მართლმადიდებლობა და მედიცინა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მართლმადიდებლობა და მედიცინა |
ნათია |
Jun 23 2007, 08:31 PM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
სერაფიმე საროველი ამბობს: იმკურნალე, რადგან ღმერთმა შექმნა ექიმიც და წამალიც და მის ხელშია შენი
გამოჯანმრთელება. რელიგიას უცხოელ ფსიქიატრთაგან მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმო დოქტორმა ლ.ა. კოხმა თავის შესანიშნავ წიგნში „ადამიანის ნერვული ცხოვრება“, თავში „ნერვულ დაავადებათა მიზეზები“ (გვ. 163) ვკითხულობთ: „სულის ღმრთისაგან გაუცხოებაა უდიდესი ბოროტება. მასში, როგორც ცალკეულ პირთათვის, ისე საზოგადოებისათვის მწიფდება ყველაზე შხამიანი და მწარე ნივთიერება, რომელიც ნერვებს ანადგურებს“. მომდევნო თავში: „ნერვულ დაავადებათა მკურნალობა“ (გვ.204) დოქტორი კოხი წერს: „სად პოულობს სული ძალას, წინაღუდგეს იმას, რაც მას თავს ატყდება და ნერვებს ემუქრება? საიდან იღებს იგი იარაღს, თავისი ძლევამოსილი თავდაცვისათვის? როცა მას უკვე მიაყენებენ ჭრილობას, რა ეხმარება, რომ არ დაეცეს და თავისი თავი და თავისი ნერვები დაიცვას და დაიფაროს? ერთადერთი პასუხი ის არის, რომ ვერაფერს ვერ მიაღწევ, ვერაფერს ვერ შეძლებ რელიგიის ანუ ღმრთისადმი პიროვნული დამოკიდებულების გარეშე. ჩვენი საუკეთესო ძალები სწორედ რელიგიის წიაღშია“. ასევე ვკითხულობთ: „მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ იმის შესახებ, რომ ადამიანი, რომელსაც სასოება აქვს უფლის მიმართ, მრავალი იმედგაცრუების გადატანას შეძლებს, შეძლებს მრავალი მძიმე შეგრძნებისა და განსაცდელის გამკლავებას, რომლებიც ჯერ მის ფსიქიკაში აღწევენ, შემდეგ კი ამ უკანასკნელიდან - ნერვებში; რომ რელიგიური ადამიანი არ ემონება და არ ემორჩილება იმას, რაც ურწმუნო ადამიანს ემუქრება და საფრთხეს უქადის. უკიდურეს შემთხვევაში, იგი ზურგს აქცევს იმას, რისკენაც ურწმუნო ადამიანი მიილტვის და მიისწრაფვის და რომ ამგვარად, რელიგიის მოქმედება მრავალი თვალსაზრისით, მრავალი მიმართებით პროფილაქტიკურია“. შემდეგ, 206-ე გვერდზე ვკითხულობთ: „დაე, სწამდეთ ან არ სწამდეთ, მაგრამ ის კი უდავოა, რომ რელიგიის ზემოქმედება, მისი ზეგავლენა არა მხოლოდ ცაკლეულ პირთათვის, საერთოდ ყველასათვის ნერვულ დაავადებათაგან საუკეთესო დამცავ საშუალებას წარმოადგენს“. მე ამ დასკვნამდე მივედი: როცა ამჩნევ რომ უძლურია მედიცინა შენს დაავადებაზე, მაშინ უფალს უნდა მიენდო და უფლისადმი რწმენას შეუძლია სასწაულიც კი მოახდინოს ვისაუბროთ ..... -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
kato_Bato |
Jun 25 2007, 04:33 PM
პოსტი
#2
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
მაეასი
ციტატა ალბათ ნაწილობრივ მართალი ხარ,მაგრამ ასეთი წყალში გადასაყრელი ყველა არ არის.... მტკივნეული თემაა..... თუმცა,ღვთის წყალობით,პროფესიონალი და კარგი ადამიანებიც გვყავს... რა თქმა უნდა ყველა არარის მასეთი, მაგრამ ანალოგიური სიტუაციაა საპატრიარქოს სამშობიაროში, ნუ მე წლების წინათ რაც ვნახე და ახლაც, სხვადასხვაგან რამდენიმე მაგდაგვარი სულიერი შემხვდა. მე ვიცნობ კარგ ექიმებსაც, რომლებიც ასევე კარგი ადამიანები და რელიგიურები არიან, მაგრამ ეგეც უნდა იცოდე ადამიანმა, ვისთან მიხვიდე. ხომ? -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
S a l l y |
Jun 25 2007, 04:41 PM
პოსტი
#3
|
infinity... ჯგუფი: Members პოსტები: 9,631 რეგისტრ.: 11-September 06 მდებარ.: Sallylandia წევრი № 182 |
მაეასი რა თქმა უნდა ყველა არარის მასეთი, მაგრამ ანალოგიური სიტუაციაა საპატრიარქოს სამშობიაროში, ნუ მე წლების წინათ რაც ვნახე და ახლაც, სხვადასხვაგან რამდენიმე მაგდაგვარი სულიერი შემხვდა. მე ვიცნობ კარგ ექიმებსაც, რომლებიც ასევე კარგი ადამიანები და რელიგიურები არიან, მაგრამ ეგეც უნდა იცოდე ადამიანმა, ვისთან მიხვიდე. ხომ? აბა რა...თუმცა,ზოგჯერ პროფესიონალიზმი და კარგი ადამიანობა ერთმანეთს არ ემთხვევა..ამის ძალიან ბევრი მაგალითი ვიცი...და არჩევენაის გაკეთება ძნელია... სამწუხაროდ დღეს ექიმობა უბრო ბიზნესია ვიდრე ექიმობა თუმცა იმასაც ვიტყვი,რომ უბრალოდ აღფრთოვანებული ვარ ხოლმე ამ ადამიანებით....მათი ძლიერი ნერვებით,მიზერული ანაზღაურებით და დიდი ადამიანობით...როცა შეგიძლია საკუთარი სიცხიანი შვილი დატოვო და,შუა ღამისას, სხვისის(უსასყიდლოდ)დასახმარე ბლად წახვიდე... -------------------- Я хочу безумно жить: Всё сущее - увековечить, Безличное - вочеловечить, Несбывшееся - воплотить! I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best.. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:30 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი