საქართველოს მუზეუმები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საქართველოს მუზეუმები |
ნათია |
Jun 24 2007, 09:04 PM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
თბილისი ისტორიული (მხარეთმცოდნეობის) მუზეუმები საქართველოს ეროვნული მუზეუმი. სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმი მისამართი: ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი 3 აღწერა: მუზეუმი საქართველოს მუზეუმებს შორის უძველესია. იგი დაფუძნდა 1852 წელს, კავკასიის მუზეუმის ბაზაზე. მუზეუმის ფონდებში დღეისათვის დაცულია 1 200 000 ექსპონატი (ძირითადად არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალები, ქართული ოქრომჭედლობის, ხატწერის ნიმუშები და სხვა). სტაციონარულ ექსპოზიციებს შორის გამოირჩევა დმანისში აღმოჩენილი ადამიანის წინაპრების (ჰომინიდების) ნაშთების გამოფენა, რომელიც 1,8 მილიონი წლით თარიღდება და წარმოადგენს აფრიკის კონტინენტის ფარგლებს გარეთ აღმოჩენილ ადამიანის წინაპრის უძველეს ნიმუშს. ამ აღმოჩენამ რადიკალურად შეცვალა მანამდე აღიარებული ადამიანის ევოლუციის თეორია. მუზეუმში ექსპონირებულია აგრეთვე: ნეოლითისა და ბრინჯაოს ხანის პერიოდის არქეოლოგიური აღმოჩენების მრავალრიცხოვანი მასალა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანია ოქროს ფონდი, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა ისტორიული პერიოდის ძვირფასი ლითონისა და ქვების უნიკალური ნაკეთობები. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქრისტიანობამდელი პერიოდის ოქრომჭედლობის ნატიფ ნიმუშებს, რომლებიც თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე მესამე ათასწლეულის მეორე ნახევრიდან ჩვენი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნის ჩათვლით. მუზეუმში დაცული ექსპონატები აღმოჩენილია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში: ანანურში, წნორში, მარტყოფში, თრიალეთის ყორღანებში, ვანში, ახალგორში, მცხეთაში, ჟინვალსა და ა.შ. საქართველოს ეროვნული მუზეუმი. იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა) მისამართი: ქ. თბილისი, სიონის ქ. 8 აღწერა:მუზეუმის ფონდებში დაცულია თბილისის ისტორიასთან, ყოფასთან და კულტურასთან დაკავშირებული კოლექციები. მათ შორის, უნიკალური არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, დოკუმენტური მასალა, ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, ბრინჯაოს ხანის იარაღი და თიხის ნაწარმი, ფეოდალური ხანის მოჭიქული და სხვა სახის თიხის ჭურჭელი, ქაშანურის და ფაიფურის ნაწარმი, საბრძოლო იარაღი, საყოფაცხოვრებო ნივთები, მუსიკალური ინსტრუმენტები, ნუმიზმატიკა, ქართველ და უცხოელ მხატვართა მხატვრული და გრაფიკული ნამუშევრები (ლ. გუდიაშვილი, მ. თოიძე, ე. ახვლედიანი, ა. ფოგელი, ა. ციმაკურიძე, და სხვა. -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
ნათია |
Jun 25 2007, 10:50 AM
პოსტი
#2
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
აჭარა გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალი მისამართი: ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი გონიო აღწერა: მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორია მოიცავს გონიო-აფსაროსის ციხისა და მიმდებარე ტერიტორიას. აღნიშნულ ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებულია ელინისტური ხანის მასალა (მაკედონიის მეფის ანტიგონა გონატას მონეტა, ძვ. წ. აღ. - III ს. სინოპური კერამიკა). აღმოჩენილია საზოგადოებრივი დანიშნულების ნაგეობები, კერამიკის, ბრინჯაოს, ვერცხლის, ოქროს ნივთები, იუსტინიანე I-ის სპილენძის მონეტები, ჰიდრავლიკურხსნარიანი იატაკისა და კრამიტის ნიმუშები. განსაკუთრებით აღსანიშნავია გონიოს განძი, რომელიც ძირითადად უნიკალური საიუველირო ნიმუშებისაგან შედგება და ამჟამად დაცულია აჭარის სახელმწიფო მუზეუმში. პეტრა-ციხისძირის მუზეუმ-ნაკრძალი მისამართი: ქობულეთი, სოფელი ციხისძირი აღწერა: მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორია მოიცავს ადრეფეოდალური ხანის ძეგლის პეტრას ციხის კომპლექსს და მის შემოგარენს, მუზეუმში დაცულია კომპლექსის ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად და ასევე შემთხვევით აღმოჩენილი მასალა, რომელიც მოიცავს ვრცელ ქრონოლოგიურ პერიოდს წინარე ანტიკური ხანიდან ადრეული შუა საუკუნეების ჩათვლით. კერძოდ, ახ. წ. მე- 5ს. ბაზილიკის ნაშთები, მარმარილოს, ქვის კაპიტელის არქიტექტურული დეტალები, მოზაიკის ფრაგმენტები, ანტიკურ-ელინისტური ხანის სამაროვანის, მე- 8 - 6 ს.ს. სადგომების მასალები, სამსხვერპლოსა და მე-4 - 5 ს.ს. ნაგებობის (ე.წ. ”ვილის”) ნაშთები, კერამიკული, ნუმიზმატიკური (ბერძნული, რომაული, პართიული, სასანური, თურქული, არაბული) მასალა, საბრძოლო და სამეურნეო იარაღი და სხვა. გურია ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის გურიანთა-ვაშნარის მუზეუმ-ნაკრძალი მისამართი: ოზურგეთი, 9 აპრილის ქ. 8 აღწერა: მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორია მოიცავს ადრე-შუასაუკუნეებით დათარიღებულ ციხე-ქალაქს, რომელიც რამდენიმე ჰექტარზეა გადაჭიმული, შემოჩენილია გალავნის ნაშთი, შიდაციხის კედლების, კოშკების, ბაზილიკის, მავზოლეუმისა და სახელსონო უბანის ნაშთები. ადრეანტიკური, ანტიკური და ელინისტური ხანის ნამოსახლარები, თიხის სარკოფაგები, ქვევრ-სამარხები, აბანოს ნაშთი და სხვა . იმერეთი საქართველოს ეროვნული მუზეუმი. ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი მისამართი: ქ. ვანი, ვახტანგ გორგასლის ქ.7 აღწერა: მუზეუმი 1985 წელს დაფუძნდა ვანის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის, აკადემიკოს ოთარ ლორთქიფანიძის ინიციატივით. მასში განთავსებულია ვანის ნაქალაქარზე 1985 წლიდან ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალის უმეტესობა. ვანში აღმოჩენილი მდიდრული სამარხების ინვენტარის საფუძველზე 1987 წელს მუზეუმში გაიხსნა ოქროს ფონდი, რომელშიც ინახება ოქრომჭედლობის უნიკალური ნიმუშები ვანის ნაქალაქარიდან. ვანის არქეოლოგიური მუზეუმის სტაციონარული ექსპოზიცია ასახავს ვანის ტერიტორიაზე არსებული კულტურის განვითარების პერიოდს ძვ. წ. VIII ს-დან I ს-ის ჩათვლით (ბრინჯაოს ქანდაკებები, მათი ცალკეული ფრაგმენტები, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ნაკეთობანი, ნუმიზმატიკის ნიმუშები და სხვ.). ქუთაის-გელათის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი მისამართი: ქ. ქუთაისი, ნაზარიშვილის ქ. 7 აღწერა: ქუთაის-გელათის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორია მოიცავს: ქუთაისის, წყალტუბოსა და ტყიბულის ტერიტორიაზე განლაგებულ ისტორიულ, არქიტექტურულ, არქეოლოგიურ ძეგლებს - ანტიკური ხანის ქვევრ-სამარხებს, ნამოსახლარები, ციხე-კოშკებს, XVII-XIII ს.ს. იმერეთის მეფეთა სასახლე (”ოქროს ჩარდახი”), სამოქალაქო არქიტექტურის ძეგლებს. -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 01:28 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი