მართლმადიდებლობა და მედიცინა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მართლმადიდებლობა და მედიცინა |
ნათია |
Jun 23 2007, 08:31 PM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
სერაფიმე საროველი ამბობს: იმკურნალე, რადგან ღმერთმა შექმნა ექიმიც და წამალიც და მის ხელშია შენი
გამოჯანმრთელება. რელიგიას უცხოელ ფსიქიატრთაგან მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმო დოქტორმა ლ.ა. კოხმა თავის შესანიშნავ წიგნში „ადამიანის ნერვული ცხოვრება“, თავში „ნერვულ დაავადებათა მიზეზები“ (გვ. 163) ვკითხულობთ: „სულის ღმრთისაგან გაუცხოებაა უდიდესი ბოროტება. მასში, როგორც ცალკეულ პირთათვის, ისე საზოგადოებისათვის მწიფდება ყველაზე შხამიანი და მწარე ნივთიერება, რომელიც ნერვებს ანადგურებს“. მომდევნო თავში: „ნერვულ დაავადებათა მკურნალობა“ (გვ.204) დოქტორი კოხი წერს: „სად პოულობს სული ძალას, წინაღუდგეს იმას, რაც მას თავს ატყდება და ნერვებს ემუქრება? საიდან იღებს იგი იარაღს, თავისი ძლევამოსილი თავდაცვისათვის? როცა მას უკვე მიაყენებენ ჭრილობას, რა ეხმარება, რომ არ დაეცეს და თავისი თავი და თავისი ნერვები დაიცვას და დაიფაროს? ერთადერთი პასუხი ის არის, რომ ვერაფერს ვერ მიაღწევ, ვერაფერს ვერ შეძლებ რელიგიის ანუ ღმრთისადმი პიროვნული დამოკიდებულების გარეშე. ჩვენი საუკეთესო ძალები სწორედ რელიგიის წიაღშია“. ასევე ვკითხულობთ: „მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ იმის შესახებ, რომ ადამიანი, რომელსაც სასოება აქვს უფლის მიმართ, მრავალი იმედგაცრუების გადატანას შეძლებს, შეძლებს მრავალი მძიმე შეგრძნებისა და განსაცდელის გამკლავებას, რომლებიც ჯერ მის ფსიქიკაში აღწევენ, შემდეგ კი ამ უკანასკნელიდან - ნერვებში; რომ რელიგიური ადამიანი არ ემონება და არ ემორჩილება იმას, რაც ურწმუნო ადამიანს ემუქრება და საფრთხეს უქადის. უკიდურეს შემთხვევაში, იგი ზურგს აქცევს იმას, რისკენაც ურწმუნო ადამიანი მიილტვის და მიისწრაფვის და რომ ამგვარად, რელიგიის მოქმედება მრავალი თვალსაზრისით, მრავალი მიმართებით პროფილაქტიკურია“. შემდეგ, 206-ე გვერდზე ვკითხულობთ: „დაე, სწამდეთ ან არ სწამდეთ, მაგრამ ის კი უდავოა, რომ რელიგიის ზემოქმედება, მისი ზეგავლენა არა მხოლოდ ცაკლეულ პირთათვის, საერთოდ ყველასათვის ნერვულ დაავადებათაგან საუკეთესო დამცავ საშუალებას წარმოადგენს“. მე ამ დასკვნამდე მივედი: როცა ამჩნევ რომ უძლურია მედიცინა შენს დაავადებაზე, მაშინ უფალს უნდა მიენდო და უფლისადმი რწმენას შეუძლია სასწაულიც კი მოახდინოს ვისაუბროთ ..... -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
k@the |
Jun 25 2007, 04:37 PM
პოსტი
#2
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
ისიც ფაქტია, რომ ექიმების ნახევარს უფლის და ეკლესიის ხსენებაც არ უნდათ. საკმაოდ არაეკლესიურები, ურწმიუნოები არიან და შესაბამისი დამოკიდებულება აქვთ პაციენტებთან, მათ აღიქვამენ როგორც ფულის ტკიცინა ქაღალდებს, რომელიც ან ბევრია ან ნაკლები ან სულ არა. ექიმები ფიცს ხომ დებენ რომ ნებისმიერ ავადმყოფს მოუვლიან? მარამ მერე ავიწყდებათ. უფულობა ხომ საშინელებაა, მინახავს, ექიმები, სამშობიაროში, როგორ ლანძღვადნენ გაჭირვებულ პაციენტებს, ისე ცუდად გავხდი, იქედან ძლივს მიმიყვანეს სახლში. მაგრამ როცა ხედავენ,რომ შენი ან ბავშვის ჯანმრთელობისთვის ყველაფერს გაიღებ შეიძლება გაგაგიჟონ, აი მე მაგალითად ერთი და იგივე ანალიზი 4 - 4-ჯერ მაქვს აღებული სამი კვირის განმავლობაში. მეგნი ექიმობას არ შველის მარტო საქმის ცოდნა, გული და გონება ერთნაირად თუ არ მუშაობს და თან უფლის სადიდებლად თუ არ აკეთებ ამას, კაპიკია შენი ფასი. როგორც ადამიანის და როგორც ექიმის. უკაცრავად კატო როცა რამოდენიმე ექიმისაგან რაიმე არ მოგეწონა, არ შეიძლება ეგეთი საუბარი ზოგადად ექიმებზე! ექიმობა არის ურთულესი და დასაფასებელი, მაგრამ დღესდღეობით ყველაზე ნაკლებ დაფასებული სპეციალობა! იმისათვის რომ ექიმი გახდე, დიდი ძალისზმევაა საჭირო, დიდი ნებისყოფა, როცა ყოველდღე ავადმყოფ ხალხს უნდა უყურო, დიდი თავდადება. და ასევე დიდი უმადურობის მოთმენა უნდა შეგეძლოს. ავადმყოფისათვის და მისი ახლობლებისათვის თუ რამ მოხდა ყოველთვის ექიმია დამნაშავე, ყოველთვის უნდათ მთელი პასუხისმგებლობა მასზე გადაიტანონ და ეგრეცაა მათთვის ადვილი. მარა ექიმებიც ადამიანები არიან! სხვათაშორის ჩვენი სახელმწიფო სამედიცინო სტრუქტურის გაპარტახების ბრალია ის რომ შენ ეხლა ექიმებზე ეგრე საუბრობ, ყოველგვარი პატივისცემის გარეშე! რატო უნდა ქონდეს პედიატრს 60 ლარი (!!!) ხელფასი??? არაა ეხლა ეგ ამ ხალხის დამცირება? უნდა იყოს ჯანმრთელობის დაზღვევა და საერთოდ ჯანდაცვის სისტემა ისე მოწყობილი, რომ ექიმებმა თავი ისევ დაფასებულად იგრძნონ, და თუ ეხლა ზოგიერთი მათგანი უკადრებელს კადრულობს, მხოლოდ იმიტომ რომ თუნდაც ჩემნაირი შვილი (ან პატრონი) არ ყავთ, ვისაც რაიმეს საყიდლად ფულს სთხოვენ!!! -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
კანუდოსელი |
Jun 25 2007, 04:49 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
ავადმყოფისათვის და მისი ახლობლებისათვის თუ რამ მოხდა ყოველთვის ექიმია დამნაშავე, მამაჩემს ერთმა კრეტინმა ექიმმა ოპერაციის შემდეგ მაკრატელი ჩაუტოვა როდესაც გავიგეთ და გავაჭრევინეთ და ამოვაღებინეთ, იმ კიდევ უფრო იდიოტმა - ტამპონი ჩაუტოვა ნუ, რა თქმა უნდა მამა იყო დამნაშავე, კომიდან რომ არ კარნახობდა ოპერაციის მსვლელობას -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:44 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი