საქართველოს მუზეუმები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საქართველოს მუზეუმები |
ნათია |
Jun 24 2007, 09:04 PM
პოსტი
#61
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
თბილისი ისტორიული (მხარეთმცოდნეობის) მუზეუმები საქართველოს ეროვნული მუზეუმი. სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმი მისამართი: ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი 3 აღწერა: მუზეუმი საქართველოს მუზეუმებს შორის უძველესია. იგი დაფუძნდა 1852 წელს, კავკასიის მუზეუმის ბაზაზე. მუზეუმის ფონდებში დღეისათვის დაცულია 1 200 000 ექსპონატი (ძირითადად არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალები, ქართული ოქრომჭედლობის, ხატწერის ნიმუშები და სხვა). სტაციონარულ ექსპოზიციებს შორის გამოირჩევა დმანისში აღმოჩენილი ადამიანის წინაპრების (ჰომინიდების) ნაშთების გამოფენა, რომელიც 1,8 მილიონი წლით თარიღდება და წარმოადგენს აფრიკის კონტინენტის ფარგლებს გარეთ აღმოჩენილ ადამიანის წინაპრის უძველეს ნიმუშს. ამ აღმოჩენამ რადიკალურად შეცვალა მანამდე აღიარებული ადამიანის ევოლუციის თეორია. მუზეუმში ექსპონირებულია აგრეთვე: ნეოლითისა და ბრინჯაოს ხანის პერიოდის არქეოლოგიური აღმოჩენების მრავალრიცხოვანი მასალა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანია ოქროს ფონდი, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა ისტორიული პერიოდის ძვირფასი ლითონისა და ქვების უნიკალური ნაკეთობები. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქრისტიანობამდელი პერიოდის ოქრომჭედლობის ნატიფ ნიმუშებს, რომლებიც თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე მესამე ათასწლეულის მეორე ნახევრიდან ჩვენი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნის ჩათვლით. მუზეუმში დაცული ექსპონატები აღმოჩენილია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში: ანანურში, წნორში, მარტყოფში, თრიალეთის ყორღანებში, ვანში, ახალგორში, მცხეთაში, ჟინვალსა და ა.შ. საქართველოს ეროვნული მუზეუმი. იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა) მისამართი: ქ. თბილისი, სიონის ქ. 8 აღწერა:მუზეუმის ფონდებში დაცულია თბილისის ისტორიასთან, ყოფასთან და კულტურასთან დაკავშირებული კოლექციები. მათ შორის, უნიკალური არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, დოკუმენტური მასალა, ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, ბრინჯაოს ხანის იარაღი და თიხის ნაწარმი, ფეოდალური ხანის მოჭიქული და სხვა სახის თიხის ჭურჭელი, ქაშანურის და ფაიფურის ნაწარმი, საბრძოლო იარაღი, საყოფაცხოვრებო ნივთები, მუსიკალური ინსტრუმენტები, ნუმიზმატიკა, ქართველ და უცხოელ მხატვართა მხატვრული და გრაფიკული ნამუშევრები (ლ. გუდიაშვილი, მ. თოიძე, ე. ახვლედიანი, ა. ფოგელი, ა. ციმაკურიძე, და სხვა. -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
ნათია |
Jun 25 2007, 12:35 PM
პოსტი
#62
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
შიდა ქართლი უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი მისამართი: გორი, სოფელი ქვახვრელი აღწერა: მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორია მოიცავს ძვ. წ. I ათასწლეულისა და ახ. წ. დასაწყისის ძეგლს - უფლისციხეს. აგრეთვე IX-X სს. სამნავიანი ბაზილიკა და ანტიკური პერიოდის სხვადასხვა დანიშნულების კლდეში ნაკვეთი გამოქვაბულები. საგამოფენო დარბაზში გამოფენილია ძვ. წ. VII-VI სს. კერამიკული მასალა, რკინის ეტლის თვალი, სამკაული, საოჯახო ნივთები (დოქები, ქვევრები, საღვინეები). დიდი ლიახვის ხეობის მუზეუმ-ნაკრძალი მისამართი: ცხინვალის რაიონი, სოფელი ქურთა აღწერა: მუზეუმ-ნაკრძალის სამოქმედო არეალი მოიცავს ცხინვალის რაიონში (დიდი და პატარა ლიახვის აუზი) არსებულ ისტორიისა და მატერიალური კულტურის ძეგლებს: ქაშუეთი, მინდიაანთ კოშკი (ქემერტი), გორა სამოსახლო, ხეთაგაანთ კოშკი (სვერი), საბაწმინდა, ძელიცხოველი (ხეითი), კეხვის ციხე, წმინდა კვირიკეს, აბოწმინდას, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიები (ზემო აჩაბეთი), პარსეთის წმინდა გიორგის ეკლესია (ძარწემი), მაჩაბლის სასახლე, გორა სამოსახლო (ქურთა), მაჩაბლის ძველი სასახლე, გერის ნიში (თამარაშენი) და სხვა. მუზეუმ-ნაკრძალის თანამშრომელთა მიერ განხორციელდა და ამჟამადაც მიმდინარეობს რეგიონის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების პასპორტიზაციის პროცესი. ქსნის ხეობის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი მისამართი: ახალგორი, თამარ მეფის ქ. 57 აღწერა: მუზეუმი განთავსებულია ქსნის ერისთავების ყოფილ სასახლეში, რომელიც აგებულია XVI-XIX სს-ში. სტაციონარულ ექსპოზიციაში ძირითადად წარმოდგენილია არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ ქსნის ხეობაში ჩატარებული გათხრების შედეგად აღმოჩენილი ადრეანტიკური პერიოდის მასალა (კაბენის, ქვემო ალევის სამაროვანი). მათ შორის, გვიანბრინჯაო - ადრერკინის ხანის სატევარი, ბრინჯაოს ინსიგნია-შტანდარტი (ძვ. წ. IV ს.), ირმის გამოსახულებიანი ბრინჯაოს სამკაული, ბეჭდები, საყურეები, თიხის, პასტის, სარდიონის მძივები, საკინძები, სატევრები, ცულები, შუბისპირები, ნუმიზმატიკური მასალები, XVIII-XIX სს-ის მოჭიქული კერამიკა, XVIII-XIX სს-ის ეთნოგრაფიული მასალა. -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 05:12 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი