საქართველოს მუზეუმები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საქართველოს მუზეუმები |
ნათია |
Jun 24 2007, 09:04 PM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
თბილისი ისტორიული (მხარეთმცოდნეობის) მუზეუმები საქართველოს ეროვნული მუზეუმი. სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმი მისამართი: ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი 3 აღწერა: მუზეუმი საქართველოს მუზეუმებს შორის უძველესია. იგი დაფუძნდა 1852 წელს, კავკასიის მუზეუმის ბაზაზე. მუზეუმის ფონდებში დღეისათვის დაცულია 1 200 000 ექსპონატი (ძირითადად არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალები, ქართული ოქრომჭედლობის, ხატწერის ნიმუშები და სხვა). სტაციონარულ ექსპოზიციებს შორის გამოირჩევა დმანისში აღმოჩენილი ადამიანის წინაპრების (ჰომინიდების) ნაშთების გამოფენა, რომელიც 1,8 მილიონი წლით თარიღდება და წარმოადგენს აფრიკის კონტინენტის ფარგლებს გარეთ აღმოჩენილ ადამიანის წინაპრის უძველეს ნიმუშს. ამ აღმოჩენამ რადიკალურად შეცვალა მანამდე აღიარებული ადამიანის ევოლუციის თეორია. მუზეუმში ექსპონირებულია აგრეთვე: ნეოლითისა და ბრინჯაოს ხანის პერიოდის არქეოლოგიური აღმოჩენების მრავალრიცხოვანი მასალა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანია ოქროს ფონდი, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა ისტორიული პერიოდის ძვირფასი ლითონისა და ქვების უნიკალური ნაკეთობები. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქრისტიანობამდელი პერიოდის ოქრომჭედლობის ნატიფ ნიმუშებს, რომლებიც თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე მესამე ათასწლეულის მეორე ნახევრიდან ჩვენი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნის ჩათვლით. მუზეუმში დაცული ექსპონატები აღმოჩენილია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში: ანანურში, წნორში, მარტყოფში, თრიალეთის ყორღანებში, ვანში, ახალგორში, მცხეთაში, ჟინვალსა და ა.შ. საქართველოს ეროვნული მუზეუმი. იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა) მისამართი: ქ. თბილისი, სიონის ქ. 8 აღწერა:მუზეუმის ფონდებში დაცულია თბილისის ისტორიასთან, ყოფასთან და კულტურასთან დაკავშირებული კოლექციები. მათ შორის, უნიკალური არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, დოკუმენტური მასალა, ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, ბრინჯაოს ხანის იარაღი და თიხის ნაწარმი, ფეოდალური ხანის მოჭიქული და სხვა სახის თიხის ჭურჭელი, ქაშანურის და ფაიფურის ნაწარმი, საბრძოლო იარაღი, საყოფაცხოვრებო ნივთები, მუსიკალური ინსტრუმენტები, ნუმიზმატიკა, ქართველ და უცხოელ მხატვართა მხატვრული და გრაფიკული ნამუშევრები (ლ. გუდიაშვილი, მ. თოიძე, ე. ახვლედიანი, ა. ფოგელი, ა. ციმაკურიძე, და სხვა. -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
ნათია |
Jun 25 2007, 10:26 AM
პოსტი
#2
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
საუნივერსიტეტო მუზეუმები აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სამხატვრო აკადემიის მუზეუმი მისამართი: ქ. თბილისი, გრიბოედოვის 22 აღწერა: მუზეუმში დაცულია თბილისის სამხატვრო აკადემიის სხვადასხვა ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა და პედაგოგთა ნამუშევრები (მოყოლებული XX ს-ის 30-იანი წლებიდან), ფერწერის, გრაფიკის, ქანდაკების, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, ჩანახატები და ესკიზები. მუზეუმ-ნაკრძალები სამეგრელო-ზემო სვანეთი პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი სენაკის რაიონი, სოფელი ნოქალაქევი ვებ გვერდი: http://www.nokalakevi.ge აღწერა: მუზეუმ-ნაკრძალი მოიცავს ადრეული შუასაუკუნეების საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ძეგლს - ნოქალაქევს (ციხეგოჯი-არქეოპოლისი). ნოქალაქევის ყველაზე ადრეული არქეოლოგიური ფენები და აღმოჩენილი ნივთები თარიღდება ძვ. წ. VIII-VII სს-ით. მათ შორისაა: სხვადასხვა ცხოველთა (ცხვარი, ღორი, ცხენი) კერამიკული ქანდაკებები, განსაკუთრებით აღსანიშნავია ორთავიანი ცხოველების ქანდაკებები, ძვ. წ. VI-IV სს-ის, ფენებიდან გამოვლენილია როგორც ადგილობრივი წარმოების, ასევე იმპორტული თიხის ჭურჭელი (ამფორები), ელინისტური ხანის (ძვ. წ. III-I სს.) ორმოსამარხები და ქვევრსამარხები, მდიდარი სამარხეული ინვენტარით: ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს, მინისა და პასტის მძივები, ბეჭდები, საყურეები, სასაფეთქლეები, სამაჯურები და სხვა. ნაქალაქარის ტერიტორიაზე გამოვლენილია აგრეთვე საერო არქიტექტურის ნიმუშები (სასახლეები აბანოები), ქრისტიანული ტაძრები წყალსაცავი, გვირაბი და სხვა სახის სამეურნეო თუ საფორტიფიკაციო ნაგებობები. ნაქალაქარის ტერიტორიაზე აღმოჩენილია XVI-XVIII სს-ის მცირე ზომის სასახლე, ძველ გალავნებზე და კოშკებზე - შედარებით ახალი სამშენებლო ფენებიც. სამცხე-ჯავახეთი ვარძიის ისტორიულ-ხუროთმოძღვრული სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი მისამართი: ასპინძის რაიონი, ვარძია აღწერა: მუზეუმ-ნაკრძალი შედგება XII ს-ის კლდეში ნაკვეთ ისტორიულ-არქიტექტურულ გამოქვაბულთა კომპლექსისა და უფრო ადრინდელი ხანის (X-XII სს.) ანანაურის ძეგლისაგან. მრავალსართულად (13 სართული) გამოკვეთილი კომპლექსი (ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, თავდაცვითი და საირიგაციო ნაგებობები, მონაზონთა სენაკები და სხვ.) ძირითადად შეიქმნა 1156-1203 წლებში, თამარის მეფობის ხანაში (1184-1213 წწ.), ხოლო მისიმრავალსათავსიანი პალატებისა (120 საცხოვრებელი კოპლექსის 420 სათავსი, 25 მარანი 185 ქვევრით და სხვ.) და ანსამბლის სხვა ელემენტების (სენაკები, სამრეკლო, სატრაპეზო და სხვ.) აგება XVIII-XIV სს-ში დასრულდა. ამჟამად კომპლექსში შემორჩენილია 242 გამოქვაბული, “სადარბაზო” მცირე ეკლესიით, თამარის სენაკი, სათათბირო ოთახი, სატრაპეზო, სალხინო მარნით, აფთიაქი, წყალსადენის ტრასა, თავდაცვითი ნაგებობები (საგანგებო სამალავები, საიდუმლო გვირაბები), XIII საუკუნის სამრეკლო და მთავარი ეკლესიის კარიბჭე, ანანაურის ეკლესია XV-XVI სს-ის მოხატულობით, ”ლიტანიის ეკლესია” (სულ თხუთმეტი ეკლესია), განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ღვთისმშობლის მიძინების ტაძრისა და კარიბჭის მოხატულობა (1184-1203), სადაც მაცხოვრის ცხოვრების ამსახველ სცენებთან ერთად გამოსახულია გიორგი III-ისა და თამარ მეფის პორტრეტები. -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 09:24 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი