვა. -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
ნათია |
Jun 25 2007, 02:08 AM
პოსტი
#2
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი მისამართი: ქ. თელავი, ერეკლეს II-ის ქ. 1 აღწერა: სამუზეუმო კომპლექსში შედის: კახეთის მეფის - ერეკლე II-ის მემორიალური სასახლე (აგებულია 1884-86 წწ.), მეფის კარის ეკლესია, ერეკლეს მიერვე აგებული ფილოსოფიური სკოლის ნაგებობის ნაშთები, აბანო და სასახლის ტერიტორიაზე გაყვანილი გვირაბი, აგრეთვე ქეთევან იაშვილის სახ. სამხატვრო გალერეა. მეფე ერეკლეს მემორიალური ნივთების გარდა, მუზეუმში დაცულია: ნუმიზმატიკური მასალა, ადრეფეოდალური ხანის სარკოფაგი, გვიანი შუა საუკუნეების აბჯარი, XVII-XIX სს-ის სპილენძის საოჯახო ნივთების, საბრძოლო იარაღის, ხევსურული სამოსელის კოლექციები. ქეთევან იაშვილის სახ. სამხატვრო გალერეაში დაცულია ქეთევან იაშვილის მიერ მუზეუმისათვის საჩუქრად გადაცემული კერძო კოლექციის 187 ექსპონატი. მათ შორის XIXს-ის ჰოლანდიური, ფრანგული, გერმანული, რუსული (ი. აივაზოვსკის, ა. კრამსკოისა და “პერედვიჟნიკების” პერიოდის სხვა მხატვართა ნაწარმოებები) მხატვრობისა და მცირე პლასტიკის საინტერესო ნიმუშები, აგრეთვე ქართველ მხატვართა (ელ. ახვლედიანის, ლ. გუდიაშვილის, ჯ. ხუციშვილისა და სხვათა) ნამუშევრები. ახმეტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი მისამართი: ახმეტის რაიონი, სოფელი ქვემო ალვანი აღწერა: მუზეუმში დაცულია კახეთში არქეოლოგიური გათხრების შედეგად და შემთხვევით აღმოჩენილი მასალა (გვიანი ბრინჯაოდან მოყოლებული შუასაუკუნეების ჩათვლით), აღმოსავლეთ საქართველოს ერთ-ერთი საინტერესო რეგიონის - თუშეთის ყოფისათვის დამახასიათებელი საყოფაცხოვრებო ნივთები, ეთნოგრაფიული მასალები, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები: ძირითადად XIX-XX სს-ის დასაწყისის ხალიჩა-ფარდაგები, თუშური სამოსელისა და აქსესუარების ნიმუშები. სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი მისამართი: სიღნაღი, თამარ მეფის ქ. 1 აღწერა: მუზეუმში დაცულია: არქეოლოგიური (ჩვ. წ. აღ. II ათასწლეულის შუა და გვიანი ბრინჯაოს ხანის თიხის ჭურჭელი, სამკაული, იარაღი), V-XIX სს-ის ნუმიზმატიკური მასალა (სასანური, კოლხური თეთრი, თამარ მეფისა და ლაშა-გიორგის მონეტები, სხვადასხვა ქვეყნის ფულის ერთეულები), XIX ს-ის I ნახევრის ეთნოგრაფიული მასალები, ვერცხლის ჭურჭელი, სევადიანი მოვერცხლილი ქამრები, ხანჯლები, თოფები, დამბაჩა, საეკლესიო დანიშნულების ნივთები, ხატები, XIX ს-ის I ნახევრის ხალიჩებისა და ფარდაგების კოლექცია, XX ს-ის ქართველ მხატვართა ფერწერული ტილოები (ლადო გუდიაშვილი, ელენე ახვლედიანი, ქეთევან მაღალაშვილი და სხვ.). დედოფლისწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი მისამართი: დედოფლისწყარო, ცხრა ძმის ქ. 10 აღწერა: მუზეუმში ძირითადად დაცულია დედოფლისწყაროს ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად (ძვ. წ. VI-I სს-დან გვიანფეოდალურ ხანამდე) აღმოჩენილი თიხისა და ბრინჯაოს მასალა: საბეჭდავები, სამკაული, სამედიცინო დანიშნულების თიხის ჭურჭელი, ბრინჯაოს პინცეტი, საკულტო სკულპტურები, კამეჩის ნიღბები, სკვითური ისრის პირები, ნუმიზმატიკა (VI ს. ვერცხლისა და ოქროს სასანური მონეტები, ქართული, ჰულაგოიდური, რუსული, გერმანული მონეტები), ეთნოგრაფიული მასალები (ქიზიყური ფარდაგები, ხურჯინები, ჯეჯიმები, ფიანდაზი, ოქრომკედით ნაქარგი ყაჯარი, საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთები), XX ს-ის ქართველ მხატვართა ფერწერული ნამუშევრები (რ. სტურუა, ა. პოპიაშვილი, ჯ. გვიმრაძე, რ. თორდია, ვ. ალბოროვი). ლაგოდეხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი მისამართი: ლაგოდეხი, შრომის ქ. 2 აღწერა: მუზეუმის ფონდი ძირითადად შედგება ლაგოდეხისა და მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული ან მოსახლეობის მიერ შემთხვევით აღმოჩენილი მასალისაგან: ქვის, ბრინჯაოს, თიხის სხვადასხვა დანიშნულების ნივთები, სამკაული, სამუშაო იარაღი; მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი მხარის ეთნოგრაფიული მასალა. შენობის უქონლობის გამო, ამჟამად მუზეუმი დროებით არ ფუნქციონირებს. -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 12:46 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი