საქართველოს მუზეუმები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საქართველოს მუზეუმები |
ნათია |
Jun 24 2007, 09:04 PM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
თბილისი ისტორიული (მხარეთმცოდნეობის) მუზეუმები საქართველოს ეროვნული მუზეუმი. სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმი მისამართი: ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი 3 აღწერა: მუზეუმი საქართველოს მუზეუმებს შორის უძველესია. იგი დაფუძნდა 1852 წელს, კავკასიის მუზეუმის ბაზაზე. მუზეუმის ფონდებში დღეისათვის დაცულია 1 200 000 ექსპონატი (ძირითადად არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალები, ქართული ოქრომჭედლობის, ხატწერის ნიმუშები და სხვა). სტაციონარულ ექსპოზიციებს შორის გამოირჩევა დმანისში აღმოჩენილი ადამიანის წინაპრების (ჰომინიდების) ნაშთების გამოფენა, რომელიც 1,8 მილიონი წლით თარიღდება და წარმოადგენს აფრიკის კონტინენტის ფარგლებს გარეთ აღმოჩენილ ადამიანის წინაპრის უძველეს ნიმუშს. ამ აღმოჩენამ რადიკალურად შეცვალა მანამდე აღიარებული ადამიანის ევოლუციის თეორია. მუზეუმში ექსპონირებულია აგრეთვე: ნეოლითისა და ბრინჯაოს ხანის პერიოდის არქეოლოგიური აღმოჩენების მრავალრიცხოვანი მასალა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანია ოქროს ფონდი, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა ისტორიული პერიოდის ძვირფასი ლითონისა და ქვების უნიკალური ნაკეთობები. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქრისტიანობამდელი პერიოდის ოქრომჭედლობის ნატიფ ნიმუშებს, რომლებიც თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე მესამე ათასწლეულის მეორე ნახევრიდან ჩვენი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნის ჩათვლით. მუზეუმში დაცული ექსპონატები აღმოჩენილია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში: ანანურში, წნორში, მარტყოფში, თრიალეთის ყორღანებში, ვანში, ახალგორში, მცხეთაში, ჟინვალსა და ა.შ. საქართველოს ეროვნული მუზეუმი. იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა) მისამართი: ქ. თბილისი, სიონის ქ. 8 აღწერა:მუზეუმის ფონდებში დაცულია თბილისის ისტორიასთან, ყოფასთან და კულტურასთან დაკავშირებული კოლექციები. მათ შორის, უნიკალური არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, დოკუმენტური მასალა, ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, ბრინჯაოს ხანის იარაღი და თიხის ნაწარმი, ფეოდალური ხანის მოჭიქული და სხვა სახის თიხის ჭურჭელი, ქაშანურის და ფაიფურის ნაწარმი, საბრძოლო იარაღი, საყოფაცხოვრებო ნივთები, მუსიკალური ინსტრუმენტები, ნუმიზმატიკა, ქართველ და უცხოელ მხატვართა მხატვრული და გრაფიკული ნამუშევრები (ლ. გუდიაშვილი, მ. თოიძე, ე. ახვლედიანი, ა. ფოგელი, ა. ციმაკურიძე, და სხვა. -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
piligrimi |
Jun 25 2007, 02:18 AM
პოსტი
#2
|
piligrimi ჯგუფი: Members პოსტები: 1,496 რეგისტრ.: 6-March 07 მდებარ.: saqartvelo წევრი № 1,278 |
აუ მადლობა ნათია ასეთი ინფორმაციებისთვის
მიუხედავად ამისა რომ ბევრგან ვარ ნამყოფი საქართველოში გული მწყდება მუზეუმების სრული უმრავლესობა არც მინახია, იმედია ამასაც გამოვასწორებ, მანამდე კი შენი დადებული ინფორმაციით შემოვიფარგლებით -------------------- "ყოველ ადამიანში არის ის, რის გამოც შეიძლება გიყვარდეს ან გეცოდებოდეს მაინც,
ამიტომ ადვილად ნურავის გაიმეტებ" |
ნათია |
Jun 25 2007, 03:02 AM
პოსტი
#3
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
აუ მადლობა ნათია ასეთი ინფორმაციებისთვის მიუხედავად ამისა რომ ბევრგან ვარ ნამყოფი საქართველოში გული მწყდება მუზეუმების სრული უმრავლესობა არც მინახია, იმედია ამასაც გამოვასწორებ, მანამდე კი შენი დადებული ინფორმაციით შემოვიფარგლებით ვაიმეე ეხლა მაზოლზე ნუ დამაჭერ ფეხს მე საერთოდ არ ვარ ნამყოფი (( კიდევ ბევრს დავდებ განყოფილებებია ესეც ჩემი 1300 პოსტი, აღნიშნეთ ... ლიტერატურული პროფილის მუზეუმები თბილისი საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი მისამართი: თბილისი, გ. ჭანტურიას ქ. 8 აღწერა: მუზეუმში წარმოდგენილია ძველი და თანამედროვე ქართული ლიტერატურის, აგრეთვე საზღვარგარეთის ქვეყნების კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ნიმუშები: ხელნაწერები - (XII ს. ათონური ოთხთავი, XVII-XIX ს.ს. ფილოსოფიურ-რელიგიური თხზულებები), ცნობილი ქართველი და უცხოელი მწერლების ნიკლოზ ბარათაშვილის ვაჟა ფშაველას, ილია ჭავჭავაძის , აკაკი წერეთლის, გალაკტიონ ტაბიძის, არტურ ლაისტის, მარჯორი უორდროპის, კონსტანტინე ბალმონტის, ბორის პასტერნაკის და სხვათა არქივები, ხელნაწერები და მემორიალური ნივთები (ავეჯი, საოჯახო რელიქვიები, სამოსელი) ქართველ და უცხოელ მხატვართა ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, (გ. გაბაშვილი, ე. ახვლედიანი, ლ. გუდიაშვილი, ა. მოლინარი, ქ. მაღალაშვილი, მ. თოიძე, დ. კაკაბაძე, თ. ბუროვი, გ. კორადინი და სხვა), ფოტო და დოკუმენტური მასალა, ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად ქცეული წიგნები, აუდიო და ვიდეო ჩანაწერები. ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი მისამართი: თბილისი, ივანე ჯავახიშვილის ქ. 7 აღწერა: დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის (1837-1907 წწ.) ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი წარმოადგენს მემორიალურ კომპლექსს, რომლის შემადგენლობაში შედის ილია ჭავჭავაძის თბილისის სახლ-მუზეუმი, ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი სადაც მოთავსებული იყო გაზეთ “ივერიის” რედაქცია და სტამბა. მუზეუმში დაცულია ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალები: მემორიალური ნივთები (კაბინეტი, - საძინებელი და სასადილო XIX ს-ის ავეჯით, ჭურჭელი, სხვადასხვა სახის სამშვენისები, ბიბლიოთეკა), დოკუმენტური და ფოტო მასალა (მათ შორის დ. ერმაკოვის ფოტოები), ილიას მიერ გამოცემული ჟურნალ-გაზეთები, ხელნაწერები, XIX-XX სს-ის დასაწყისის ფერწერული ტილოები, გრაფიკული ნამუშევრები, ილიას თხზულებათა გამოცემები და სხვა. იმერეთი ბაღდათი ვლადიმერ მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმი მისამართი: ბაღდათი, ბაღდათის ქ. 1 აღწერა: მუზეუმი განთავსებულია ცნობილი პოეტის მემორიალურ სახლში, სადაც პირვანდელი სახით აღდგენილია ვლადიმერ მაიაკოვსკის კაბინეტი, საძინებელი, მისაღები, ექსპონირებულია - ვლადიმერ მაიაკოვსკისა და მისი მშობლების მემორიალური ნივთები (ავეჯი, პირადი მოხმარების საგნები, სხვადასხვა საოჯახო ნივთები და სხვ.). საექსპოზიციო დარბაზში გამოფენილია ვ, მაიაკოვსკის ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი ფერწერული ტილოები. წარმოდგენილია პოეტის სხვადასხვა პერიოდის გამოცემები და სხვა დოკუმენტური მასალები. საჩხერე აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმი მისამართი: საჩხერის რაიონი, სოფელი სხვიტორი აღწერა: ცნობილი ქართველი პოეტის მუზეუმი განთავსებულია წერეთლების საგვარეულო სასახლეში.მუზეუმის ფონდებში დაცულია პოეტისა და მისი წინაპრების პირადი ნივთები - (აქსესუარები, ტანსაცმელი), XIX ს. პირველი ნახევრის ფრანგული, იტალიური, გერმანული წარმოების ავეჯი, ჭურჭელი (რუსული წარმოების - ”კუზნეცოვი”), ბიბლიოთეკა (სხვადასხვა პერიოდის გამოცემები ქართულ, რუსულ,ფრანგულ ენებზე), პოეტისა და სხვა საზოგადო მოღვაწეების ხელნაწერები - XIX ს. პირველ ნახევარში გადაწერილი ქართლის ცხოვრება და სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონი. მცხეთა-მთიანეთი მცხეთა ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი მისამართი: მცხეთის რაიონი, საგურამო აღწერა: სახლ-მუზეუმის კომპლექსი მოიცავს ცნობილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის (1837-1907) საცხოვრებელ სახლს დამხმარე ნაგებობებით და ჭავჭავაძისეულ მამულს ბაღ-ვენახით. მუზეუმის სტაციონარულ ექსპოზიციაში წარმოდგენილია მწერლის მემორიალური ნივთები, მე-19 ს-ის ქართული კულტურის წარმომადგენელთა ფოტოპორტრეტები და ეპოქის ყოფის ამსახველი ფოტომასალები, მწერლის ხელნაწერები, მისივე გამოცემული პერიოდიკის ნიმუშები (”ივერია”, ”საქართველოს მოამბე” და სხვ.), მე-19 ს-ის ქართული და უცხოეთის სახვითი ხელოვნების ნიმუშები: ფრანგი მხატვრის გარნიეს ”ჟაკ დე მოლის მიღება ტამპლიერების ორდენში”, ვერნეს ”მაზეპა მგლების გარემოცვაში”, უცნობი ფრანგი მხატვრის ფერწერული ტილო ”შიში”, ლადო გუდიაშვილის, უჩა ჯაფარიძის, იაკობ ნიკოლაძის ნამუშევრები; XVIII-XIX ს.ს. გერმანული წარმოების დეკორატიული და საყოფაცხოვრებო ჭურჭელი, ავეჯი და სხვა. P.S. აქ ნამყოფი ვარ დუშეთი ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი მისამართი: დუშეთის რაიონი, სოფელი ჩარგალი აღწერა: სახლ-მუზეუმში დაცულია ცნობილი ქართველი პოეტის ვაჟა-ფშაველას (1861-1915) ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მემორიალური ნივთები, მე-19 საუკუნისა და მე-20 საუკუნის დასაწყისის ეთნოგრაფიული ხასიათის მასალები, პოეტის კრებულების სხვადასხვა პერიოდის გამოცემები, აგრეთვე პოეტისადმი მიძღვნილი ფერწერული, გრაფიკული და სკულპტურული ნამუშევრები, ფოტომასალა და სხვა. კახეთი თელავი ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი მისამართი: თელავის რაიონი, სოფელი წინანდალი აღწერა: მუზეუმი განთავსებულია ცნობილი ქართველი პოეტის-ალექსანდრე ჭავჭავაძის სასახლეში (საზაფხულო რეზიდენცია, აგებულია 1830 წელს), სადაც თავმოყრილია როგორც მისი ცხოვრება-შემოქმედების, ასევე თანადროული ეპოქის მასალები - ეპისტოლარული და იკონოგრაფიული არქივი, XIX ს-ის სხვადასხვა სახის გამოცემები (ფრანგული, გერმანული, ინგლისური, პოლონური, სომხური), XVIII ს-ის ხელნაწერები, დ. ერმაკოვის ფოტოები, ფერწერისა და ლითოგრაფიის ნიმუშები, აგრეთვე XVIII-XIX სს-ის ქართული, რუსული, ფრანგული ავეჯი, სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები, ჭურჭელი (ჩინური, იაპონური, ფრანგული, გერმანული, იტალიური, ქართული, რუსული), მუსიკალური ინსტრუმენტები; 1830 წლიდან ალექსანდრე ჭავჭავაძემ წამოიწყო დეკორატიული პარკის განაშენიანება, რომელიც ესთეტიკური და დეკორატიული მნიშვნელობით წარმოადგენს ინგლისური პარკების - რიჩმონდისა და კიუს ანალოგიას (ავტორი გერმანელი პეიზაჟისტ-არქიტექტორი არნოლდ რეგელი). ამჟამად პარკს უჭირავს 12 ჰა და იგი შედგება ხეივნების, მოედნების, ცალკეული და ჯგუფური ნარგავებისგან, რომელთა შორის უნიკალურ სუბტროპიკულ, სამკურნალო და ტექნიკურ მცენარეებთან ერთად გვხვდება ეგზოტიკური მცენარეებიც (ჩინეთი, ამერიკა, იაპონიიდან, ხმელთაშუა ზღვის ქვეყნები და სხვა); აქვე 1835 წელს აშენდა ერთ-ერთი პირველი მარანი საქართველოში, სადაც დაცულია უნიკალური ენოთეკა (სხვადასხვა ქვეყანაში ჩამოსხმული 20 000 ბოთლი ღვინო). ყვარელი ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო სახლ-მუზეუმი მისამართი: ყვარელი, შოთა რუსთაველის ქ. 2 აღწერა: სამუზეუმო კომპლექსი მოიცავს ცნობილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის (1837-1907) საგვარეულო კოშკს, საცხოვრებელ სახლს და საგამოფენო დარბაზს. მუზეუმში დაცულია: ილიასა და მისი ოჯახის წევრთა მემორიალური ნივთები, ილიას ხელნაწერები, მის მიერ დაარსებული ჟურნალ-გაზეთების კომპლექტები, ჭავჭავაძეთა საგვარეულო გერბი, ბეჭედი, საყოფაცხოვრებო ნივთები, XVIII-XIX სს. იარაღი, ავეჯი, ქართველ და უცხოელ საზოგადო მოღვაწეთა ხელნაწერები, ილიას ნაწარმოებების თემებზე შექმნილი ფერწერული ნამუშევრები (ჰენრიხ ჰრინევსკი, ლ. გუდიაშვილი, კ. გურული, ს. მესხი, თ. მირზაშვილი), მდიდარი ფოტომასალა და საარქივო დოკუმენტები, ილიას თხზულებათა გამოცემები სხვადასხვა ენაზე. -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 06:42 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი