საქართველოს მუზეუმები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საქართველოს მუზეუმები |
ნათია |
Jun 24 2007, 09:04 PM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
თბილისი ისტორიული (მხარეთმცოდნეობის) მუზეუმები საქართველოს ეროვნული მუზეუმი. სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმი მისამართი: ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი 3 აღწერა: მუზეუმი საქართველოს მუზეუმებს შორის უძველესია. იგი დაფუძნდა 1852 წელს, კავკასიის მუზეუმის ბაზაზე. მუზეუმის ფონდებში დღეისათვის დაცულია 1 200 000 ექსპონატი (ძირითადად არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალები, ქართული ოქრომჭედლობის, ხატწერის ნიმუშები და სხვა). სტაციონარულ ექსპოზიციებს შორის გამოირჩევა დმანისში აღმოჩენილი ადამიანის წინაპრების (ჰომინიდების) ნაშთების გამოფენა, რომელიც 1,8 მილიონი წლით თარიღდება და წარმოადგენს აფრიკის კონტინენტის ფარგლებს გარეთ აღმოჩენილ ადამიანის წინაპრის უძველეს ნიმუშს. ამ აღმოჩენამ რადიკალურად შეცვალა მანამდე აღიარებული ადამიანის ევოლუციის თეორია. მუზეუმში ექსპონირებულია აგრეთვე: ნეოლითისა და ბრინჯაოს ხანის პერიოდის არქეოლოგიური აღმოჩენების მრავალრიცხოვანი მასალა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანია ოქროს ფონდი, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა ისტორიული პერიოდის ძვირფასი ლითონისა და ქვების უნიკალური ნაკეთობები. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქრისტიანობამდელი პერიოდის ოქრომჭედლობის ნატიფ ნიმუშებს, რომლებიც თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე მესამე ათასწლეულის მეორე ნახევრიდან ჩვენი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნის ჩათვლით. მუზეუმში დაცული ექსპონატები აღმოჩენილია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში: ანანურში, წნორში, მარტყოფში, თრიალეთის ყორღანებში, ვანში, ახალგორში, მცხეთაში, ჟინვალსა და ა.შ. საქართველოს ეროვნული მუზეუმი. იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა) მისამართი: ქ. თბილისი, სიონის ქ. 8 აღწერა:მუზეუმის ფონდებში დაცულია თბილისის ისტორიასთან, ყოფასთან და კულტურასთან დაკავშირებული კოლექციები. მათ შორის, უნიკალური არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, დოკუმენტური მასალა, ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, ბრინჯაოს ხანის იარაღი და თიხის ნაწარმი, ფეოდალური ხანის მოჭიქული და სხვა სახის თიხის ჭურჭელი, ქაშანურის და ფაიფურის ნაწარმი, საბრძოლო იარაღი, საყოფაცხოვრებო ნივთები, მუსიკალური ინსტრუმენტები, ნუმიზმატიკა, ქართველ და უცხოელ მხატვართა მხატვრული და გრაფიკული ნამუშევრები (ლ. გუდიაშვილი, მ. თოიძე, ე. ახვლედიანი, ა. ფოგელი, ა. ციმაკურიძე, და სხვა. -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
ნათია |
Jun 25 2007, 01:04 PM
პოსტი
#2
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
მცხეთა-მთიანეთი დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი მისამართი: მცხეთა, დავით აღმაშენებლის ქ. 54 აღწერა: ნაკრძალის სამოქმედო არეალია: სამეფოს რეზიდენცია არმაზციხე (I-V სს.), სამეფო აკლდამა (I ს.), პიტიახშთა არმაზისხევის რეზიდენცია, სამთავროს ნამოსახლარი და მრავალფენიანი სამაროვანი, ბებრისციხე და სხვა. მუზეუმში დაცული კოლექციების ძირითად ნაწილს შეადგენს საქართველოს პირველი დედაქალაქის -მცხეთისა და მცხეთის რაიონის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი, შემთხვევით მონაპოვარი და შეძენილი მოძრავი ძეგლები (ქრონოლოგიური ჩარჩოები: ძვ.წ. აღ. IV ათასწლეული - ახ. წ. X-XII სს.), საფონდო მასალიდან გამოიყოფა სამი მნიშვნელოვანი კოლექცია: ბრინჯაო ადრერკინის ხანის ლითონმქანდაკებლობისა და სამეთუნეო ნაწარმის ძეგლები, ანტიკური ხანის ოქრომჭედლობისა და მინის კოლექციები. ცალკე აღსანიშნავია გვიანანტიკური ხანის ბერძნულენოვანი ეპიგრაფიკული ძეგლები არმაზციხიდან და ანტიოქიის ტაძრის ტერიტორიიდან. ქვემო ქართლი კლდეკარის ისტორიის, არქეოლოგიისა და არქიტექტურის მუზეუმ-ნაკრძალი მისამართი: წალკა, არისტოტელეს ქ. 19 აღწერა: ნაკრძალის ტერიტორია მოიცავს ისტორიული კლდეკარის საერისთავოს ტერიტორიაზე პირველი ერისთავის – ლიპარიტ ბაღვაშის მიერ IX ს-ის 70-იან წლებში აგებული ციხის ნაშთებს და ციკლოპური ტიპის ნაგებობებს, რომლებიც მდებარეობს ჯავახეთიდან თრიალეთზე ქართლში გადასასვლელ ერთადერთ ისტორიულ გზაზე; აგრეთვე თრიალეთისა და არგვეთის ხეობის შუასაუკუნეების პერიოდის მრავალრიცხოვან ძეგლებს, რომლებიც მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესწავლისათვის საქართველოს ეროვნული მუზეუმი. დმანისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი მისამართი: დმანისის რაიონი, სოფელი პატარა დმანისი აღწერა: ძეგლი წარმოადგენს შუა საუკუნეების ნაქალაქარს, რომელზეც მიმდინარეობს საველე არქეოლოგიური სამუშაოები. შუა საუკუნეების ნაქალაქარზე შემორჩენილია შიდა ციხე, საერო და საკულტო ნაგებობები. საკულტო ნაგებობებიდან აღსანიშნავია VI ს-ის დმანისის სიონი, რომელსაც მიშენებული აქვს XIII ს-ში ორნამენტებითა და წარწერებით შემკული კარიბჭე. გარდა შუა საუკუნეების ფენისა, დმანისში ქართველი და უცხოელი სპეციალისტები იკვლევენ 1,8 მილიონი წლით დათარიღებულ გეოლოგიურ ფენას, რომელიც გამოირჩევა ადრეული ჰომინიდებისა და განმარხებულ ცხოველთა მრავალრიცხოვანი ნაშთებით. 1991 წლიდან დღემდე დმანისის ძეგლზე აღმოჩენილია ჰომინიდის ხუთი თავის ქალა, რაც მსოფლიოს არცერთ ძეგლზე დღემდე არ დაფიქსირებულა. ამ გათხრების შედეგებმა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია და საერთოდ შეცვალა მანამდე მტკიცედ დამკვიდრებული მოსაზრება ჰომინიდების აფრიკიდან განსახლების შესახებ -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 05:25 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი