საქართველოს მუზეუმები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საქართველოს მუზეუმები |
ნათია |
Jun 24 2007, 09:04 PM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
თბილისი ისტორიული (მხარეთმცოდნეობის) მუზეუმები საქართველოს ეროვნული მუზეუმი. სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმი მისამართი: ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი 3 აღწერა: მუზეუმი საქართველოს მუზეუმებს შორის უძველესია. იგი დაფუძნდა 1852 წელს, კავკასიის მუზეუმის ბაზაზე. მუზეუმის ფონდებში დღეისათვის დაცულია 1 200 000 ექსპონატი (ძირითადად არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალები, ქართული ოქრომჭედლობის, ხატწერის ნიმუშები და სხვა). სტაციონარულ ექსპოზიციებს შორის გამოირჩევა დმანისში აღმოჩენილი ადამიანის წინაპრების (ჰომინიდების) ნაშთების გამოფენა, რომელიც 1,8 მილიონი წლით თარიღდება და წარმოადგენს აფრიკის კონტინენტის ფარგლებს გარეთ აღმოჩენილ ადამიანის წინაპრის უძველეს ნიმუშს. ამ აღმოჩენამ რადიკალურად შეცვალა მანამდე აღიარებული ადამიანის ევოლუციის თეორია. მუზეუმში ექსპონირებულია აგრეთვე: ნეოლითისა და ბრინჯაოს ხანის პერიოდის არქეოლოგიური აღმოჩენების მრავალრიცხოვანი მასალა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანია ოქროს ფონდი, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა ისტორიული პერიოდის ძვირფასი ლითონისა და ქვების უნიკალური ნაკეთობები. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქრისტიანობამდელი პერიოდის ოქრომჭედლობის ნატიფ ნიმუშებს, რომლებიც თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე მესამე ათასწლეულის მეორე ნახევრიდან ჩვენი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნის ჩათვლით. მუზეუმში დაცული ექსპონატები აღმოჩენილია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში: ანანურში, წნორში, მარტყოფში, თრიალეთის ყორღანებში, ვანში, ახალგორში, მცხეთაში, ჟინვალსა და ა.შ. საქართველოს ეროვნული მუზეუმი. იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა) მისამართი: ქ. თბილისი, სიონის ქ. 8 აღწერა:მუზეუმის ფონდებში დაცულია თბილისის ისტორიასთან, ყოფასთან და კულტურასთან დაკავშირებული კოლექციები. მათ შორის, უნიკალური არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, დოკუმენტური მასალა, ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, ბრინჯაოს ხანის იარაღი და თიხის ნაწარმი, ფეოდალური ხანის მოჭიქული და სხვა სახის თიხის ჭურჭელი, ქაშანურის და ფაიფურის ნაწარმი, საბრძოლო იარაღი, საყოფაცხოვრებო ნივთები, მუსიკალური ინსტრუმენტები, ნუმიზმატიკა, ქართველ და უცხოელ მხატვართა მხატვრული და გრაფიკული ნამუშევრები (ლ. გუდიაშვილი, მ. თოიძე, ე. ახვლედიანი, ა. ფოგელი, ა. ციმაკურიძე, და სხვა. -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
ნათია |
Jun 25 2007, 02:12 PM
პოსტი
#2
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი მისამართი: ქ. თბილისი, კარგარეთელის ქ. 6 აღწერა: მუზეუმის ფონდებში ინახება ძველი და თანამედროვე ქართული თეატრის, კინოს, მუსიკის და ქორეოგრაფიის ისტორიის ამსახველი უმდიდრესი მასალა (დაწყებული ვანში აღმოჩენილი ანტიკური პერიოდის თეატრალური ნიღბით და დამთავრებული XX ს-ის ავანგარდული ხელოვნების ნიმუშებით). მათ შორისაა: XVII ს-ის ფერწერის ნიმუშები, სპარსული მინიატურები, გერმანული და ფრანგული გრავიურები, ელ. ახვლედიანის, ირ. გამრეკელის, ი. ნიკოლაძის, ლ. გუდიაშვილის, ს. ვირსალაძის, პ. ოცხელის, დ. კაკაბაძის, ვ. სიდამონ-ერისთავის, ს. ქობულაძის, ლ. ბაქსტის, ალ. ბენუას. კ. ზდანევიჩის, ფ. ლეჟეს, აგრეთვე თანამედროვე ხელოვანთა (გ. ალექსი-მესხიშვილის, ი. გეგეშიძის. ნ. მალაზონიას, მ. ჭავჭავაძის, ირ. ფარჯიანის, ს. ფარაჯანოვის ნამუშევრები), ლიტერატურისა და ხელოვნების ცნობილი მოღვაწეების - ილია ჭავჭავაძის, გ. ერისთავის, აკ. წერეთლის, ნემიროვიჩ-დანჩენკოს, სუმბათაშვილ-იუჟინის, ი. შტრაუსის, დ. შალიაპინის, სტანისლავსკის, კ. მარჯანიშვილის, შ. დადიანის, ს. ახმეტელის, დ. არაყიშვილის და სხვა შემოქმედთა პირადი წერილები, ხელნაწერები, არქივები. ფონდებში დაცულია აგრეთვე თეატრალური კოსტიუმები, მემორიალური ნივთები, აუდიო და ვიდეოჩანაწერები, აფიშები, პროგრამები, კინოფირები, თეატრალურ-დეკორატიული ხელოვნების კოლექციები და სხვა საინტერესო მასალა. ამჟამად მუზეუმში მიმდინარეობს სრული რეორგანიზაცია-რეკონსტრუქცია. საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი მისამართი: ქ. თბილისი, შ. დადიანის ქ. 28 აღწერა: მუზეუმში წარმოდგენილია XIX-XX ს.ს. მიჯნის საქართველოს და კავკასიის ქვეყნების ხალხთა ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობანი, ხის, ლითონის, გიშრის, ძვლის, რქის მხატვრულად დამუშავებული ნიმუშები (ძირითადად, სამკაული, ქამრები, იარაღი, საოჯახო ნივთები), აბრეშუმის, ტყავის, მაუდის, ნაბდის ნაწარმი, კავკასიური ხალიჩების კოლექცია მუსიკალური ინსტრუმენტები (სალამური, ფანდური, ჩონგური, დაირა, დიპლიპიტო), ხევსურული კოსტიუმები, გობელენები, ნაქარგობის ნიმუშები, თავსამკაული, მხატვარ-პრიმიტივისტთა ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები (ივანე მელიაშვილი, გიგო ზაზიაშვილი და სხვა), ქანდაკება (დავით ნავროზაშვილი), ხალხური ხელოსნობის ნიმუშები, ლატვიელი მხატვრის იული სტრაუმეს (1874-1970) კავკასიის თემაზე შექმნილი ესკიზებისა და ჩანახატების მრავალრიცხოვანი კოლექცია. სახელმწიფო მუზეუმი – საქართველოს ეროვნული გალერეა მისამართი: ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი 11 აღწერა: გალერეის ფონდებში დაცულია თანამედროვე ქართული სახვითი ხელოვნების (ფერწერა, გრაფიკა, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება) ნიმუშები, მათ შორის: ელენე ახვლედიანის, დავით კაკაბაძის, ლადო გუდიაშვილის, სერგო ქობულაძის, ზურაბ ნიჟარაძის, ედმუნდ კალანდაძის, თენგიზ მირზაშვილის, დიმიტრი ერისთავის, მერაბ ბერძენიშვილის, ელგუჯა ამაშუკელის, ირაკლი ფარჯიანის, გია ბუღაძის, გია გუგუშვილის, ირაკლი სუთიძის, ლევან ლაღიძის, ნანა ჭურღულიას, გოგი წერეთლისა და სხვათა ნამუშევრები. -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 12:33 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი