ფორუმელთა პოეზია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ფორუმელთა პოეზია |
QORBUDA |
Jun 6 2007, 05:51 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 306 რეგისტრ.: 14-March 07 წევრი № 1,374 |
church-ელებო დაგლოცოთ დედამა
ღვთისმშობელ მარიამმაო, გადმოგაფაროთ თვის კალთა, თან გადაგსახოთ ჯვარიო, თქვენზე ილოცოს ზეციდან, მტერს გაუნათოს თვალიო, ბოროტსა გული მოულბოს, სიკეთის მონაგარიო, თან დაგილიცოთ ოჯახი სიწმინდის საწინდარიო, გადმოაფაროს თვის კალთა, თან გადასახოს ჯვარიო. არ არსებობს ადამიანი ვისაც თუნდ ერთი ლექსი არ ჰქონდეს დაწერილი, და თუ არსებობს ასეთი ადამიანი ის მხილოდ და მხოლოდ ზომბია რომელმაც არ იცის რა არის სიყვარული და მეგობრობა. ალექსანდრე დიუმა -------------------- ბალახი ვიყო სათიბი
არა მწადიან ცელობა, ცხვრადვე მამყოფე უფალო, ოღონდ ამცილდეს მგელობა. ვ.ფშაველა |
lamara |
Jun 25 2007, 04:14 PM
პოსტი
#2
|
lamara ჯგუფი: Members პოსტები: 615 რეგისტრ.: 25-May 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,015 |
დიდი პოეტი არ ვარ, მაგრამ რამდენიმე მეც მივჯღაბნე. ერთს დავწერ და თუ ინებებთ გადახედეთ და თქვენი აზრი გამოთქვით. ჩემი პატრიოტიზმით გაკვირვებულმა მეგობრებმა ერთხელ მკითხეს "მაინც რამ შეგაყვარა საქართველო ასე ძლიერო", ჰოდა ვუპასუხე:
რამ შემაყვარა მე საქართველო რამ შემაყვარა მე საქართველო? ქართველმა ხალხმა: ჭკვიანმა, ლაღმა, ქველმამდაბალმა, სტუმართმოყვარემ, მხიარულმა და მუდამ მღიმარემ... ხშირად პირქუშმა, ფიცხმა, გიჟმაჟმა, სიტყვაძვირმა და ზოგჯერ მრისხანემ, გმირმა მამაცმა, მეფემ ამაყმა და მეფე-ქალმა სათნომ, ლამაზმა... დედაქალაქმა, ძველმა თბილისმა, დილის საარით დამშვენებულმა და არ-ჩამცხრალმა სიყმაწვილის ხმამ, მის გრძელ ქუჩებში აჟღერებულმა. მრავალმა ხატმა და დიდმა მადლმა, ჩვენს ძველ ტაძრებში მიმობნეულმა, 365-მა სალოცავმა, წმიდა გიორგის სახელზე აგებულმა... და მწიგნობრობამ, სამმა ანბანმა წმიდა სამების მადიდებელმა, 33-მა ასო-ნიშანმა ქრისტეს ამქვეყნად ცხოვრების წელთა სადიდებელად... კიდევ? ბუნებამ, დილის რიჟრაჟმა, ულამაზესმა აის-დაისმა, დარმა, ავდარმა, წვიმამ და ქარმა... და იმ ქუხილმაც, წუხელ რომ გაისმა... ჩემმა მთა-ბარმა, ველმა, ტრამალმა, ირემმა ლაღმა, ჯიხვმა ბერხენმა, ბებერმა ხარმა, რქებით რომ ხნავდა... მთის ცივმა წყარომ, სუფთამ,ანკარამ, დიდ ქვებზე მჩქეფმა წყალმა წანწკარამ... ზღვამ,ტბამ,მდინარემ... თუ მათ დავშორდი,ვიქნები მუდამ ცრემლმომდინარე... ღვთისმშობლის წილხვედრ ჩემს ქვეყანას ღმერთი მფარველობს და წმიდანების მეოხებას ყოველ წამს ვხედავ, მე მათი დიდი იმედით ვცოცხლობ და იმის რწმენით, რომ ეს ქვეყანა- იბერია კვლავ გაბრწყინდება. ლამარა რურუა -------------------- [font=Arial]http://forum.archangels.ge/[/font][size=7]
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 09:52 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი