ფორუმელთა პოეზია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ფორუმელთა პოეზია |
QORBUDA |
Jun 6 2007, 05:51 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 306 რეგისტრ.: 14-March 07 წევრი № 1,374 |
church-ელებო დაგლოცოთ დედამა
ღვთისმშობელ მარიამმაო, გადმოგაფაროთ თვის კალთა, თან გადაგსახოთ ჯვარიო, თქვენზე ილოცოს ზეციდან, მტერს გაუნათოს თვალიო, ბოროტსა გული მოულბოს, სიკეთის მონაგარიო, თან დაგილიცოთ ოჯახი სიწმინდის საწინდარიო, გადმოაფაროს თვის კალთა, თან გადასახოს ჯვარიო. არ არსებობს ადამიანი ვისაც თუნდ ერთი ლექსი არ ჰქონდეს დაწერილი, და თუ არსებობს ასეთი ადამიანი ის მხილოდ და მხოლოდ ზომბია რომელმაც არ იცის რა არის სიყვარული და მეგობრობა. ალექსანდრე დიუმა -------------------- ბალახი ვიყო სათიბი
არა მწადიან ცელობა, ცხვრადვე მამყოფე უფალო, ოღონდ ამცილდეს მგელობა. ვ.ფშაველა |
xevsuri |
Jun 25 2007, 10:57 AM
პოსტი
#2
|
კაცები არასოდეს საუბრობენ ქალებზე, რომლებიც უყვართ ჯგუფი: Members პოსტები: 284 რეგისტრ.: 19-June 07 მდებარ.: bambarmia, kergudu წევრი № 2,239 |
უკვე ჩამომშორდა სისხლის ნაკვალევი
თითქოს ხელისგულიც უფრო გამითეთრდა ჩემმა გარეგნობამ ძველი დაიბრუნა მაგრამ მოგონება წითლად აღმებეჭდა ძმისთვის გავიმეტე, ის რაც არ გამაჩნდა ჩემს ერს დავუშინე, მოპარული ტყვია ნუთუ მოვერიე იმ ჩემს შინაგანებს ან თუკი ამდენ ცრემლს გამარჯვება ჰქვია მე ვინ დამრთო ნება შენი დასასრულის ერთი თანამოძმის ერთო სიცოცხლეო მე ვინ მომცა ტყვია, ტყვია გარეწარი მისი ბრალი არის, ის რაც სისხლში გდია სადღაც გაპარული ჩემი კაცობა და უკვე ჩარეცხილი ჩემი შიდა მრწამსი დღეს აღარ ეტყობა ამ ჩემს გარეგნობას ვატყობ ფაიფურის, სათამაშო დავრჩი ღმერთი დიადია ჩემო მეგობარო სიყვარულს გაიმეტებს ალბათ შვილებისთვის ტაძრის შესასვლელთან, ხედავ შენი ბიჭი? ამ ჩემს გოგონას რომ, ხელისგულზე კოცნის! მე არ ჩამომშორდა, ისევ წითელი მაქვს მაგრამ მომავალი, არის გაწმენდილი იცი მეგობარო, მე რა მიხარია? ტყვიის აჩრდილები აღარ კლავენ სინდისს -------------------- Jesus
შიში დავძლიე, გადავახტი პირველ ბარიერს, ეს სიხარული, ბავშვობის და შენი ბრალია, გამომყევი და უცილობლად გაპოვნინებო, დაგიჯერე და ავე, ავე, ავე იესო! http://www.xevsureti.ge |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 02:11 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი